ძვლის კიბო

დაავადების აღწერა

ძვლის კიბო იშვიათი ტიპის სიმსივნეა რომელიც ყალიბდება ძვალში. სიმსივნე შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ძვალში, თუმცა დაავადება ძირითადად გრძელ, ლულოვან ძვლებში გვხვდება, განსაკუთრებით კი ზედა და ქვედა კიდურებში.

 

ძვლის კიბოს რამოდენიმე ფორმა არსებობს. ზოგიერთი ტიპი ძირითადად ბავშვებში გვხვდება, ზოგი კი მოზრდილებში.

ტერმინი “ძვლის კიბო” არ გულისხმობს ორგანიზმის სხვა ორგანოში გაჩენილი სიმსივნიდან წამოსული მეტასტაზის ძვალში მოხვედრას. ასეთ კიბოებს სახელები თავისი თავდაპირველი აღმოცენების ადგილის მიხედვით ჰქვიათ, მაგალითად მკერდის კიბო რომელიც მეტასტაზირდა ძვალში.

გამომწვევი მიზეზი

ძვლის კიბოს გამომწვევი მიზეზები უცნობია. ექიმებს მიაჩნიათ, რომ სიმსივნის განვითარება გამოწვეულია უჯრედის დნმ-ში არსებული ხარვეზის გამო. ხარვეზი იწვევს უჯრედის უკონტროლო ზრდასა და გაყოფას. ეს უჯრედები წესით განსაზღვრულ დროს უნდა კვდებოდნენ, თუმცა გადაგვარების შემთხვევაში ისინი აგრძელებენ ცხოვრებას. გადაგვარებული მუტირებული უჯრედები აყალიბებენ მასას(სიმსივნეს), რომელსაც შეუძლია დაიპყროს მიმდებარე სტრუქტურები, ან გავრცელდეს ორგანიზმის სხვა, შორეულ მიდამოებში.

 

ძვლის კიბოს ფორმები

ძვლის სიმსივნის ფორმები გაყოფილია რამოდენიმე ნაწილად იმის მიხედვით, თუ რა ტიპის უჯრედში იწყება კიბო. ძვლის კიბოს ყველაზე ხშირი ფორმები:

  • ოსტეოსარკომა. ოსტეოსარკომა ვითარდება ძვლის უჯრედებში. ოსტეოსარკომა ძირითადად ბავშვებში და ახალგაზრდებში გვხვდება. უმეტეს შემთხვევაში სიმსივნე ზედა ან ქვედა კიდურების ძვლებს მოიცავს.
  • ქონდროსარკომა. ქონდროსარკომა ხრტილოვან უჯრედებში ვითარდება. მისი ჩამოყალიბება ძირითადად მენჯის, ზედა და ქვედა კიდურების ძვლებში ხდება. ძვლის კიბოს ეს ფორმა ძირითადად შუა ასაკის ზრდასრულ ადამიანებში გვხვდება.
  • იუინგის სარკომა. დაუდგენელია თუ ძვლის რომელი ტიპის უჯრედებში იწყებს განვითარებას იუინგის სარკომა. თუმცა სიმსივნე ხშირად აზიანებს მენჯს, ასევე ზედა და ქვედა კიდურებს. სიმსივნის ეს ფორმა ძირითადად ბავშვებში და ახალგაზრდებში გვხვდება.

სიმპტომები

ძვლის კიბოს სიმპტომები:

  • ძვლის ტკივილი
  • შესიება და შეხებაზე ტკივილი დაზიანებულ ადგილას
  • ძვლის მოტეხილობა
  • დაღლილობა
  • მოულოდნელი კლება წონაში

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ბავშვს აღენიშნება საგანგაშო სიმპტომები