დისთიმია

დაავადების აღწერა

დისთიმია დეპრესიის მსუბუქი, მაგრამ ხანგრძლივი(ქრონიკული) ფორმაა. სიმპტომები ძირითადად 2 წლის განმავლობაში ან უფრო მეტ ხანს გრძელდება. დისთიმია ხელს უშლის პაციენტს ცხოვრებისეული სიამოვნების მიღებაში.

დისთიმიის დროს, პაციენტი კარგავს ინტერესს ყოველდღიურ აქტივობებში, თავს გრძნობს უიმედოდ, არ არის პროდუქტიული, აქვს დაბალი თვითშეფასება და არაადეკვატურობის შეგრძნება. დისთიმიის მქონე პაციენტები ვერ ერთობიან ნორმალურადდა მუდმივად ჩივიან.

გამომწვევი მიზეზი

დისთიმიის ზუსტი მიზეზი უცნობია. დისთიმიის მიზეზები შესაძლოა ემთხვეოდეს ზოგადი დეპრესიის მიზეზებს:

  1. ბიოქიმიური მიზეზები. დისთიმიის მქონე პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ ფიზიკური ცვლილებები თავის ტვინში. ამ ცვლილებების მნიშვნელობა ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა მათი არსებობა მიზეზის დადგენაში შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს.
  2. გენეტიკური მიზეზები. დისთიმია ხშირია იმ ადამიანებში, რომელთა სისხლით ნათესავებსაც აღენიშნებათ მსგავსი მდგომარეობა.
  3. გარემო ფაქტორები. დეპრესიის მსგავსად, დისთიმიის გამომწვევი მიზეზიც შეიძლება იყოს გარემო ფაქტორები. დისთიმიას ზოგჯერ იწვევს რთულად გადასატანი გარემო ფაქტორი, როგორიცაა საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ფინანსური პრობლემები ან სტრესი

.

სიმპტომები

დისთიმიის სიმპტომები მოზრდილებში:

  • ინტერესის კარგვა ყოველდღიურ საქმიანობებში
  • მოწყენილობა
  • უიმედობა
  • დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა
  • დაბალი თვითშეფასება, თვითკრიტიკულობა და უუნარობის შეგრძნება
  • გადაწყვეტილების მიღებისა და კონცენტრაციის პრობლემები
  • გაღიზიანებადობა ან ჭარბი სიბრაზე
  • შემცირებული აქტიურობა და პროდუქტიულობა
  • სოციალური სიტუაციებისგან თავის არიდება
  • თავის დამნაშავედ გრძნობად და წარსულზე ფიქრი
  • უმადობა ან საკვების დიდი რაოდენობით მიღება
  • ძილის პრობლემები



ბავშვებში, დისთიმიას, ზოგჯერ, თანა ხლავს ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტოვობის სინდრომი, ქცევითი ან დასწავილითი დაავადებები, შფოთვითი აშლილობები, ან განვითარების პრობლემები. ბავშვებში დისთიმიის სიმპტომები:

  • გაღიზიანებადობა
  • ქცევითი პრობლემები
  • ცუდი აკადემიური მოსწრება სკოლაში
  • პესიმისტური დამოკიდებულება
  • არასათანადო სოციალური თვისებები
  • დაბალი თვითშეფასება



დისტიმიის სიმპტომები ხანგამოშვებითია წლების განმავლობაში და მათი ინტენსივობა დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. თუმცა სიმპტომები, არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 2 თვე აღინიშნება. როგორც წესი, პაციენტი დადებითი მოვლენების შემთხვევაშიც არ დგება კარგ ხასიათზე. არცოდნის გამო, პაციენტების ხასიათი ხშირად ხალხის მიერ უარყოფითად ხასიათდება: მოღუშული, დაღვრემილი და ა.შ.

თუ დისთიმია განვითარდა 21 წლამდე, მას ნაადრევად დაწყებულ დისთიმიას უწოდებენ. თუ დისთიმია 21 წელს ზემოთ განვითარდა, მას გვიანდელი დისთიმია ეწოდება.

როდის მივმართოთ ექიმს

  • ნორმალურია, როდესაც ადამაინი თავს, ზოგჯერ, მოწყენილად გრძნობს უბედურ და სტრესულ სიტუაციებში. თუმცა დისთიმიის დროს, ეს შეგღზნებები გრძელდება წლების განმავლობაში და ხელს უშლის ურთიერთობებს, მუშაობას და ყოველდღიურ საქმიანობებს.
  • რადგანაც უარყოფითი გრძნობები პაციენტებს ხანგრძლივად სდევთ თან, ისინი ფიქრობენ, რომ ეს შეგრძნებები მათი ცხოვრეის ნაწილია. თუმცა დისთიმიის სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებლად მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება. სამედიცინო ჩარევის გარეშე, დისთიმია გადადის მძიმე დეპრესიაში. ზოგჯერ, მძიმე დეპრესიის ეპიზოდი დისთიმიასთნ ერთად გვხვდება, ამ მდგომარეობას ორმაგი დეპრესია ეწოდება.
  • მოუყევით თქვენს ექიმს სიმპტომების შესახებ ან პირდაპირ მიმართეთ მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტს. თუ თქვენ არ გსურთ ექიმთან საუბარი, მიმართეთ სხვას, ვისაც შეუძლია დახმარება გაგიწიოთ: მეგობარი, მეუღლე, მასწავლებელი და ა.შ.