დისოციაციური აშლილობები

დაავადების აღწერა

დისოციაციური აშლილობით დაავადებული პაციენტი უნებლიედ და არაჯანსაღად გაურბის რეალობას. დაავადებული ადამიანს არ შეუძლია ფიქრების ნორმალურად გადაბმა, აქვს პრობლემები მეხსიერებასთან, გარემოსთან, ქცევასთან და იდენტურობასთან.

დისოციაციური აშლილობის სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე და შეიძლება გამოვლინდეს მრავალნაირად, მაგ. ამნეზიის სახით ან იდენტურობის შეცვლით. დისოციაციური სიმპტომებ ხშირად ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგად ვითარდება, უსიამოვნო ემოცებისა და მოგონებებისაგან თავის დაცვის მიზნით. სტრესის პერიოდებმა შესაძლოა დროებით გააუარესოს სიმპტომები. დისოციაციური აშლილობები პრობლემებს უქმნის პაციენტს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

დისოციაცური აშლილობების მკურნალობა მოიცავს კონსულტაციურ თერაპიას(ფსიქოთერაპიას) და მედიკამენტებს. მიუხედავად მისა, რომ დისოციაციური აშლილობების მკურნალობა რთულია, ბევრი ადამიანი ახერხებს პროდუქტიული, ჯანსაღი ცხოვრების გაგრძელებას.

გამომწვევი მიზეზი

დისოციაციური აშლილობები, ძირითადად, ყალიბდება მაშინ ,როდესაც პაციენტი ცდილობს თავი გაართვას ტრავმით გამოწვეულ სტრესს. დაავადება ხშირად ჩნდება იმ ბავშვებში, რომლებიც ხანგრძლივად იყვნენ სექსუალური, ფიზიკური ან ემოციური ძალადობის მსხვერპლები. იშვიათ შემთხვევებში, საშიშმა ან არაპროგნოზირებადმა გარემოებამ და სიტუაციამ სახლში შესაძლოა განაპირობოს აშლილობის ჩამოყალიბება. ომის შედეგად განვითარებული სტრესი, ან ბუნებრივი კატასტროფა,ზოგჯერ, მიზეზი ხდება დისოციაცური აშლილობისა.

პიროვნული იდენტურობა ბავშვობის პერიოდში აგრძელებს ჩამოყალიბებას. შესაბამისად, მოზრდილზე მეტად მარტივია ბავშვის მოწყვეტა საკუთარი თავისაგან, თითქოს ტრავმა და სტრესი სხვა ადამიანის გარშემო მიმდინარეობს. ბავშვმა, რომელიც სწავლობს დისოციაციას, რათა გაუძლოს მდგომარეობას, შეიძლება გამოიყენოს იგივე მექანიზმი სტრესული პრობლემებისგან თავის ასარიდებლად მთელი ცხოვრების განმავლობაში.

სიმპტომები

დისოციაცური აშლილობების სიმპტომები:

  • დავიწყება(ამნეზია) ზოგიერთი პერიოდის, მოვლენისა და ხალხის.
  • მენტალური აშლილობები, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, სუიციდური ფიქრები და მცდელობები.
  • საკუთარი თავისგან განცალკევების შეგრძნება
  • გარშემო არსებული საგნებისა და ხალხის არარეალური აღქმა
  • იდენტურობის გაძნელებული აღქმა
  • სტრესი ან პრობლემები ურთიერთობებში, სამსახურში ან ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან გარემოებებში



არსებობს დისოციაციური აშლილობების სამი მთავარი ფორმა:

  • დისოციაციური ამნეზია. ამ ფორმის ყველაზე ხშირი სიმპტომია მეხსიერების დაკარგვა, რომელიც უფრო მძიმეა ჩვეულებრივ გულმავიწყობაზე. პაციენტი ვერ იხსენებს ინფორმაციას საკუთარ თავზე, მოვლენებზე ან ადამიანებზე საკუთარი ცხოვრებიდან, განსაკუთრებით ტრავმული ფაქტის შემდეგ. დისოციაციურმა ამნეზიამ შესაძლოა გამოიწვიოს კონკრეტული ფაქტების დავიწყება, როგორიცაა სერიოზული ჩხუბი. იშვიათ შემთხვევებში, ამნეზიის დროს ადამიანს საკუთარი თავის შესახებ სრულად ავიწყდება ინფორმაცია. დისოციაციური ამნეზიის დროს პაციენტი,ზოგჯერ, მოულოდნელად იწყებს მოგზაურობას ან სეირნობას(დისოციაციური ფუგა). ამნეზიის ეპიზოდი შესაძლოა გაგრძელდეს წუთების, საათების ან იშვიათ შემთხვევებში თვეების და წლების განმავლობაში.
  • იდენტურობის დისოციაციური აშლილობა. ამ ფორმას ახასიათებს იდენტურობის ცვალებადობა. პაციენტი შესაძლოა გრძნობდეს, რომ მასში ერთზე მეტი ადამიანი არსებობს, ცხოვრობს და ლაპარაკობს მის თავში. ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ შეპყრობილია სხვისი პიროვნებით. ყველა ამ იდენტურობას განსხვავებული სახელი, პიროვნული ისტორია და მახასიათებელი აქვს. ისინი აგრეთვე განსხვავდებიან ხმით, სქესით, მანერებით ან ზოგჯერ ფიზიკური მონაცემითაც კი, როგორიცაა სათვალეების ტარების საჭიროება. განსხვავდება აგრეთვე ამ იდენტობების ერთმანეთთან მსგავსების ხარისხი. იდენტურობის დისოციაცური აშლილობის მქონე პაციენტების მდგომარეობას ხშირად თან ახლავს დისოციაციური ამნეზია და დისოციაცური ფუგა.
  • დეპერსონალიზაცია-დერეალიზაციის აშლილობა. ეს ფორმა მოიცავს მუდმივ ან ეპიზოდურ შეგრძნებას, რომლის დროსაც პიაცენტი საკუთარ თავისგან მოწყვეტილად გრძნობს თავს. პაციენტი საკუთარ გრძნობებს, ქცევებსა და ფიქრებს შორიდან აკვირდება, როგორც ფილმს(დეპერსონალიზაცია. მას სხვა ადამიანები და საგნები არარეალურად, ბუნდოვნად ეჩვენება, როგორც სიზმარში(დერეალიზაცია). პაციენტს შესაძლოა აღნიშნებოდეს დეპერსონალიზაცია, დერეალიზაცია ან ორივე. სიმპტომები შესაძლოა გაგრძელდეს რამოდენიმე წუთი, თუმცა ზოგჯერ გამოვლინებებს ახასიათებთ ხანგამოშვებითობა წლების განმავლობაში.



როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენს ახლობელ ადამიანს აღენიშნება ხსენებული სიმპტომები, მიმართეთ ექიმს. მკურნალობა შესაძლებელია.