დელირიუმი
დაავადების აღწერა
დელირიუმი ხშირად სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული, როგორიცაა მძიმე ან ქრონიკული კლინიკური დაავადება, მედიკამენტები, ინფექცია, ქირურგიული ჩარევა, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების გამოყენება.
დელირიუმისა და დემენციის ნიშნები ერთმანეთს გავს, სწორი დიაგნოზისათვის აუცილებელია ოჯახის წევრების ან მომვლელის მიერ სიმპტომების სრული აღწერა.
გამომწვევი მიზეზი
- დემენცია
- მოხუცებულობა
- სიცხე, მწვავე ინფექცია–ბავშვებში
- გადატანილი დელირიუმის ეპიზოდები
- მხედველობის ან სმენის უნარის დაქვეითება
- ცუდი კვება ან გაუწყლოება
- მძიმე, ქრონიკული ან საბოლოო სტადიის დაავადება
- მრავლობითი სამედიცინო ჩარევა და პროცედურები
- მკურნალობა რამდენიმე მედიკამენტით
- ალკოჰოლი, ნარკოტიკები ან აბსტინენციის სინდრომი
- ტკივილგამაყუჩებლები
- ძილის წამლები
- ალერგიის წამლები (ანტიჰისტამინურები)
- შფოთვის ან დეპრესიის წამლები
- პარკინსონის დაავადების მედიკამენტები
- ანტიეპილეფსიური წამლები
- ასთმის მედიკამენტები
- დელირიუმს შესაძლოა ერთზე მეტი მიზეზი ჰქონდეს, მაგ.: დაავადება და მედიკამენტის ტოქსიურობა.
სიმპტომები
დელირიუმის ნიშნები და სიმპტომები ჩნდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში. სიმპტომები იცვლის ინტენსივობას დღის განმავლობაში, ანუ ადამიანს შესაძლოა უსიმპტომო ეპიზოდებიც ჰქონდეს. ნიშნები და სიმპტომებია:
გარემოს აღქმის უნარის დაქვეითება
ეს იწვევს:
- ერთ თემაზე ფოკუსირების უნარის დაქვეითება ან თემის შეცვლის უუნარობა
- გაფანტული ყურადღება
- ერთ იდეაზე ჩაციკლვა, ვერ პასუხობს კითხვებს, ვერ ერთვება საუბარში
- ადვილად ეფანტება ყურადღება უმნიშვნელო მოვლენებით
- გარიყვა, ვერ ეგუება გარემოს
- კოგნიტიური აშლილობა
ეს იწვევს:
- მეხსიერების დაქვეითება, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი მოვლენების
- დეზორიენტაცია, არ იცის სად არის ან დღის რომელი მონაკვეთია
- მეტყველების გართულება, სიტყვებს ვერ იხსენებს
- აშლილი ან უაზრო საუბარი
- საუბრის აღქმის უნარის დაქვეითება
- კითხვის ან წერის უნარის დაქვეითება
- ქცევითი ცვლილებები
- ჰალუცინაციები
- მოუსვენრობა, აჟიტირება, გაღიზიანებადობა, აგრესიული ქცევა
- ძილის დარღვევა
- ძლიერი ემოციები, როგორიცაა შიში, შფოთვა, ბრაზი ან დეპრესია
დელირიუმი და დემენცია
სხვა სამედიცინო მიზეზები შესაძლოა იწვევდეს დელირიუმის მსგავს სიმპტომებს. დემენცია და დელირიუმი რთული გასარჩევია, ადამიანს შესაძლოა ორივე მდგომარეობა ჰქონდეს. ხშირად, დელირიუმი სწორედ დემენციით დაავადებულ ადამიანებში ვითარდება.
დემენცია მეხსიერებიდა და კოგნიტიური უნარების პროგრესული კლებაა, რომელსაც იწვევს ტვინის უჯრედების თანდათანობითი დისფუნქცია და დაკარგვა. დემენციის ყველაზე ხშირი მიზეზი ალცჰაიმერის დაავადებაა.
დემენციისა და დელირიუმის სიმპტომებს შორის განსხვავებებია:
- სიმპტომების დაწყების დრო. დელირიუმი სწრაფად ვითარდება, ხოლო დემენცია იწყება მცირე სიმპტომებით, რომლებიც შემდეგში უარესდება.
- ყურადღება. ფოკუსირების უუნარობა ძირითადად დელირიუმის ნიშანია. დემენციის სასწყის სტადიებზე ადამიანს არ აქვს გაფანტული ყურადღება.
- სიმპტომების ინტენსივობის ცვლა. დელირიუმის სიმპტომები იცვლება დღის განმავლობაში. დემენციის დროს, ასევე შეიძლება გარკვეულ მონაკვეთში პაციენტმა უკეთ იგრძნოს თავი, მაგრამ ძირითადად მათი მეხსიერებისა და ფიქრის უნარები მუდმივ დონეზეა.
როდის მივმართოთ ექიმს
- თუ ნათესავი, მეგობარი ან მომვლელი ამჩნევს დელირიუმის ნიშნებსა და სიმპტომებს, მიმართეთ ექიმს. თუ ადამიანს აქვს დემენცია, დააკვირდით უცაბედ ცვლილებებს ყურადღებასა და გარემოში ორიენტირებაზე, რადგან ეს შესაძლოა დელირიუმის ნიშანი იყოს. სიმპტომების ზუსტი აღწერა და ნორმაში ადამიანის ქცევის გახსენება ეხმარება ექიმს დიაგნოსტირებაში.
- მოხუცები, რომლებიც საავადმყოფოში დიდი ხნით რჩებიან, განსაკუთრებით მაღალი რისკის წინაშე დგანან. რადგანაც სიმპტომები ზოგჯერ “ჩუმია”, როგორიცაა სოციალური გარიყვა და დაქვეითებული ადაპტირება, დელირიუმი შესაძლოა გამოგრჩეთ. თუ შეამჩნევთ სიმპტომებს საავადმყოფოში, აუცილებლად უთხარით ეს ექთნებს ან ექიმს, არ ჩათვალოთ რომ მათ ეს უკვე იციან.