ენაბლუობა

დაავადების აღწერა

ენაბლუობა არის მეტყველების დარღვევა, რომელიც ხასითდება ბორძიკით ან ლაპარაკის შეწყვეტით. ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ენაბლუობა, ხშირად იციან რისი თქმაც უნდათ, მაგრამ უჭირთ წარმოთქმა. მაგალითად მათ შეიძლება გაიმეორონ სიტყვა, ბგერა ან ფრაზა, შეწყვიტონ საუბარი წინადადების შუაში ან არ წარმოთქვან ზოგიერთი მარცვალი.

ენაბლუობა ხშირია პატარა ბავშვებში, რადგან მათი მეტყველება და ენის ცოდნა სრულყოფილი არაა. ბავშვების უმეტესობას დროთა განმავლობაში უქრება ენაბლუობა.

ხანდახან ენაბლუობა არის ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც ზრდასრულობის ასაკშიც ვლინდება. ენაბლუობის ამ ფორმას შეუძლია ადამიანს ხელი შეუშალოს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

თუ თქვენ ხართ ზრდასრული და გაქვთ ენაბლუობა, მოითხოვეთ დახმარება, თუ გაქვთ სტრესი და შფოთვა ან იგიხელს გიშლით სამსახურში და ურთიერთობებში. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ლოგოპედს.

ენაბლუობის მქონე ბავშვებს და ზრდასრულებს ეხმარებათ მეტყველების თერაპია, ფსიქოლოგიური კონსულტაცია ან ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება. ლოგოპედი დეტალური გასაუბრების შემდეგ შეგირჩევთ საუკეთესო მკურნალობის მეთოდს.

გამომწვევი მიზეზი

მკვლევარები ჯერ კიდევ იკვლევენ ენაბლუობის მიზეზებს. ამ პროცესში მრავალი ფაქტორი მონაწილეობს. გახანგრძლივებული ენაბლუობის შესაძლო მიზეზებია:

  • მეტყველების მოტორული კონტროლის დარღვევა. კვლევებმა აჩვენა, რომ მეტყველების მოტორული კონტროლის, მაგალითად სენსორული ან მოტორული კოორდინაციის დარღვევები იწვევენ ენაბლუობას.
  • გენეტიკა. ენაბლუობა ხშირად გვხვდება ოჯახებში. როგორც ჩანს, ენაბლუობა შლება გამოიწვიოს ტვინის მეტყველების ცენტრის გენეტიკურმა პათოლოგიამ.
  • სამედიცინო მდგომარეობები. ენაბლუობა შეიძლება გამოიწვიოს ინსულტმა, ტრავმამ ან ტვინის სხვა დაზიანებამ.
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. იშვიათ შემთხვევებში, ემოციურ ტრავმას შეუძლია გამოიწვიოს ენაბლუობა.

სიმპტომები

ენაბლუობის ნიშები და სიმპტომებია:

  • სიტყვის, წინადადების ან ფრაზის დაწყების გაძნელება
  • სიტყვის ან სიტყვაში მარცვლების გახანგრძივებულად წარმოთქმა
  • მარცვლის ან სიტყვის გამეორება
  • ზოგიერთი მარცვლის დროს სიჩუმე ან სიტყვის შიგნით პაუზა
  • ზედმეტი სიტყვების, მაგალითად ‘ააამ’ დამატება, რაც მიუთითებს შემდეგ სიტყვაზე გადასვლის გაძნელებაზე
  • სახის ან ზედა ტანის გადამეტებული დაჭიმულობა ან მოძრაობა სიტყვის წარმოთქმისას
  • შფოთვა ლაპარაკზე
  • ეფექტური კომუნიკაციის ნაკლები შესაძლებლობა
  • ენაბლუობას შეიძლება თან ერთვოდეს:
  • თვალის სწრაფი ხამხამი
  • ტუჩების ან ყბის ტრემორი
  • სახის წიკები
  • თავის უხეში მოძრაობა
  • მუშტის შეკვრა



ენაბლუობა შეიძლება გაუარესდეს აღშფოთების, დაღლილობის, სტრესის და აგრეთვე ნერვიულობის და ზეწოლის დროს. ენაბლუობის მქონე ადამიანს შეიძლება განსაკუთრებულად უჭირდეს დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა.

ენაბლუობის მქონე ადამიანთა უმეტესობას ბორძიკის გარეშე შეუძლია საკუთარ თავთან ლაპარაკი და სხვებთან სიმღერა ან ერთ ხმაში ლაპარაკი.

როდის მივმართოთ ექიმს ან ლოგოპედს

ხშირია 2-5 წლის ბავშვებში ენაბლუობის ეპიზოდები. ბავშვთა უმეტესობაში ეს ლაპარაკის სწავლის გამოა და დროთა განმავლობაში იგი ქრება. გახანგრძლივებულ ენაბლუობას შეიძლება მკურნალობა დაჭირდეს.

დაურეკეთ ექიმს ან ლოგოპედს თუ ენაბლუობა:

  • 6 თვეზე მეტ ხანს გრძელბა
  • თან ერთვის მეტყველების სხვა დარღვევებს
  • უფრო ხშირი ხდება ან არ ქრება ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად
  • თან ერთვის კუნთების შეკუმშვას და მეტყველების თვალით ხილულ გაძნელებას
  • ზეგავლენას ახდენს სკოლაში, სამსახურში ან სოციალურ გარემოში ეფექტურ კომუნიკაციაზე
  • იწვევს შფოთვას ან სხვა ემოციურ პრობლემებს, მაგალითად ისეთი სიტუაციების შიშს და თავის არიდებას, სადაც მოგიწევთ ლაპარაკი
  • გაჩნდა ზრდასრულობის ასაკში