დისჰიდროზი

დაავადების აღწერა

დისჰიდროზი, რომელსაც სხვანაირად დისჰიდროტულ ეკზემას ან პომფოლიქსს ეძახიან, კანის იშვიათი დაავადებაა, რომლის დროსაც მცირე ზომის, სითხით სავსე წყლულები ჩნდება ხელისგულებზე და თითების გვერდითა ნაწილში. წყლულები, ზოგჯერ ფეხისგულებზეც გვხვდება.
დისჰიდროზის დროს განვითარებული წყლულები დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში არსებობს და იწვევს ძლიერ ქავილს. დისჰიდროზით გამოწვეულ წყლულებში სითხის გამოშრობის შემდგომ კანს აქერცლილის შესახედაობა აქვს. წყლულები, როგორც წესი, თავიდან ჩნდება, ზოგჯერ იქამდეც, სანამ წინა წყლულები მოშუშდება.

დისჰდიროზის მკურნალობა ხდება მალამოებითა და კრემებით. მძიმე შემთხვევებში ექიმი კორტიკოსტეროიდულ ტაბლეტებს ნიშნავს, როგორიცაა პრედნიზონი.

გამომწვევი მიზეზი

დიზჰიდროზის მიზეზები უცნობია. თუმცა იგი ასოცირებულია კანის მსგავს დაავდებასთან – ატოპიურ დერმატიტთან და ასევე ალერგიულ პათოლოგიებთან, როგორიცაა თივისმიერი ცხელება. წყლულების გაჩენა ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული ალერგიების მქონე პაციენტებში, შესაძლოა, იყოს სეზონური.

სიმპტომები

დისჰიდროზთან დაკავშირებული წყლულები ძირითადად, თითების გვერდითა ნაწილში და ხელისგულებზე ჩნდება, თუმცა ჩართული შეიძლება იყოს ფეხისგულებიც. წყლულები, როგორც წესი მცირე ზომისაა – დაახლოებით ფანქრის წვეროს სიდიდის – და გვხვდება გროვებად.

მძიმე შემთხვევებში, მცირე ზომის წყლულები ერთდება და წარმოიქმნება დიდი ზომის წყლულები. კანის დაზიანებული ნაწილი იწვევს ძლიერ ქავილსა და ზოგჯერ, ტკივილსაც. ბუშტუკებიდან წყლის გაწოვისა და აქერცვლის შემდგომ, რომელსაც, დაახლოებით, სამი კვირა ესაჭიროება, წყლულების ქვეშ მყოფი კანი შეიძლება იყოს წითელი და მტკივნეული შეხებისას.

დიზჰიდროზს ახასიათებს ხელახლა აღმოცენება თვეებისა და წლების განმავლობაში

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აღნიშნავთ გამონაყარს ხელის მტევანზე, რომელიც თავისით არ შუშდება.