ენდოკარდიტი

დაავადების აღწერა

ენდოკარდიტი წარმოადგენს გულის შიდა ამომფენი გარსის(ენდოკარდიუმი) ინფექციას.

ენდოკარდიტი ვითარდება ძირითადად მაშინ, როდესაც ბაქტერია ან ინფექციის სხვა წყარო სხეულის ნებისმიერი წერტილიდა, როგორიცაა მაგალითად პირის ღრუ, გადადის სისხლში და ხვდება გულის დაზიანებულ ადგილას. სამედიცინო ჩარევის გარეშე ენდოკარდიტს შეუძლია დააზიანოს გულის სარქველები და გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები. ენდოკარდიტის მკურნალობა მოიცავს ანტივიოტიკებს და ზოგიერთ შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევას.

ენდოკარდიტი იშვიათია ჯანმრთელი გულის მქონე პაციენტებში. ენდოკარდიტის რისკი იმატებს დაზიანებული სარქვლების, ხელოვნური სარქვლების ან გულის სხვა დაავადებების პირობებში

გამომწვევი მიზეზი

ენდოკარდიტი ვითარდება მაშინ, როდესაც ინფექციის წყარო გადადის სისხლის მიმოქცევაში, ჩაედინება გულში და ეკრობა გულის დაზიანებულ სარქველებს ან ქსოვილებს. დაავადების გამომწვევი ძირითადად ბაქტერიაა, თუმცა მდგომარეობის განვითარებაში სოკოები და სხვა მიკროორგანიზმები იღებენ მონაწილეობას.

ზოგჯერ, გამომწვევი მიზეზი პირის ღრუში, ყელში ან სხეულის სხვა ნაწილში არსებული ბაქტერიაა. მიკროორგანიზმს შეუძლია სისხლის მიმოქცევაში მოხვედრა შემდეგი გზებით:

  • ყოველდღიური ორალური საქმიანობა. საქმიანობები, როგორიცაა კბილების გამოხეხვა ან საკვების ღეჭვა ბაქტერიებს ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევაში მოხვედრაში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტის კბილები და ღრძილები არ არის ჯანმრთელ მდგოამრეობაში.
  • ინფექცია ან რაიმე სხვა დაავადება. ბაქტერია შესაძლოა გავრცელდეს ინფექციის მდებარეობიდან, როგორიცაა კანზე გამონაყარი. ღრძილების დაავადება, სქესობრიცვად გადამდები ინფექცია ან ნაწლავების დაავადება, როგორიცაა ნაწლავის ანთებითი დაავადება, აგრეთვე აძლევს შანსს ბაქტერიას, მოხვდეს სისხლის მიმოქცევაში.
  • კათეტერები და ნემსები. ბაქტერიას ორგანიზმში მოხვედრა კათეტერის საშუალებითაც შეუძლია. კათეტერი წვრილი მილია, რომელსაც ექიმები ორგანიზმიდან სითხის ამოსაღებად ან შესაყვანად იყენებენ. ენდოკარდიტის გამომწვევ ბაქტერიებს სისხლის მიმოქცევაში მოხვედრა ტატუს ან პირსინგის გაკეთების დროსაც შეუძლიათ. დაბინძურებული და შპრიცები ხშირად ხდება ბაქტერიის წყარო იმ ადამიანებში, ვინც წამლებს ან ნარკოტიკებს ინტრავენურად მოიხმარენ.
  • კბილებთან დაკავშირებული პროცედურები. კბილებთან დაკავშირებული ზოგიერთმა პროცედურამ შესაძლოა გამოიწვიოს ღრძილების ჭრილობა, რაც ბაქტერიას ხელს უწყობს გადავიდეს სისხლში.



როგორც წესი, იმუნური სისტემა სისხლში მოხვედრილ ბაქტერიას ანადგურებს. მაშინაც, კი როდესაც ბაქტერია აღწევს გულამდე, აუცილებელი არ არის რომ მიკროორგანიზმმა ინფექცია გამოიწვიოს.

ენდოკარდიტი, უმრავლეს შემთხვევებში დაავადებულ ან დაზიანებული სარქვლის მქონე პაციენტებში გვხვდება. დაზიანებული სარქველი იდეალური გარემოა ბაქტერიის დასაბუდებლად. დაზიანებული ქსოვილი ენდოკარდიუმში ქმნის უხეშ ზედაპირზს, რომელზეც მიკრობა და გამრავლება ბაქტერიას ადვიალდ შეუძლია. ენდოკარდიტი ზოგჯერ გულის ნორმალურ, ჯანმრთელ სარქველზეც ვითარდება.

სიმპტომები

ენდოკარდითი შესაძლოა განვითარდეს ნელ-ნელა ან უცაბედად, რაც დამოკიდებულია ინფექციის გამომწვევ მიზეზსა და გულის რაიმე სხვა დაავადების არსებობაზე. ენდოკარდიტის სიმპტომები განსხვავებულია:

  • ცხელება და ციება
  • გულის ახალი ან შეცვლილი შუილი – გულის ხმიანობა, რომელსაც იწვევს გულში სისხლის მოძრაობა
  • დაღლილობა
  • კუნთებისა და სახსრების ტკივილი
  • ოფლიანობა ღამით
  • სუნთქვის უკმარისობა
  • სიფერმკრთალე
  • მუდმივი ხველა
  • შესიება ტერფების, ფეხებისა და მუცლის არეში
  • მოულოდნელად წონაში კლება
  • სისხლი შარდში(თვალით ან მიკროსკოპით დანახული)
  • ელენთის ტკივილი ხელის დაჭერაზე. ელენთა ინფექციასთან მებრძოლი მარცხენა მხარეს მდებარე ორგანოა, ნეკნების ქვემოთ
  • ოსლერის კვანძები – წითელი, მტკივნეული წერტილები თითების კანქვეშ
  • პეტექიები – მცირე ზომის წითელი ლაქები კანზე, თვალების თეთრ ნაწილზე ან პირის ღრუს შიგნით



როდის მივმართოთ ექიმს

თუ აღგენიშნებათ ენდოკარდიტის სიმპტომები, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაქვთ სერიოზული ინფექციის განვითარების მაღალი რისკი, როგორიცაა გულის დეფექტი ან ენდოკარდიტის შემთხვევა წარსულში.

მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სერიოზული მდგომარეობები მსგავს სიმპტომებს იწვევენ, აუცილებელია გამოკვლევის ჩატარება.