დიაბეტური ნეფროპათია

დაავადების აღწერა

თირკმლის დიაბეტური დაავადება, ანუ დიაბეტური ნეფროპათია წარმოადგენს პირველი ან მეორე ტიპის დიაბეტის გართულებას, რომლის დროსაც ზიანდება თირკმლის ფილტრაციის დელიკატური სისტემა.

თირკმელი შეიცავს მილიონობით სისხლძარღვოვან გროვას (გლომერული), რომელიც ფილტრავს სისხლს. ამ სისხლძარღვების დაზიანება იწვევს დიაბეტურ ნეფროპათიას, რომელიც რთულდება თირკმლის უკმარისობითა და შეუქცევადი დაზიანებით. ასეთ დროს მხოლოდ დიალიზი ან თირკმლის ტრანსპლანტაცია შველის პაციენტს.

  • თუ გაქვთ დიაბეტური ნეფროპათია, აუცილებელია თირკმლის ფუნქციის ხშირი შემოწმება და მონიტორინგი, რათა თავიდან აირიდოთ მეტი დაზიანება და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის მომატება.
  • თუ გაქვთ თანმხლები დაავადებები, როგორიცაა მაღალი ქოლესტერინი, ჰიპერტენზია ან ანემია, ხართ ჭარბწონიანი ან მწეველი, დიაბეტური ნეფროპათიის რისკი კიდევ უფრო იზრდება.

გამომწვევი მიზეზი

სიმპტომები