დაგროვების აშლილობა
დაავადების აღწერა
დაგროვების აშლილობა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ურთულდება ნივთის გაცემა ან გადაგდება რადგან ჰგონია, რომ იგი საჭიროა. დაგროვების აშლილობის მქონე ადამიანს შეიძლება სტრესი ჰქონდეს ნივთების გადაგდებაზე გაფიქრების შემთხვევაშიც კი. ამის გამო ვითარდება ნივთების დაგროვება, მათი მნიშვნელობისდა მიუხედავად.
დაგროვება ხშირად იწვევს ისეთ მჭიდრო პირობებში ცხოვრებას, რომ დაგროვებულ ნივთებს შორის მხოლოდ ვიწრო გასავლელი ადგილია. ზოგი ადამიანი აგრეთვე აგროვებს ცხოველებს და სახლში ათობით ან ასობით ცხოველი ჰყავთ არასანიტარულ პირობებში.
დაგროვების აშლილობა შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე. ზოგ შემთხვევაში, მას დიდი ზეგავლენა არ აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, თუმცა სხვა შემთხვევებში მან შეიძლება ყოველდღიური საქმიანობაში შეგიშალოთ ხელი.
დაგროვების აშლილობის მქონე ადამიანები ხშირად საკუთარ თავში პრობლემას ვერ ხედავენ, რაც ართულებს მკურნალობას. ინტენსიურ მკურნალობას შეუძლია დაანახოს ადამიანს თავისი ავკიატება და დაეხმაროს მას პრობლემის მოგვარებაში.
გამომწვევი მიზეზი
უცნობია რა იწვევს დაგროვების აშლილობას. სავარაუდო მიზეზებად განიხილება გენეტიკა, ტვინში ქიმიური კავშირები და სტრესული მოვლენები.
სიმპტომები
დაგროვების აშლილობის მქონე ადამიანების სახლებში კარადები, მაგიდები, ონკანები, კიბეები და თითქმლის ყველა ადგილი სავსეა ნივთებით. როდესაც სახლში ადგილი აღარ არის, შეიძლება დაგროვება გაგრძელდეს გარაჟში, სარდაფში ან მანქანაში.
დაგროვების აშლილობის პირველი ნიშნები და სიმპტომები უწესრიგოდ მიყრა და საგნებთან განშორების შეუძლებლობაა, რომელიც ხშირად მოზარდობის ასაკში ვლინდება. ადამიანი ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო მეტი არასაჭირო ნივთის შეგროვებას იწყებს. საშუალო ასაკისთვის სიმპტომები უკვე მწვავეა, რაც ართულებს მკურნალობას.
დაგროვების აშლილობა ზეგავლენას ახდენს ემოციებზე, ფიქრებზე და ქცევებზე. ნიშნები და სიმპტომებია:
- საგნებთან განშორების შეუძლებლობა მათი მნიშვნელობისდა მიუხედავად
- ზედმეტად მიმაგრება ნივთებთან, რაც ვლინდება მათი სხვებისთვის თხოვების ან გადაგდების ფიქრზე სტრესით.
- სიმჭიდროვე სახლებში, რომლის დროსაც ნივთები იმდენად უადგილო ადგილებშია შენახული, რომ შეუძლებელია სამზარეულოს და სხვა ადგილების თავისი დანიშნულების მიხედვით გამოყენება.
- გაზეთების, ჟურნალების ან წერილების შენახვა
- საჭმლისა და ნაგვის შენახვა გადამეტებულ, არასანიტარულ დონემდე
- არასაჭირო და გამოუყენებელი ნივთების დაგროვება, მაგალითად ნაგვის ან რესტორნების ხელსახოცების
- საქმის გადადებისა და გადაწყვეტილებების მიღების უუნარობის გამო სირთულეები ყოველდღიურ ცხოვრებაში
- ნივთების ერთი გროვიდან მეორეში გადატანა, მათი გადაგდების გარეშე
- ნივთების დაწყობის უუნარობა, რაც იწვევს საჭირო ნივთების დაკარგვას გროვებში
- სირცხვილის გრძნობა
- შეზღუდული ან არარსებული სოციალური ურთიერთობები
დაგროვების აშლილობის მქონე ადამიანები ნივთებს ინახავენ იმიტომ, რომ:
- ისინი თვლიან, რომ ეს ნივთები მომავალში დასჭირდებათ
- ნივთებთან ემოციური კავშირი აკავშირებთ – ისინი მათ აგონებენ კარგ დროს, საყვარელ ადამიანებს ან ცხოველებს.
- ისინი თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ შენახული ნივთების გარშემო.
დაგროვების აშლილობა განსხვავებულია კოლექციონერობასთან. კოლექციების, მაგალითად ფოსტების ან მანქანების მქონე ადამიანები, სპეციალურად ეძებენ შესაფერის ნივთებს, მათ ახარისხებენ და ორგანიზებულად გამოფენენ. იმის მიუხედავად, რომ კოლექციები შეიძლება დიდი იყოს, ისინი ზოგადად არ არიან მიყრილი და არ იწვევენ დაგროვების აშლილობასთან დაკავშირებულ სტრესს.
ცხოველების დაგროვება
დაგროვების აშლილობის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰყავდეთ ათობით ან ასობით ცხოველი. ცხოველები შეიძლება გამწესებულები იყვნენ შიგნით ან გარეთ. ცხოველების დიდი რიცხვის გამო ისინი ვერ უვლიან მათ სათანადოდ. არასანიტარული მდგომარეობის გამო საფრთხის ქვეშ არიან როგორც ცხოველები, ისე ადამიანი.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს გაქვთ დაგროვების აშლილობის სიმპტომები, მიმართეთ ექიმს ან ფსიქიატრს. ზოგ ქვეყანაში არის სპეციალური ცენტრები, სადაც ეხმარებიან დაგროვების აშლილობის მქონე ადამიანებს.
რაოდენ რთულადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოების გამო ზოგჯერ აუცილებელია სახელმწიფო სააგენტოში, მაგალითად პოლიციაში ან სახანძროში დარეკვა.