დიაბეტური ჰიპეროსმოლარული სინდრომი

დაავადების აღწერა

დიაბეტური ჰიპეროსმოლარული სინდრომი მძიმე მდგომარეობაა, რომელსაც სისხლში შაქრის მკვეთრად მაღალი დონე იწვევს. სინდრომი უმეტესად მეორე ტიპის დიაბეტის დროს გვხვდება და ხშირად წინ უძღვის სხვა ავადმყოფობა ან ინფექცია.

დიაბეტიური ჰიპეროსმოლარული სინდრომის შედეგად, ორგანიზმი ცდილობს, მოიშოროს ჭარბი შაქარი შარდის მეშვეობით. მკურნალობის გარეშე, სინდრომი იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ გაუწლოებას. დროული ჩარევა აუცილებელია.

გამომწვევი მიზეზი

დიაბეტური ჰიპეროსმოლარული სინდრომის მიზეზებია:

  • ავადმყოფობა ან ინფექცია
  • მკურნალობს გეგმის არაადეკვატურობა ან პაციენტის მხრიდან მისი უგულებელყოფა
  • გარკვეული მედიკამენტები, მაგ. შარდმდენები
  • ზოგჯერ, არადიაგნოსტირებული დიაბეტი

სიმპტომები

დიაბეტური ჰიპეროსმოლარული სინდრომი ვითარდება რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. შესაძლო ნიშნები და სიმპტომებია:

  • სისხლში გლუკოზის დონე 600 მგ/დლ ან მეტი
  • წყურვილის გაძლიერება
  • გამომშრალი პირის ღრუ
  • გაძლიერებული შარდვა
  • თბილი, მშრალი კანი
  • სიცხე
  • მოთენთვა, დაბნეულობა
  • ჰალუცინაციები
  • მხედველობის დაკარგვა
  • გულყრა
  • კომა



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ სისხლში გლუკოზის დონე აღემატება მის მიერ რეკომენდირებულ ზედა ზღვარს. ასევე თუ გაქვთ ნიშნები და სიმპტომები:

  • წყურვილის გაძლიერება
  • გაძლიერებული შარდვა
  • თბილი, მშრალი კანი
  • გამომშრალი პირის ღრუ
  • სიცხე



მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ:

  • სისხლში გლუკოზის დონე 400 მგ/დლ ან მეტია და არ ემორჩილება ექიმის მიერ გამოწერილ მკურნალობას. არ დაელოდოთ შაქრის კიდევ უფრო მომატებას, რადგან დიაბეტური ჰიპეროსმოლარული სინდრომის რისკი მაღალია.
  • გაქვთ დაბნეულობა, მხედველობის ცვლილებები ან გაუწყლოების სხვა ნიშნები