ძვლოვანი წანაზარდები

დაავადების აღწერა

ძვლოვანი წანაზარდები ყალიბდება ძვლების კიდის გასწვრივ. ძვლოვანი წანაზარდები(ოსტეოფიტები) ხშირად ძვლების შეერთების ადგილას(სახსრებში) ტალიბდება. ძვლოვანი წანაზარდის ჩამოყალიბება ზოგჯერ ხერხემალშიც ხდება.

ძვლოვანი წანაზარდების ჩამოყალიბების ძირითადი მიზეზი ხშირად ოსტეოართრიტით გამოწვეული სახსრის დაზიანებაა. ოსტეოფიტები უმრავლეს შემთხვევაში არ იწვევენ სიმპტომებს და არიან შეუმჩნეველნი წლების განმავლობაში. მათ ზოგჯერ მკურნალობა არ ესაჭიროებათ. სამედიცინო ჩარევის აუცილებლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ სადაა მოთავსებული წანაზარდები და თუ როგორ აზიანებენ ისინი პაციენტის ჯანმრთელობას.

გამომწვევი მიზეზი

ოსტეოართრიტით გამოწვეული სახსრის დაზიანება ოსტეოფიტების გაჩენის ყველაზე ხშირი მიზეზია. ოსტეოართრიტი შლის ხრტილს, ძვლების ბოლოებში არსებულ ბუნებრივ საპოხს. ორგანიზმის ცდილობს დაკარგული ხრტილის აღდგენას და მის ნაცვლად, დაზიანებულ ადგილში ძვლოვან წანაზარდებს ქმნის

სიმპტომები

ძვლოვანი წანაზარდები იშვიათად იწვევენ სიმპტომებს. თქვენ შესაძლოა საერთოდ არ იცოდეთ თქვენივე ძვლოვანი წანაზარდების შესახებ იქამდე, სანამ სხვა მიზეზით გადაღებულ რენტგენის სურათზე მათ შემთხვევით არ წააწყდებით. ზოგიერთ შემთხვევაში ოსტეოფიტები იწვევენ სახსრებში მოძრაობის შეზღუდვასა და ტკივილს.

კონკრეტული სიმპტომები დამოკიდებულია ძვლოვანი წანაზარდების მდებარეობაზე. მაგალითად:

  • მუხლი. ძვლოვანი წანაზარდები მუხლში შეიძლება იყოს მტკივნეული ქვედა კიდურის გაშლისას ან მოხრისას. ძვლოვანი წანაზარდი შეიძლება ჩამოყალიბდეს იმ ძვლებსა და მყესებთან ახლოს, რომელიც მუხლს გლუვი მოძრაობის საშუალებას აძლევს.
  • ხერხემალი. ძვლოვანი წანაზარდები მალებში ზოგჯერ ავიწროვებენ სივრცეს, რომელშიც მოთვსებულია ზურგის ტვინი. ოსტეოფიტი შეიძლება შეერჭოს ზურგის ტვინს ან მისი ნერვის ფესვებს. ამ მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს სისუსტე ან გაშეშება ზედა და ქვედა კიდურების არეში.
  • ბარძაყი. ძვლოვანმა წანაზარდებმა შესაძლოა ბარძაყის მოძრაობა მტკივნეული გახადოსმ თუმცა ტკივილი შესაძლოა მუხლიდან იგრძნობოდეს. ადგილმდებარეობის შესაბამისად, ოსტეოფიტებმა შესაძლოა ბარძაყის სახსრის მოძრაობა შეზღუდონ.
  • მხარი. ოსტეოფიტები ზოგჯერ ეხახუნებიან თქვენს როტატორულ სისტემას, კუნთების და მყესების ჯგუფს, რომელიც აკონტროლებს თქვენი მხრის მოძრაობას. ეს პრცესი ზოგჯერ შესიებას(ტენდინიტი) იწვევს და აზიანებს(გახევა) თქვენს როტატორულ სისტემას.
  • თითები. ოსტეოფიტები შესაძლოა ჩამოყალიბდეს მყარ ამობურცულობებად თქვენს თითებში, და თითების სახსრებს ღილაკისმაგვარი შესახედაობა მისცეს



როდის მივმართოთ ექიმს
დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან, თუ თვენ გნიცდით ტკივილს და შეშუპებას ერთ ან მეტ სახსარში და ხართ შეზღუდული მოძრაობაში. ადრეული მკურნალობა თავიდან აგარიდებთ სახსრის შემდგომ დაზიანებას.