დღენაკლულობა
დაავადების აღწერა
დღენაკლულობა ვითარდება, როცა მშობიარობა იწყება მოსალოდნელ თარიღამდე 3 კვირით ან მეტით ადრე. ეს ნიშნავს, რომ მშობიარობა ნაადრევია, თუ პროცესი დაიწყო ორსულობის 37–ე კვირამდე. ნორმაში, ორსულობა 40 კვირას გრძელდება.
დღენაკლულ ბავშვს აქვს საშვილოსნოში განვითარებისათვის ნაკლები დრო. დღენაკლული ახალშობილები, განსაკუთრებით თუ დიდი პერიოდი აშორებდათ მათ 40 კვირამდე, ხშირად გართულებების წინაშე არიან.
არსებობს პერიოდების მიხედვით დღენაკლულობის კლასიფიკაცია:
- გვიანი დღენაკლული, 34–36 კვირებს შორის
- საშუალოდ დღენაკლული 32–34 კვირებს შორის
- ადრეული დღენაკლული 32 კვირამდე
- ორსულობის 25–ე კვირამდე დაბადებული ახალშობილი ითვლება განსაკუთრებით დღენაკლულად
ძირითადად, ნაადრევი მშობიარობა 34–36 კვირებს შორის იწყება.
გამომწვევი მიზეზი
სიმპტომები
დღენაკლულ ბავშვს აქვს საშვილოსნოში განვითარებისათვის ნაკლები დრო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გაუჭირდება გარემოსთან ადაპტირება დაბადების შემდეგ.
დღენაკლულობის ნიშნებია:
- ბავშვის მცირე ზომა, არაპროპორციულად დიდი ზომის თავით
- ცხიმოვანი ქსოვილის ნაკლებობის გამო, ბავშვის ნაკვთები და სხეული უფრო უხეში და არამომრგვალებულია
- წვრილი თმები– ლანუგო ფარავს ბავშვის კანს
- სხეულის ტემპერატურა შემცირებულია, განსაკუთრებით დაბადების შემდეგ, რადგან ცხიმოვანი ქსოვილი არ არის საკმარისი
- გაძნელებული სუნთქვა, სუნთქვითი დისტრესი
- რეფლექსების ნაკლებობა: წოვის, ყლაპვის რეფლექსი, რაც იწვევს კვების გართულებას
დღენაკლულ ბავშვებში უფრო ადვილად ვითარდება მძიმე ინფექციები, როგორიცაა სეფსისი ან სუნთქვითი დისტრესის სინდრომი.
როდის მივმართოთ ექიმს
დაბადების შემდეგ, ბავშვი ნეონატოლოგიის განყოფილებაში იქნება. კითხეთ ექიმს თქვენი ბავშვის მდგომარეობის შესახებ, განსაკუთრებით თუ ბავშვს ცუდი ფერი აქვს, მოუსვენარია, არ იღებს რძეს ან რთულად იკვებება გარკვეული ინტერვალებით.