ელენთის გადიდება(სპლენომეგალია)

დაავადების აღწერა

ელენთა მოთავსებულა მარცხენა მხარეს, ნეკნების გალიის ქვემოთ. რიგი მდგომარეობები, მათ შორის ღვიძლის ინფექციური დაავადება და ზოგიერთი კიბო, იწვევენ ელენთის გადიდებას, რომელსაც სპლენომეგალიას უწოდებენ.

სპლენომეგალიის მქონე პაციენტების უმრავლესობას არ აღენიშნება სიმპტომები. პრობლემიბს აღმოჩენა ხსირად რუტინული ფიზიკური გამოკვლევის დროს ხდება. ექიმებს ხელით არ შეუძლიათ გასინჯონ ნორმალური ზომის ელენთა ზრდასრულებში, თუ პაციენტი ძალიან გამხდარი არ არის. თუმცა გადიდებული ელენთის თითებით გასინჯვა შესაძლებელია. თუ თქვენ გაქვთ გადიდებული ელენთა, ექიმი გირჩევტ სურათის გადაღებასა და სისხლის ანალიზის გაკეთებას, რათა გაირკვეს გამომწვევი მიზეზი.

გადიდებული ელენთის მკურნალობა ფოკუსირდება გამომწვევი მიზეზის მოშორებაზე. თავდაპირველი მკურნალობა, როგორც წესი, ელენთის ქირურგიული ამოკვეთა არ არის, თუმცა ზოგიერთ სიტუაციაში ეს პროცედურა რეკომენდირებულია.

გამომწვევი მიზეზი

ელენთის გადიდებას ბევრი ინფექცია და დაავადება იწვევს. ელენთის დაზიანება შეიძლება იყოს დროებითი, რაც დამოკიდებულია მკურნალობის ეფექტურობაზე. გამომწვევი მიზეზები:

  • ვირუსული ინფექციები, როგორიცაა მონონუკლეოზი
  • ბაქტერიული ინფექციები, როგორიცაა სიფილისი ან გულის შიდა ამომფენი გარსის ინფექცია(ენდოკარდიტი)
  • პარაზიტული ინფექციები, როგორიცაა მალარია
  • ციროზი და ღვიძლის სხვა დაავადებები
  • ჰემოლიზური ანემიის მრავალი ფორმა. ჰემოლიზური ანემია ხასიათდება სისხლის წითელი უჯრედების ნაადრევი განადგურებით
  • სისხლის კიბო, როგორიცაა ლეიკემია და ლიმფომა, მაგალითად ჰოჯკინის ლიმფომა
  • მეტაბოლური დაავადებები, როგორიცაა გოშერის დაავადება და ნიმან-პიკის დაავადება
  • ზეწოლა ღვიძლის ან ელენთის ვენებზე ან სისხლის კოლტები ამ ვენებშ



როგორ მოქმედებს ელენთა

ელენთა მოთავსებულია ნეკნების გალიის ქვეშ, კუჭის გვერდზე მუცლის მარცხენა მხარეს. ეს რბილი, დაჩვრეტილი აგებულეის ორგანოა, რომელსაც რმოდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. ელენთის დაზიანება მარტივად ხდება. ელენთის ფუნქციები:

  • ფილტრავს და ანადგურებს სისხლის ძველ და დაზიანებულ უჯრედებს
  • მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინფექციისგან თავის არიდებაში. იგი წარმოქმნის სისხლის თეთრ უჯრედებს, რომელსაც ლიმფოციტები ეწოდება. ელენთა შემოჭრილი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ თავდაცვის პირველ დარტყმას ახორციელებს.
  • იმარაგებს სისხლის წითელ უჯრედებსა და თრომბოციტებს. ეს უჯრედები სისხლის შედედებაში იღებენ მონაწილეობას.



ელენთის გადიდება ზემოქმედებს ხსენებულ სასიცოცხლო ფუნქციებზე. მაგალითად, როდესაც ელენთა დიდდება, იგი იწყებს როგორც სისხლის არანორმალური, ასევე ნორმალური უჯრედების გაფილტვრას, რის შედეგადაც სისხლის მიმოქცევაში ჯანმრთელი უჯრედების რაოდენობა მცირდება. გადიდებული ელენთა აგრეთვე აკავებს ჭარბი რაოდენობის თრომბოციტებს. შედეგად სისხლის ჭარბი წითელი უჯრედები და თრომბოციტები შესაძლოა დაეცონ ელენთაში, რაც მის ფუნქციონირებას აქვეითებას. გადიდებულ ელენთას, შესაძლოა აღარ ჰყოფნიდეს სისხლით მომარაგება, რაც მისი ნაწილების განადგურებას იწვევს.

სიმპტომები

ელენთის გადიდების სიმპტომები:

  • ზოგიერთ შემთხვევაში სიმტპომები საერთოდ არ აღინიშნება
  • სისავსის ან ტკივილის შეგრძნება მუცლის ზედა მარცხენა ნაწილში, რომელიც შესაძლოა ვრცელდებოდეს მარცხენა მხარზე.
  • სისავსის შეგრძნება საკვების მიღების გარეშე ან მცირეოდენი საკვების მიღების დროს. ეს მდგომარეობა ვითარდება, როდესაც გადიდებული ელენთა აწვება კუჭს
  • ანემია
  • დაღლილობა
  • ხშირი ინფექციები
  • ადვილად სისხლდენა



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს სასწრაფოდ, თუ გრძნობთ ტკივილის მუცლის ზედა მარცხენა ნაწილში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტკივილი ძლიერია ან უარესდება ღრმად ჩასუნთქვის დროს.