დილატაციური კარდიომიოპათია
დაავადების აღწერა
დილატაციურმა კარდიომიოპათიამ შესაძლოა არ გამოიწვიოს სიმპტომები, თუმცა ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში. გულის უკმარისობის ყველაზე ხშირი მიზეზი კარდიომიოპათიის დროს- გულის შეზღუდული ფუნქცია მოამარაგოს ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის სისხლით. კარდიომიოპათია აგრეთვე იწვევს არარეგულარულ გულისცემას(არითმიებს), სისხლის კოლტების წარმოქმნასა და უცაბედ სიკვდილს.
მდგომარეობა გვხვდება ნებისმიერი ასაკის პაციენტებში, მათ შორის ახალშობილებსა და ბავშვებში, დაავადება ყველაზე ხშირად თავს იჩენს 20-60 წლის მამაკაცებში.
გამომწვევი მიზეზი
დილატაციური კარდიომიოპათიის მიზეზი უცნობია(იდიოპათიური). თუმცა, ბევრი ფაქტორი განაპირობებს მარცხენა პარკუჭის გაგანიერებასა და დასუსტებას:
- გენეტიკა
- გულის თანდაოლილი დაავადებები
- ინფექციები, მათ შორის ბაქტერიული ვირუსული, სოკოვანი და პარაზიტით გამოწვეული ინფექციები
- ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება
- კიბოს სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტები
- ტოქსინებით მოწამვლა, როგორიცაა ტყვია, ვერცხლისწყალი და კობალტი
- კორონარული არტერიების დაავადება ან გულის შეტევა
- სისხლის მაღალი წნევა(ჰიპერტენზია)
- დიაბეტი
- ორსულობის ბოლო ეტაპების გართულებები
სიმპტომები
თუ თქვენ გაქვტ დიალატაციური კარდიომიოპათია, შესაძლოა აღინიშნებოდეს მდგომარეობით გამოწვეული გულის უკმარისობის ან არითმიების სიმპტომები:
- დაღლილობა
- გულის უკმარისობა(დისპნოე) ფიზიკური აქტივობის ან წოლის პერიოდში
- ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობის დაქვეითება
- შეშუპება(ედემა) ფეხების, კოჭებისა და ტერფების არეში
- შესიება მუცლის არეში(ასციტი)
როდის მივმართოთ ექიმს
- თუ თქვენ აღნიშნავთ სუნთქვის უკმარისობას ან დილატაციური კარდიომიოპათიის სხვა სიმპტომებს, მიმართეთ ექიმს. აკრიფეტ 112 თუ თქვენ გაქვთ მკერდის ტკივილი, რომელიც გრძელდება რამოდენიმე წუთზე მეტი ან აღგენიშნებათ სუნთქვის ძლიერი გართულება.
- თუ თვენ ოჯახის წევრს აქვს დილატაციური კარდიომიოპათია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ურჩიეთ ოჯახის დანარჩენ წევრებს გაიკეთონ ანალიზები იმავე დაავადების გამოსარიცხად. ადრეული დიაგნოსტირება შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს მემკვიდრულად გადაცემული ასიმპტომატური დილატაციური კარდიომიოპათიის დროს.