ებოლა ვირუსი და მარბურგის ვირუსი
დაავადების აღწერა
ებოლა ვირუსი და მარბურგის ვირუსი ერთმანეთის მსგავსი ვირუსებია, რომლებიც იწვევენ ჰემორაგიულ ცხელებას – დაავადებას, რომელსაც ახსიათებს მძიე სისხლდენა(ჰემორაგია), ორგანოების უკმარისობა და ხშირ შემთხვევაში სიკვდილი. ორივე ვირუსი აფრიკის მკვიდრია, სადაც ათწლეულების განმავლობაში აღინიშნება პერიოდული ეპიდემიები.
ებოლასა და მარბურგის ვირუსები ცხოვრობენ ცხოველებში. ადამიანებს ვირუსი დაინფიცირებული ცხოველისგან გადაეცემათ. თავდაპირველი გადაცემის შემდეგ, ვირუსს შეუძლია ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს ორგანიზმის სითხეებისა და დაბინძურებული ნემსების საშუალებით.
ამ ვირუსების სამკურნალო წამალი ჯერ არ არსებობს. ინფექციის შემთხვევაში მხოლოდ გართულებების მკურნალობა ხდება. მეცნიერები ახლოს არიან ვაქცინის შექმნასთან ამ მომაკვდავი დაავადებების წინააღმდეგ გამოყენებისათვის.
ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ხდება ასეთი დაავადებების მონიტორგი და არსებობს ლაბორატორიები, სადაც შესაძლებელია ებოლა ვირუსის არსებობაზე ანალიზის გაკეთება.
გამომწვევი მიზეზი
ებოლა ვირუსი აღმოჩენილია აფრიკულ მაიმუნებში, შიმპანზეებსა და სხვა პრიმატებში. ფილიპინურ ღორებსა და მაიმუნებში აღმოჩენილია ებოლა ვირუსის უფრო მსუბუქი ფორმა. მარბურგის ვირუსი აღმოჩენილია აფრიკულ მაიმუნებში, შიმპანზეებსა და ხილის მჭამელ ღამურებში.
ცხოველებიდან ადამიანზე გადაცემა
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ორივე ვირუსი ადამიანს ინფიცირებული ცხოველის ორგანიზმის სითხეებიდან გადაეცემა. მაგალითად:
- სისხლი. ინფიცირებული ცხოველის ხორცის დაჭრა ან საკვებად მიღება იწვევს ვირუსის გავრცელებას. მეცნიერებს, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულ ცხოველებთან შეხება, აგრეთვე გადაედოთ ვირუსი.
- ნარჩენი პროდუქტები. ცნობილია, რომ აფრიკის გამოქვაბულში მოხვედრილი ზოგიერთ ტურისტი და მიწისქვეშა მაღაროებში მომუშავე ადამიანები დაინფიცირდნენ მარბურგის ვირუსით, სავარაუდოდ დაავადებული ღამურის ფეკალიებთან ან შარდთან კონტაქტის შედეგად
ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა
ინფიცირებულ ადამიანებს სიმპტომების განვითარებამდე, როგორც წესი არ შეუძლიათ ინფექციის გადადება. დაავადებული ადამიანების ოჯახის წევრები ხშირად ინფიცირდებიან, რადგან უვლიან ავადმყოფ ნათესავებს ან ამზადებენ გვამს დასამარხად.
სამედიცინო პერსონალი ასევე შეიძლება დაავადდეს, თუ არ გამოიყენებს ქირურგიულ ნიღაბსა და ხელთათმანებს. აფრიკული სამედიცინო ცენტრების სიღარიბის გამო ხშირად ხმარობენ გამოყენებულ შპრიცებსა და ნემსებს. ებოლას ზოგიერთი ეპიდემია გამოიწვია დაბინძურებული საინექციო აღჭურვილობის არასტერილურობამ.
არ არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ ებოლა ვირუსი ან მარბურგის ვირუსი მწერის ნაკბენით გადადის.
სიმპტომები
ინფექციის შემდგომ სიმპტომები, როგორც წესი, 5-10 დღეში ვლინდება:
- სიცხე
- თავის ძლიერი ტკივილი
- კუნთის და სახსრების ტკივილი
- ციება
- სისუსტე
დროთა განმავლობაში, სიმპტომები უარესდება:
- გულისრევის შეგრძნება და ღებინება
- ფაღარათი(ზოგჯერ სისხლიანი)
- თვალების სიწითლე
- გამონაყარი
- მკერდის ტკივილი და ხველა
- კუჭის ტკივილი
- წონაში საგრძნობლად კლება
- სისხლდენა, განსაკუთრებით თვალებიდან და ჩალურჯებები(სიკვდილის პირას მყოფ ადამიანებში ზოგჯერ აღინიშნება სისხლდენა სხვა ღრუებიდან, მაგალითად ყურებიდან, ცხვირის ღრუდან და სწორი ნაწლავიდან)
- შინაგანი სისხლდენა