დისფაგია
დაავადების აღწერა
ყლაპვის დროებითი გაძნელება უმნიშველოა იმ შემთხვევაში, როდესაც მდგომარეობა გამოწვეულია საკვების ძალიან სწრაფად მიღებით ან არასათანადო დამუშავებით პირის ღრუში. თუმცა მუდმივი დისფაგია შესაძლოა სერიოზულ დაავადებაზე მიუთითებდეს, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება.
დისფაგია ნებისმიერ ასაკში გვხვდება, თუმცა უფრო ხშირია მოხუცებში. ყლაპვის პრობლემების მიზეზები სხვადასხვანაირია და შესაბამისად მკურნალობაც მათზეა დამოკიდებული
გამომწვევი მიზეზი
ყლაპვა კომპლექსური პროცესია და ბევრ მდოგმარეობას შეუძლია მისთვის ხელის შეშლა. რიგ შემთხვევებში, დისფაგიის მიზეზი უცნობია. თუმცა, დისფაგია, როგორც წესი, რომელიმე შემდეგ კატეგორიას მიეკუთვნება.
საყლაპავისმიერი დისფაგია
საყლაპავისმიერი დისფაგიის დროს, ადამიანს ყლაპვისას აქვს შეგრძნება, რომ საკვები გაეჩხირა ყელის ქვედა ნაწილში ან მკერდის არეში. საყლაპავისმიერი დისფაგიის მიზეზები:
- აქალაზია. როდესაც საყლაპავის ქვედა კუნთი(სფინქტერი) არ დუნდება სათანადოდ, რომ გადაუშვას საკვები კუჭში, შესაძლოა მოხდეს საკვების უკან, ყელის მიმართულებით დაბრუნება. შესაძლოა საყლაპავის კედელში არსებული კუნთები იყოს სუსტი, ამ შემთხვევაში მდგომარეობა, ზოგჯერ, უარესდება დროთა განმავლობაში.
- გაფანტული სპაზმი. ამ მდგომარეობის დროს ყლაპვისას ხდება საყლაპავის არაკოორდინირებული, მაღალი წნევის მრავლობითი შეკუმშვები. გაფანტული სპაზმი იწვევს საყლაპავის ქვედა ნაწილში არაკონტროლირებადი კუნთების შეკუმშვას.
- საყლაპავის სტრიქტურა. საყლაპავის შევიწროებამ(სტრიქტურა) შესაძლოა გამოიწვიოს საკვების დიდი ზომის ნაჭრების დახშობა. სიმსივნეებს და ნაწიბუროვან ქსოვილს, რომლის მიზეზიც ძირითადად რეფლუქსის დაავადებაა, აგრეთვე შეუძლიათ გამოიწვიონ შევიწროება.
- საყლაპავის სიმსივნეები. სიმსივნის არსებობის დროს გაძნელებული ყლაპვის მდგომარეობა დროთა განმავლობაში უარესდება.
- უცხო სხეულები. ზოგჯერ, საკვები ან სხვა სხეული ნაწილობრივ ახშობს ყელს ან საყლაპავს. პროთეზის მატარებელ მოხუცებში, ვისაც უჭირს საკვების ღეჭვა, უფრო ხშირია დაუმუშავებელი საკვების ყელში ან საყლაპავში დახშობა.
- საყლაპავის რგოლი. საყლაპავის ქვედა ნაწილში მცირე ზომის შევიწროებამ შესაძლოა გამოიწვიოს ყლაპვის ხანგამოშვებითი გაძნელება მყარი საკვების მიღების დროს.
- რეფლუქსის დაავადება. კუჭის წვენის ხშირმა უკუსვლამ საყლაპავში(გულძმარვა) შესაძლოა დააზიანოს საყლაპავის ქსოვილები და გამოიწვიოს სპაზმები ან დანაწიბუროვანება, რაც განაპირობებს საყლაპავის ქვედა ნაწილის შევიწროებას.
- ეოზინოფილური ეზოფაგიტი. მდგომარეობა, რომელიც უკავშირდება ალერგიას საკვებზე, გამოწვეულია ეოზინოფილების ჭარბი რაოდენობით საყლაპავში.
- სკლეროდერმა. ნაწიბუროვანი ქსოვილის ჩამოყალიბება იწვევს ქსოვილების გამაგრებას და გახევებას, რის შედეგადაც შესაძლოა მოდუნდეს საყლაპავის ქვედა კუნთი(სფინქტერი), რაც განაპირობებს კუჭის წვენის ხშირ უკუსვლას(გულძმარვა) საყლაპავში.
- სხივურ ითერაპია. კიბოს მკურნალობის ეს ტპი იწვევს საყლაპავის ანთებასა და დანაწიბუროვანებას
ოროფარინგიალური დისფაგია
ზოგიერთი დაავადება ასუსტებს ყელის კუნთებს და ართულებს პირის ღრუდან ყელში და საყლაპავში საკვების გადასვლას ყლაპვის დროს. თქვენ შესაძლოა გქონდეთ დახრჩობის შეგრძნება ან ხველა ყლაპვისას. ზოგჯერ აღინიშნება შეგრძნება, რომ საკვებია ან სითხე ტრაქეაში ან ცხვირში გადადის. ამ პროცესმა შესაძლოა ფილტვების ანთება გამოიწვიოს.
ოროფარინგიალური დისფაგიის მიზეზები:
- ნევროლოგიური დაავადებები. ზოგიერთი დაავადება- მაგალითად გაფანტული სკლეროზი, კუნთების დისტროფია და პარკინსონის დაავადება- იწვევს დისფაგიას.
- ნევროლოგიური დაზიანება. უცაბედი ნევროლოგიური დაზიანებებები, როგორიცაა ინსულტი, თავის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება, აგრეთვე აქვეითებენ ყლაპვის უნარს.
- ფარინგიალური დივერტიკულა. მცირე ზომის ამობურცულობა, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს ყელის არეში, საყლაპავის ზემოთ, იწვევს ყლაპვის გაძნელებას, ბუყბუყისებრ ხმიანობას, უსიამოვნო სუნსა და ხველას.
- კიბო. ზოგიერთი კიბო და კიბოს მკურნალობის საშუალებები, როგორიცაა დასხივება, იწვევენ ყლაპვის გაძნელებას.
სიმპტომები
დისფაგიის სიმპტომები:
- ტკივილი ყლაპვისას(ოდინოფაგია)
- ყლაპვის სრული შეზღუდვა
- შეგრძნება, რომ საკვები გაიჩხირა ყელში, მკერდში ან მკერდის ძვლის(სტერნუმი) უკან
- დორბლიანობა
- ხმის ჩახლეჩა
- საკვების უკან ამოღება(რეგურგიტაცია)
- ხშირი გულძმარვა
- საკვების ან კუჭის წვენის ამობრუნება უკან, ყელის მიმართულებით
- წონაში მოულოდნელად კლება
- ხველა ან დახშობის შეგრძნება ყლაპვისას
- ყლაპვის გაძნელების გამო საკვების მცირე ნაწილებად დაჭრა
როდის მივმართოთ ექიმს
- მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ რეგულარულად გიჭირთ ყლაპვა ან დისფაგიას თან ახლავს წონაში კლება, რეგურგიტაცია ან ღებინება.
- თუ დახშობა ხელს გიშლით სუნთქვაში, მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება სასწრაფოდ. თუ თქვენ ვერ ყლაპავთ, რადგან გრძნობთ, რომ საკვები გაგეჩხირათ