დიფტერია

დაავადების აღწერა

დიფტერია მძიმე ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ძირითადად აზიანებს ცხვირის ღრუსა დაყელის ლორწოვან გარსს. დიფტერია იწვევს ყელის ტკივილს, სიცხეს, ჯირკვლების შესიებასა და სისუსტეს. თუმცა დიფტერიის მთავარი მახასიათებელი ნიშანია სქელი, ნაცრისფერი ნადები ყელის უკანა ნაწილში, რომელიც ახშობს სასუნთქ გზებს და ართულებს სუნთვას

დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციის გავრცელების შედეგად დიფტერია განვითარებულ ქვეყნებში ძალიან იშვიათად გვხვდება.

არსებობს დიფტერიის საწინააღმდეგო მედიკამენტები. თუმცა გვიანდელ ეტაპებზე, დიფტერიმ შესაძლოა დააზიანოს გული, თირკმელები და ნერვული სისტემა. ამ შემთხვევაში მკურნალობის მიუხედავად დიფტერია შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში- სიკვდილიანობა დიფტერიით დაავადებულ პაციენტებში 3-მდე % აღწევს.

გამომწვევი მიზეზი

კორინებაქტერიუმ დიფტერია არის ბაქტერია, რომელიც იწვევს დიფტერიას. ეს ბაქტერია, ძირითადად, მრავლდება ყელის ლორწოვან გარსზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. დიფტერია გადაეცემა სამი გზით:

  • ჰაერწვეთოვანი გზა. როდესაც ინფიცირებული ადმაიანი აცემინებს ან ახველებს, გამოიყოფა დაბინძურებული წვეთები. ეს წვეთები შესაძლოა ჩაისუნთქოს ახლო მყოფმა ადმაინმა. დიფტერია ამ გზით ეფექტურად ვრცელდება, განსაკუთრებით ხალმხრავალ ადგილებში.
  • პაციენტის დაბინძურებული ნივთები. ადამიანები, ზოგჯერ, ინფიცირდებიან დაავადებული ადამიანის ნივთებთან კონტაქტის დროს. მაგალითად:დაავადებული ადამიანის ჭიქიდან დალევის დროს, მისი ხელსაწმენდის გამოყენებისას და ა.შ.
  • სახლის დაბინძურებული ნივთები. იშვიათ შემთხვევებში, დიფტერია ვრცელდება სახლის ნივთებით, როგორიცაა სათამაშო ან პირსახოცი.



გადადება აგრეთვე შესაძლებელია ინფიცირებულ ჭრილობასთან კონტაქტით.

დაავადებულ ადამიანს, რომელსაც არ უმკურნალია შეუძია გადასდოს არაიმუნიზირებულ პაციენტს ინფექცია 6 კვირის განმავლობაში – მიუხედავად იმისა, აღენიშნება თუ არა მას სიმპტომები.

 

სიმპტომები

დიფტერიის სიმპტომები ინფექციიდან 2-5 დღეში ვლინდება:

  • სქეული, ნაცრისფერი ნადები, რომელიც ფარავს ყელსა და ტონზილებს
  • ხმის ჩახლეჩა და ყელის ტკივილი
  • გადიდებული ჯირკვლები (ლიმფური კვანძები) კისრის არეში
  • გაძნელებული ან სწრაფი სუნთვა
  • გამონადენი ცხვირიდან
  • სიცხე და ციება
  • ზოგადი დისკომფორტი



ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში, ბაქტერია მსუბუქ გამოვლინებებს იწვევს, შესაძლოა სიმპტომები საერთოდ არ აღინიშნებოდეს. ინფიცირებულმა ადამიანებმა, ვინც არ იციან თავიანთი ინფექციის შესახებ არიან დიფტერიის მატარებლები. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ადამიანებში სიმპტომები არ აღინიშნება, მათ დაავადება შესაძლოა სხვას გადასდონ.

კანის დიფტერია

  • დიფტერიის მეორე ფორმა აზიანებს კანს, იწვევს ტკივილს, სიწითლესა და შესიებას. ასეთი გამოვლინებები სხვა ბაქტერიებით ინფექციასაც ახასიათებას. შესაძლოა აღინიშნებოდეს ნაცრისფერი გარსით დაფარული წყლულები კანზე.
  • მიუხედავად იმისა, რომ დიფტერია უფრო გავრცელებულია ტროპიკული კლიმატის სარტყელში არსებულ ქვეყნებში, დაავადება განვითარებულ ქვეყნებშიც გვხვდება, მაგალითად ხალხმრავალ ადგილებში ან იმ ადამიანებში, ვინც ცუდად იცავს ჰიგიენურ ნორმებს.



როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენს შვილს ჰქონდა კონტაქტი დიფტერიით დაავადებულ ადამიანთან, მიმართეთ ექიმს. თუ თქვენ არ გახსოვთ აცერით თუ არა ბავშვი დიფტერიაზე, აგრეთვე მიმართეტ ექიმს. უზრუნველყავით აგრეთვე საკუთრი ვაქცინაცია