ძვლების დიფუზური, იდიოპათიური ჰიპეროსტოზი

დაავადების აღწერა

ძვლების დიფუზური, იდიოპათიური ჰიპეროსტოზის დროს მყესები კალციფიცირდება იმ ადგილას, სადაც ისინი უკავშირდებიან ხერხემლის ძვლებს.

ამ მდგომარეობას ფორესტიერის დაავადების სახელითაც იცნობენ. ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა არც გამოვლინდეს და მკურნალობა არ იყოს საჭირო. ყველაზე ხშირი სიმპტომი მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ტკივილია, ხერხემლის ზედა ნაწილში. დაავადება შესაძლოა კისერსა და წელსაც მოიცავდეს. ზოგიერთ პაციენტს სიმპტომები მხრებში, იდაყვებში, მუხლებსა და ქუსლებზეც აქვთ.

ჰიპეროსტოზი შესაძლოა პროგრესირდეს. მდგომარეობის დამძიმებასთან ერთად, ვითარდება სხვადასხვა გართულებები.

გამომწვევი მიზეზი

სიმპტომები

შესაძლოა არ გქონდეთ ნიშნები და სიმპტომები, მაგრამ თუ დაავადება გამოვლინდა, ყველაზე ხშირად ხერხემლის ზედა ნაწილი (გულმკერდის ნაწილი) ზიანდება. შესაძლო ნიშნები და სიმპტომებია:

  • გაშეშება. გაშეშება უმეტესად შეინიშნება დილაობით.
  • ტკივილი. შესაძლოა იგრძნოთ ტკივილი ზურგში ან დაზიანებულ ადგილებზე, როგორიცაა მხარი, იდაყვი, მუხლი ან ქუსლი
  • მოძრაობის ხარისხის შემცირება. შესაძლოა შეინიშნოს გვერდიგვერდ დაჭიმვის დროს.
  • ყლაპვის გაძნელება ან ხმის ჩახლეჩა. შეინიშნება დაავადების კისერზე გავრცელების დროს.



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ხანგრძლივი გაშეშება ან ტკივილი რომელიმე სახსარში ან ხერხემლის არეში.