დეპრესია მოზარდებში
დაავადების აღწერა
დეპრესია მოზარდებში არის სერიოზული პრობლემა, რომელიც იწვევს მუდმივ სევდიანობას და ცხოვრებისეული ინტერესების დაკარგვას. ამ დროს მოზარდი სხვანაირად ფიქრობს, გრძნობს და იქცევა, რაც იწვევს ემოციურ, ფუნქციურ და ფიზიკურ პრობლემებს. დეპრესიის სიმპტომები განსხვავებულია მოზარდებში და ზრდასრულებში.
თანათოლთა ზეწოლა, აკადემიური მოსწრება და სხეულის ფორმის ცვლილება ხშირად სტრესის მიზეზია მოზარდებში. თუმცა ზოგიერთებში სტრესი დროებითი არ არის – იგი დეპრესიის სიმპტომია.
დეპრესია მოზარდებში არ არის სისუსტის ნიშანი ან ისეთი რამ, რისი აღმოფხვრაც ნებისყოფით შეიძლება. დეპრესიას შეიძლება სერიოზული შედეგები მოყვეს და საჭიროებდეს ხანგრძლივ მკურნალობას. მოზარდების უმეტესობას მედიკამენტების და ფსიქოლოგის დახმარებით უმსუბუქდება დეპრესიის სიმპტომები.
გამომწვევი მიზეზი
დეპრესიის ზუსტი გამომწვევი უცნობია. პროცესში მრავალი ფაქტორი მონაწილეობს. ესენია:
- ბიოლოგიური ფაქტორები. ნეიროტრანსმიტერები, რომლებიც ნორმაში გვხვდება ტვინში, დიდი ალბათობით მონაწილეობენ ამ პროცესში. მათი დისბალანსი იწვევს დეპრესიის სიმტომებს.
- ჰორმონები. ჰორმონული ბალანსის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ან დაამძიმოს დეპრესია.
- თანდაყოლილი ფაქტორებია. დეპრესია უფრო ხშირია ადამიანებში, რომელთა სისხლით ნათესავებში გვხვდება დაავადება.
- ბავშვობის ასაკის ტრავმა. ბავშვობის ასაკში ტრავმულმა მოვლენებმა, მაგალითად ემოციურმა ან ფიზიკურმა ძალადობამ ან მშობლის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები ტვინში და გაზარდოს დეპრესიის განვითარების რისკი.
- ნეგატიური აზროვნება. დეპრესიის რისკი იზრდება ადამიანებში, რომლებიც სტრესულ სიტუაციაცებში გამოსავლის ძიების ნაცვლად ნეგატიურად განწყობილები არიან.
სიმპტომები
დეპრესია ცვლის მოზარდის ემოციებს და ქცევას.
ემოციური ცვილებები
ყურადღებით იყავით ემოციურ ცვლილებებზე, როგორებიცაა:
- სევდიანობა, უმიზეზო ტირილი
- გაღიზიანებულობა, განრისხებულობა ან უმნიშვნელოვა მოვლენებზე გაბრაზება
- ინტერესის დაკარგვა ყოველდღიურ აქტივობებში
- ინტერესის დაკარგვა ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობაში
- არასრულყოფილების, დამნაშავეობის შეგრძნება ან არსულ შეცდომებზე ზედმეტი ყურადღება
- განსაკუთრებული მგრძნობიარობა გარიყვაზე ან წარუმატებლობაზე, გამნხნევების მუდმივი საჭიროება
- ფიქრის, კონცენტრირების, გადაწყვეტილებების მიღების და მახსოვრობის გაძნელება
- ხშირი ფიქრი სიკვდილზე ან სუიციდზე
ქცევითი ცვლილებები
ყურადღებით იყავით ქცევით ცვლილებებზე, როგორებიცაა:
- დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა
- უძილობა ან ჭარბი ძილი
- მადის ცვლილებები, მაგალითად მადის დაქვეითება და წონაში დაკლება ან მადის მომატება და წონაში მატება
- ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მიღება
- გაღიზიანებულობა ან მოუსვენრობა – მაგალითად მუდმივი შფოთვა ან ერთ ადგილას ყოფნის გაძნელება
- შენელებული აზროვნება, საუბარი ან სხეულის მოძრაობები
- ხშირი ამოუხსნელი სხეულის და თავის ტკივილი; ხშირი ვიზიტი სკოლის ექთანთან
- ცუდი ნიშნები ან ხშირი გაცდენები სკოლაში
- მოუვლელი გარეგნობა – მაგალითად დაუბანელი თმა და შეუსაბამო ტანსაცმელი
- რისკიანი ქცევა
- საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება დანით, ცეცხლით ან ტატუირებით
რა არის ნორმა და რა არა
შეიძლება გაგიძნელდეთ მოზარდობის ასაკის ხასიათის ცვლილების და დეპრესიის ერთმანეთისგან გარჩევა. გაესაუბრეთ თქვენს შვილს და გაარკვიეთ უმკლავდება თუ არა იგი ყოველდღიურ პრობლემებს.
თუ დეპრესიის სიმპტომები ხელს შეუშლის მოზარდს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მიმართეთ ექიმს ან მოზარდებთან მუშაობის გამოცდილების მქონე ფსიქოლოგს. თავდაპირველად შეგიძლიათ ოჯახის ექიმს ან პედიატრს მიმართოთ.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს მოზარდს დეპრესია აქვს, დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი რაც შეიძლება სწრაფად. დეპრესიის სიმპტომები დიდი ალბათობით თავისით არ გაქრება და მკურნალობის გარეშე სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. დეპრესიული მოზარდები სუიციდის რისკის ქვეშ არიან მაშინაც კი, როდესაც სიმპტომები და ნიშნები ერთი შეხედვით მძიმე არაა.
თუ ხართ მოზარდი და თავს დეპრესიულად გრძნობთ ან იცნობთ ვინმეს, ვისაც შეიძლება დეპრესია ჰქონდეს, სასწრაფოდ მოითხოვეთ დახმარება. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან სკოლის ექთანს. გაუზიარეთ დარდები მშობელს, ახლო მეგობარს, მღვდელს, მასწავლებელს ან ნებისმიერ ნდობით აღჭურვილ ადამიანს.
სუიციდური აზრები
თუ თქვენს მოზარდს აქვს სუიციდური აზრები, სასწრაფოდ მოითხოვეთ დახმარება. სუიციდის ნებისმიერი ხსენება სერიოზულად აღიქვით.
მიმართეთ ექიმს, ფსიქოლოგს ან სხვა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს.
დახმარებისთვის მიმართეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, სულიერ მოძღვარს.
როდის მივმართოთ სასწრაფოს
თუ თვლით, რომ თქვენი მოზარდი სუიციდს ცდილობს, იზრუნეთ, რომ მასთან აუცილებლად იყოს ვინმე. სასწრაფოდ დარეკეთ სასწრაფოში ან თუ შესაძლებელია, მიიყვანეთ იგი უახლოეს საავადმყოფიში.