დე კერვენის ტენოსინოვიტი
დაავადების აღწერა
დე კერვენის ტენოსინოვიტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ აქტივობები, რომლებიც მოიცავენ მაჯის განმეორებით მოძრაობებს (მებაღეობა, გოლფის თამაში, ბავშვის აწევა) ნამდვილად აუარესებენ მდგომარეობას.
გამომწვევი მიზეზი
მაჯის განმეორებითი დატვირთვა ხშირად არის ასოცირებული დე კერვენის ტენოსინოვიტთან.
თუ ხელში იჭერთ ნივთს, კრავთ მუშტს, თქვენ იყენებთ ორ მთავარ მყესს მაჯასა და ცერა თითში. ეს მყესები ნორმაში მოძრაობენ მცირე ზომის გვირაბში, რომელიც აერთებს მაჯასა და ცერა თითს. თუ მოძრაობას ხშირად გაიმეორებთ, მყესების გარშემო არსებული ქსოვილი გაღიზიანდება, გასქელდება და წვრილ გვირაბში შეიზღუდება მოძრაობა.
დე კერვენის ტენოსინოვიტის სხვა მიზეზებია:
- პირდაპირი დაზიანება მაჯაზე ან მყესზე, ნაწიბუროვანი ქსოვილი
- ანთებითი ართრიტი, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტიი
სიმპტომები
დე კერვენის ტენოსინოვიტის სიმპტომებია:
- ტკივილი ცერა თითის ძირთან
- შესიება ცერა თითის ძირთან
- ცერა თითის და მაჯის მოძრაობის გართულება
- შეჩერების შეგრძნება ცერა თითის გამოძრავების მცდელობის დროს
- თუ მდგომარეობა მკურნალობის გარეშე რთულდება, ტკივილი შესაძლოა გავრცელდეს ცერა თითიდან წინამხარზე. მაჯისა და ცერა თითის მოძრაობები ამძიმებენ ტკივილს.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა კვლავ გაწუხებთ, თუ უკვე სცადეთ:
- მაჯის ან ცერა თითის განმეორებითი მოძრაობის თავიდან არიდება (შეძლებისდაგვარად)
- ცერა თითის მოძრაობის თავიდან არიდება მაჯის მოძრაობის დროს
- ცივი კომპრესის დადება მტკივნეულ ადგილზე
- არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებების გამოყენება (იბუპროფენი, ნაპროქსენი და ა.შ)
- თუ ტკივილი ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში, მიმართეთ ექიმს.