დუპუიტრენის კოტნრაქტურა
დაავადების აღწერა
კონტრაქტურის განვითარების შემდგომ, თითის ბოლომდე გაშლა შეუძლებელია, რაც იწვევს სირთულეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგალითდ: ჯიბეში ხელის ჩაყოფას, ხელთათმანის გაკეტებას ან ხელის ჩამორთმევას.
დუპუიტრენის კონტრაქტურა ყველაზე ხშირად არათითს და ნეკა თითს აზიანებს. დაავადება ძირითადად ჩრდილოევროპელ მოხუც მამაკაცებში გვხვდება. დუპუტრიენის კონტრაქტურის ჩამოყალიბების შესაფერხებლად და სიმპტომების შესამსუბუქებლად ბევრი სამკურნალო მეთოდი არსებობს.
გამომწვევი მიზეზი
სიმპტომები
დუპუიტრენის კონტრაქტურის ადრეულ ეტაპებზე ხდება კანის შესქელება ხელისგულზე. პროცესის პროგრესირებასთან ერთად, ხელისგულს ეძლევა შეჭმუხნულის შესაედაობა. ყალიბდება ქსოვილის მკვრივი გროვა ხელისგულზე. ეს გროვა შესაძლოა იყოს მგრძნობიარე შეხებისას, თუმცა იშვიათადაა მტკივნეული.
დუპუიტრენის კონტრაქტურის გვიანდელ ეტაპებზე, ქსოვილის კვანზები კანქვეშ შესაძლოა დაგრძელდეს და გადაიჭიმოს თითებამდე. კვანძების გამკვრივება იწვევს თითების გამოქაჩვას ხელისგულისკენ.
არათითი და ნეკა თითი ყველაზე ხშირად ზიანდება, თუმცა შესაძლოა ჩართული იყოს შუა თითიც. საჩვენებელი და ცერა თითი იშვიათადაა დაზიანებული. დუპუიტრენის კონტრაქტურა შესაძლაო განვითარდეს ორივე ხელზე, თუმცა, როგორც წესი, ერთი მტევანი უფრო მძიმედაა ჩართული, ვიდრე მეორე.