დემპინგ-სინდრომი
დაავადების აღწერა
პაციენტების უმრავლესობას დემპინგ-სინდრომის სიმპტომები საკვების მიღებიდან მალევე უვითარდება. სხვა შემთხვევებში, სიმპტომები თავს იჩენს საკვების მიღბიდან 1-3 საათის შემდგომ. ზოგიერთ პაციენტში ვლინდება როგორც ადრეული, აგრეთვე გვიანდელი სიმპტომები.
დემპინგ-სინდრომის მკურნალობა საკვები რაციონის შეცვლით ხდება. სინდრომის უფრო მძიმე შემთხვევებში შესაძლაო საჭირო გახდეს მედიკამენტური ან ქირურგიული მკურნალობა.
გამომწვევი მიზეზი
პილორუსს აქვს ტორმუზის ფუნქცია, რათა კუჭის დაცლა თანდათანობით მოხდეს. მისი ამოკვეთის შემდგომ კუჭის ნივთიერებები სწრაფად იცლება წვრილ ნაწლავში. ამ პროცესის მავნე ეფექტები გამოწვეულია გასტროინტესტინალური ჰორმონების გამოთავისუფლებით წვრილ ნაწლავში და აგრეთვე შაქრის(გლუკოზის) დასამუშავებლად გამოყოფილი ინსულინის მიერ.
დემპინგ-სინდრომი შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი ოპერაციის შემდგომ კუჭზე. სინდრომი, ზოგჯერ, ვითარდება საყლაპავის ამოჭრის შემდგომაც(ეზოფაგექტომია). კუჭის შემოვლითი ოპერაცია წონაში დასაკლებად ყველაზე ხშირი მიზეზია დემპინგ-სინდრომისა დღესდღეობით. სინდრომი,როგორც წესი, ქირურგიული ოპერაციის შემდეგ რამოდენიმე კვირაში ვითარდება, როდესაც პაციენტი ნორმალურ კვებას უბრუნდება. კუჭის რაც უფრო დიდი ნაწილია ამოკვეთილი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება. სინდრომი ზოგჯერ ქრონიკულ მდგომარეობაში გადადის.
სიმპტომები
დემპინგ-სინდრომის სიმპტომების გამოვლინება, ძირითადად, ხდება კვების დროს ან საკვების მიღბიდან 15-30 წუთის შემდგომ. სიმპტომები:
გასტროინტესტინალური
- გულისრევის შეგრძნება
- ღებინება
- სპაზმები მუცლის არეში
- ფაღარათი
- სისავსის შეგრძნება
კარდიოვასკულური
- სიწითლე
- თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება
- გულის ფრიალი, სწრაფი გულისცემა
სიმპტომები, ზოგჯერ, მოგვიანებით ვითარდება, ძირითადად, 1-3 საათის შემდეგ საკვების მიღებიდან. პროცესი გამოწვეულია შაქრის დიდი რაოდენობის სწრაფი გადასვლით წვრილ ნაწლავში(ჰიპერგლკემია). პასუხად ორგანიზმი გამოყოფს დიდი რაოდენობით ინსულინს, რათა მოხდეს შაქრის შეწოვა, რის შედეგადაც ორგანიზმში შაქრის შემცველობა იკლებს(ჰიპოგლიკემია). დემპინგ-სინდრომის გვიანდელი სიმპტომები:
- ოფლიანობა
- შიმშილის შეგრძნება
- დაღლილობა
- თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება
- დაბნეულობა
- გულის ფრიალი, სწრაფი გულისცემა
- გულის წასვლა
1,100 პაციენტზე დაკვირვებისას, ვინც ქირურგიულად ამოიკვეთა კუჭი, ცნობილი გახდა, რომ პაციენტების 2/3-ში აღინიშნება ადრეული სიმპტომები, ხოლო 1/3-ში კი გვიანი სიმპტომები დემპინგ-სინდრომისა. ზოგიერთ ადამიანს ორივე ტიპის სიმპტომები აღენიშნება.
არ აქვს მნიშვნელობა როდის ჩამოყალიბდა პრობლემა, თუმცა, იგი ყოველთვის მწვავდება შაქრის მაღალი შემცველობის მქონე საკვების მიღბის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკვები მდიდარია სუფრის შაქრით (სუკროზა) ან ხილის შაქრით(ფრუქტოზა).
როდის მივმართოთ ექიმს
- მიმართეთ ექიმს, თუ თვენ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი სიმპტომი:
- გაგივითარდათ დემპინგ-სინდრომის სიმპტომები, მიუხედავად იმისა, ჩაგტარებიათ თუ არა ქირურგიული ოპერაცია კუჭზე
- თუ თქვენი სიმპტომები ვერ კონტროლდება კვების რაციონის შეცვლის შემდგომ
- თუ თქვენ საგრძნობლად დაიკელით წონაში სინდრომის გამო. ექიმმა შესაძლოა გადაგამისამართოთ დიეტოლოგთან, რათა იგი დაგეხმაროთ ოპტიმალური დიეტის შექმნაში.