დაავადების აღწერა
დრესლერის სინდრომი პერიკარდიტის ერთ-ერთი ფორმაა. პერიკარდიტი ნიშნავს გულის შემომფენი გარსის (პერიკარდიუმის) ანთებას. დრესლერის სინდრომთან დაკავშირებული ანთება დაკავშირებულია გულის კუნთის ან პერიკარდიუმის დაზიანების შემდგომ განვითარებულ იმუნურ პასუხთან. ასეთი დაზიანებები შესაძლოა იყოს: გულის შეტევა, ქირურგიული ჩარევა ან ტრავმული დაზიანება.
დრესლერის სინდრომის სიმპტომი შესაძლოა იყოს სიცხე ან გულმკერდის ტკივილი, რომელიც წააგავს გულის შეტევით გამოწვეულ ტკივილს.
გულის შეტევის მკურნალობის გაუმჯობესების შედეგად, დრესლერის სინდრომი გაიშვიათებულია წარსლთან შედარებით. თუმცა, თუ თქვენ ერთხელ გადაგიტანიათ მდოგმარეობა, შესაძლოა იგი ახლიდან აღმოცენდეთ.
დრესლერის სინდრომს ზოგჯერ პოსტპერიკარდიოტომიას, მიკარდიუმის ინფარქტის შემდგომ სინდრომს ან პოსტკარდიალური დაზიანების სინდრომსაც უწოდებენ
გამომწვევი მიზეზი
მიჩნეულია, რომ დრესლერის სინდრომი ასოცირდება იმუნური სისტემის პასუხთან გულის ქსოვილის დაზიანებაზე, როგორიცაა გულის შეტევა ან გულის ქირურგიული ოპერაცია. თქვენი ორგანიზმი დაზიანებულ ქსოვილზე ახდენს რეაგირებას ისევე, როგორც სხეულის ნებისმიერი სხვა ადგილის დაზიანების დროს და გამოყოფს იმუნურ უჯრედებსა და ანტისხეულებს. ეს უჯრედები და ანტისხეულები ცდილობენ აღადგინონ დაზიანებული ადგილი, თუმცა ზოგჯერ, იმუნური პასუხი იწვევს ჭარბ ანთებას გულის შემომფენ გარსში(პერიკარდიუმი).
სიმპტომები
სიმპტომები გულის შეტევიდან, ქირურგიული ჩარევიდან ან გულის სხვა დაზიანებიდან კვირების ან თვეების შემდგომ ყალიბდება. სიმპტომები:
მიმართეთ ექიმს, თუ მკერდის ტკივილი გრძელდება რამოდენიმე წუთზე მეტი. გულის შეტევის, ქირურგიული ჩარევის ან გულის სხვა დაზიანებების გართულებებმა შესაძლოა გამოიწვიონ დრესლერის სინდრომის გამოვლინებები. თუმცა მკერდის ტკივილი ზოგჯერ მიუთითებს გულის განმეორებით შეტევაზე ან რაიმე დაუდგენელ დაავადებაზე. ამიტომაა აუცილებელი დროული სამედიცინო დახმარების გაწევა მკერდის ტკივილის შემთხვევაში.