ემფიზემა

დაავადების აღწერა

ემფიზემა ეტაპობრივად აზიანებს ჰაერის შემცველ ბუშტუკებს(ალვეოლა) ფილტვებში, რაც იწვევს პროგრესირებად სუნთქვის უკმარისობას. ემფიზემა ერთ-ერთი დაავადებაა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების კატეგორიიდან.

ემფიზემის მთავარი გამომწვევი მიზეზი სიგარეტის მოწევაა.

ფილტვებში ალვეოლები დაჯგუფებულია ყურძნის მტევნისმაგვარად. ემფიზემის დროს, ჰაერის ბუშტუკების შიდა კედლები სუსტდება და ირღვევა, რის შედეგადაც წარმოიქმნება ერთი დიდი ჰაეროვანი სივრცე ბევრი პატარის მაგივრად. ეს ამცირებს ფილტვების ზედაპირის ფართობს, რის შედეგადაც ნაკლები რაოდენობით ჟანგბადი გადადის სისხლის მიმოქცევაში.

დაზიანებული და ფუნქციადაქვეითებული ალვეოლების გამო ამოსუნთქვისას ძველი ჰაერი ფილტვებში კავდება და არ აძრევს ჟანგბადით გამდიდრებულ, ახალ ჰაერს ჩასვლის საშუალებას. მკურნალობს შეუძლია შეანელოს ემფიზემის განვითარება, თუმცა დაზიანება შეუქცევადია.

გამომწვევი მიზეზი

ემფიზემის მთავარი გამომწვევი მიზეზია ჰაერში არსებულ გამღიზიანებლებთან ხანგრძლივი კონტაქტი:

  • თამბაქოს მოწევა
  • მარიხუანას მოწევა
  • ჰაერის დაბინძურება
  • ფაბრიკის გამონაბოლქვი



იშვიათ შემთხვევებში, ემფიზემის გამომწვევი მიზეზია თანდაყოლილი ნაკლებობა ცილისა, რომელიც იცავს ფილტვებში ელასტიურ ქსოვილებს. ამ დაავადებას ალფა-1-ანტიტრიპსინის ნაკლებობით გამოწვეული ემფიზემა ეწოდება.

სიმპტომები

პაციენტის ფილტვებში ემფიზემა დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება მიმდინარეობდეს შეუმჩნევლად. ემფიზემის მთავარი სიმტპომი სუნთქვის უკმარისობაა, რომელიც ეტაპობრივად ვითარდება. პაციენტი ერიდება ისეთ დატვირთვას, რომელიც იწვევს სუნთვის უკმარისობას, ამიტომ სიმტპომი პრობლემად მხოლოდ მაშინ გარდაიქმნება, როცა იგი პაციენტს ყოველდღიურ, ჩვეულებრივ საქმიანობაში უშლის ხელს. ემფიზემა, საბოლოო ჯამში, მოსვენების რეჟიმშიც იწვევს სუნთქვის უკმარისობას.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ აუხსნელი სუნთვის უკმარისობა რამოდენიმე თვის განმავლობაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ სიმპტომი ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში. სიმპტომის არსებობას ნუ მიაწერთ წონას ან ასაკს. მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ:

  • თქვენ იმდენად ძლიერი სუნთვის უკმარისობა გაქვთ, რომ ვერ ადიხართ კიბეზე
  • თქვენს ტუჩებსა და ფრჩხილებს ლურჯი ან ნაცრისფერი შეფერილობა ეძლევა ფიზიკური დატვირთვის პირობებში
  • თქვენ არ ხართ საღ გონებაზე