ძუძუს საეჭვო კვანძები
დაავადების აღწერა
ძუძუს კვანძი არის ქსოვილის გროვა, რომელიც იზრდება ძუძუში. ძუძუში კვანძის პოვნა შეიძლება შემაშფოთებელი იყოს. ძუძუს კვანძების უმეტესობა უვნებელია, თუმცა აუცილებელია ექიმთან დროული გამოკვლევის ჩატარება.
ძუძუს კვანძები შეიძლება გამოიწვიოს:
- ძუძუს კისტებმა. თუ იპოვით კვანძს, რომელიც არის მრგვალი, გლუვი და მკვრივი, იგი შეიძლება კისტა, ანუ გაფართოებული, სითხით სავსე სადინარი იყოს. ძუძუს კისტა შეიძლება იყოს დიდი ან პატარა, გარშემომდებარე ქსოვილი კი მგრძნობიარე. ძუძუს კისტა შეიძლება გაჩნდეს მენსტრუალურ ციკლამდე და მის შემდეგ დაპატარავდეს ან გაქრეს.
- ძუძუს ფიბროცისტური ცვლილებები. ამ დროს შეიძლება იგრძნოთ სავსეობა და მგრძნობიარობის მომატება ძუძუში. ბევრ ქალს აქვს ძუძუს ფიბროცისტური ცვლილებები მენსტრუალური ციკლის დროს.
- ფიბროადენომები. ფიბროადენომები არის მკრივი, კეთილთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც გლუვია და კანის ქვეშ ადვილად მოძრაობს. ფობროადენომა შეიძლება გაიზარდეს თუ ხართ ორსულად ან იტარებთ ჰორმონულ თერაპიას.
- ტრავმები და ინფექციები. ძუძუს ქსოვილის ან ახლომდებარე ნერვების ტრავმას შეუძლია გამოიწვიოს ძუძუში კვანძის გაჩენა. ექიმები ამას ცხიმოვან ნეკორზს უწოდებენ. ინფეცციური სითხის (აბსცესი) დაგროვება ძუძუში აგრეთვე იწვევს კვანძის გაჩენას, რომელიც ძირითადად ერთ ადგილზეა ლოკალიზებული.
- ძუძუს კიბო. კვანძი, რომელიც არის უმტკივნეულო, მაგარი, უსწორმასწორო და გარშემო მდებარე ქსოვილისგან განსხვავებული, შეიძლება ძუძუს კიბო იყოს. კვანძის მფარავი კანი შეიძლება იყოს წითელი, ჩაღრმავებული ან ფორთოხლის კანის მსგავსი. შეიძლება შეგეცვალოთ ძუძუს ზომა ან ფორმა და აღგენიშნოთ გამონადენი დვრილებიდან.
მხოლოდ ექიმს შეუძლია დაზუსტებით გითხრათ რა ანალიზებია საჭირო და რომელი კვანძი გაქვთ.