დასავლეთ ნილოსის ინფექცია
დაავადების აღწერა
დასავლეთ ნილოსის ინფექცია გამოწვეული კოღოების გადატანილი ვირუსით. დასავლეთ ნილოსის ვირუსით დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობას მსუბუქი არ აქვთ ნიშნები ან სიმპტომები ან მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები, მაგალითად ტემპერატურის მომატება და თავის ტკივილი აქვთ. ზოგჯერ დასავლეთ ნილოსის ვირუსმა სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის ტვინის ანთება.
დასავლეთ ნილოსის ვირუსული ინფექციის მსუბუქი ნიშნები და სიმპტომები როგორც წესი თავისით ქრება. უფრო მწვავე ნიშნები და სიმპტომები, მაგალითად მწვავე თავის ტკივილი, ცხელება, დეზორიენტაცია და უეცარი სისუსტე, გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.
დასავლეთ ნილოსის ვირუსი კოღოების საშუალებით ვრცელდება. დაიცავით თავი და დაფარეთ რაც შეიძლება მეტი კანი ტანსაცმლით.
გამომწვევი მიზეზი
ინფექციას ავრცელებენ კოღოები
დასავლეთ ნილოსის ვირუსი ადამიანებში და ცხოველებში ხვდება დაინფიცირებული კოღოს ნაკბენით. კოღოები ინფიცირდებიან დაინფიცირებული ფრინველის კბენისას. თქვენ ვერ დაინფიცირდებით ვირუსის მქონე ადამიანის შეხებით და კოცნით.
დასავლეთ ნილოსის ვირუსების ინფექციების უმრავლესობა ვითარდება თბილ სეზონზე, როდესაც კოღოების რაოდენობა მეტია. ინკუბაციური პერიოდი – პერიოდი ინფექციის შემოჭრასა და დაავადების ნიშნებისა და სიმპტომების გაჩენამდე – 3-14 დღე შეიძლება გაგრძელდეს.
დასავლეთ ნილოსის ვირუსი გვხვდება აფრიკაში, აზიის ნაწილში და ახლო აღმოსავლეთში. იგი ა.შ.შ-ში პირველად 1999 წლის ზაფხულში გამოჩნდა.
გადაცემის სხვა გზები
იშვიათად, დასავლეთ ნილოსის ვირუსი შეიძება გავრცელდეს სხვა გზებით, მაგალითად ორგანოს ტრანსპლანტაციით ან სისხლის გადასხმით. სისხლის დონორების სისხლი მოწმდება ვირუსზე, რის გამოც ამ გზით გადაცემის შანსები მინიმალურია.
სიმპტომები
უმეტესობას არ აქვს ნიშნები და სიმპტომები
დასავლეთ ნილოსის ვირუსით დაინფიცირებულთა უმრავლესობას არ აქვს ნიშნები და სიმპტომები.
მსუბუქი ინფექციის ნიშნები და სიმპტომები
დაინფიცირებულთა 20% უვითარდება მსუბუქი ინფექცია, რომელსაც დასავლეთ ნილოსის ცხელება ეწოდება. დასავლეთ ნილოსის ცხელების ხშირი ნიშნები და სიმტპომებია:
- ტემპერატურის მომატება
- თავის ტკივილი
- სხეულის ტკივილი
- დაღლილობა
- ზურგის ტკივილი
- კანზე გამონაყარი (იშვიათად)
- შესიებული ლიმფური კვანძები (იშვიათად)
- თვალის ტკივილი (იშვიათად)
სერიოზული ინფექციის ნიშნები და სიმპტომები
დაინფიცირებულთა 1%-ზე ნაკლებში ვირუსი იწვევს სერიოზულ ნევროლოგიურ ინფექციას. ამ დროს შეიძლება განვითარდეს ტვინის ანთება (ენცეფალიტი) ან ტვინისა და მისი გარსების ანთება (მენინგოენცეფალიტი). სერიოზულმა ინფექციამ შეიძლება აგრეთვე გამოიწვიოს ტვინისა და ზურგის ტვინის მფარავი გარსების ანთება (მენინგიტი), ზურგის ტვინის ანთება (დასავლეთ ნილოსის პოლიომიელიტი) და მწვავე კუნთების დამბლით მიმდინარე პარალიზი, რომელიც დროსაც ვითარდება მხრების, ფეხების და სასუნთქი კუნთების უეცარი სისუსტე. ამ დაავადებების ნიშნები და სიმპტომებია:
- მაღალი სიცხე
- მწვავე თავის ტკივილი
- კისრის გაშეშება
- დეზორიენტაცია ან დაბნეულობა
- სტუპორი ან კომა
- ტრემორი
- კოორდინაციის დარღვევა
- კონვულსიები
- ტკივილი
- ნაწილობრივი დამბლა ან კუნთების უეცარი სისუსტე
დასავლეთ ნილოსის ცხელების სიმპტომები რამდენიმე დღე გრძელდება, თუმცა ენცაფალიტის და მენინგის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში დარჩეს, ზოგიერთი ნევროლოგიური დარღვევა, მაგალითად კუნთების სისუსტე კი შეიძლება სამუდამო იყოს.
როდის მივმართოთ ექიმს
დასავლეთ ნილოსის ცხელების მსუბუქი სიმპტომები თავისით ქრება. თუ გაქვთ უფრო სერიოზული ინფექციის ნიშნები და სიმპტომები, მაგალითად მწვავე თავის ტკივილი, კისრის გაშეშება, დიზორიენტაცია და დაბნეულობა, მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. დასავლეთ ნილოსის მწვავე ინფექცია ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს.დასავლეთ ნილოსის ცხელების მსუბუქი სიმპტომები თავისით ქრება. თუ გაქვთ უფრო სერიოზული ინფექციის ნიშნები და სიმპტომები, მაგალითად მწვავე თავის ტკივილი, კისრის გაშეშება, დიზორიენტაცია და დაბნეულობა, მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. დასავლეთ ნილოსის მწვავე ინფექცია ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს.