დაფის აპკის გახევა
დაავადების აღწერა
დაფის აპკის გახევა (პერფორირებული დაფის აპკი) ნიშნავს ყურში მოთავსებული აპკის (ე.წ ბარაბანი) მთლიანობის დარღვევას, რომელიც თხელი ქსოვილოვანი შრისაგან შედგება და გამოყოფს ყურის გარეთა არხს შუა ყურისაგან.
დაფის აპკის გახევა შესაძლოა სმენის დაქვეითების მიზეზი გახდეს. დაფის აპკის გახევა ასევე იწვევს შუა ყურის ინფექციებისა და დაზიანებების რისკის მომატებას.
დაფის აპკის გახევა ძირითადად მკურნალობის გარეშეც რჩება, რამდენიმე კვირაში. ზოგჯერ, დაფის აპკის გახევა საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.
გამომწვევი მიზეზი
დაფის აპკის გახევის მიზეზებია:
- შუა ყურის ინფექცია– ოტიტი. შუა ყურის ინფექცია ხშირად იწვევს სითხის დაგროვებას შუა ყურში. მომატებული წნევა შეიძლება გახდეს დაფის აპკის გახევის მიზეზი.
- ბაროტრავმა. ბაროტრავმა იწვევს სტრესს, რომელიც ზემოქმედებს დაფის აპკზე როცა შუა ყურში არსებული წნევა და გარემოში არსებული წნევა დისბალანსშია. თუ წნევა ძალიან მომატებულია, შეიძლება განვითარდეს დაფის აპკის გახევა. ბაროტრავმას უწოდებენ “თვითმფრინავის ყურს”, რადგან ხშირად წნევის ცვლილება ფრენასთანაა დაკავშირებული.
სხვა მოვლენები, რომლებიც იწვევენ წნევის უეცარ ცვლილებას და დაფის აპკის გახევას: ღრმა წყლებში ყვინთვა, პირდაპირი ტრავმა ყურზე, მაგალითად მანქანის ეარბეგის გაშლა ავარიების დროს.
- ხმაური– აკუსტიკური ტრავმა. ხმამაღალი გარემო ან აფეთქების ხმა, შესაძლოა გახდეს დაფის აპკის გახევის მიზეზი.
- უცხო სხეულები ყურში. მცირე ზომის უცხო სხეულები, როგორიცაა ბამბის ჯოხი ან თმისსამაგრი, შეიძლება გახდეს დაფის აპკის გახევის მიზეზი.
- თავის მძიმე ტრავმა. მძიმე დაზიანება, როგორიცაა ქალას მოტეხილობა, შეიძლება გახდეს შუა და შიდა ყრუის სტრუქტურების დაზიანების მიზეზი, მათ შორის დაფის აპკის გახევის.
სიმპტომები
ნიშნები და სიმპტომებია:
- ყურის ტკივილი, რომელიც მალე გაივლის
- გამჭვირვალე, ჩირქოვანი ან სისხლიანი გამონადენი ყურიდან
- სმენის დაქვეითება
- შუილი ყურებში
- ვერტიგო–თავბრუსხვევა
- გულისრევის შეგრძნება ან ღებინება, თავბრუსხვევის გამო
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ დაფის აპკის გახევის რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი, მათ შორის ტკივილი ან დისკომფორტი ყურში. შუა და შიდა ყურის ნაწილები შედგება დელიკატური მექანიზმებისაგან, რომელიც მგრძნობიარეა დაზიანებასა და დაავადებაზე. დროული და სწორი მკურნალობა აუცილებელია სმენის შესანარჩუნებლად.