ენდომეტრიუმის კიბო
დაავადების აღწერა
ენდომეტრიუმის კიბო საშვილოსნოში ვითარდება. საშვილოსნო მსხილსებრი ფორმის მენჯის ღრუ ორგანოა ქალებში, სადაც ნაყოფის განვითარება ხდება.
ენდომეტრიუმის კიბო ყალიბდება საშვილოსნოს ამომფენი გარსის(ენდომეტრიუმი) უჯრედებში. ენდომეტრიუბის სიმსივნეს ზოგჯერ საშვლიოსნოს კიბოს უწოდებენ. საშვილოსნოში სხვა ტიპის სიმსივნეებიც ყალიბდება, მაგალითად საშვილოსნოს სარკომა. თუმცა ენდომეტრიუმის კიბოსთან შედარებით ისინი იშვიათად გვხვდება.
ენდომეტრიუმის კიბოს აღმოჩენა ძირითადად ადრეულ ეტაპებზე გვხვდება, რადგან მას ხშირად ახასიათებს არანორმალური ვაგინალური სიხლდენა. ამ სიმპტომის აღმოჩენის შემდგომ ქალები ექიმებთან სასწრაფოდ ნიშნავენ შეხვედრას. ენდომეტრიუმის კიბოს ადრეულ ეტაპებზე აღმოჩენის შემთხვევაში საშვილოსნოს ქირურგიული ამოკვეთა ძირითადად კურნავს პაციენტს.
გამომწვევი მიზეზი
ენდომეტრიუმის კიბოს გამომწვევი მიზეზები უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ საშვილოსნოს ამომფენი ენდომეტრიუმის უჯრედებში ხდება გენეტიკური მუტაცია.
გენეტიკური მუტაცია ჯანმრთელ უჯრედს არანორმალურ უჯრედად გარდაქმნის. ჯანმრთელი უჯრედები იზრდებიან, მრავლდებიან და კვდებიან განსაზღვრულ დროში. არანორმალური უჯრედები კი მრავლდებიან უკონტროლოდ და არ კვდებიან განსაზღვრულ დროს. არანორმალური უჯრედების გროვა ქმნის მასას(სიმსივნე). კიბოს უჯრედები იპყრობენ მიმდებარე ქსოვილებს და შემდგომ ეტაპებზე უჯრედების ნაწილს შეუძლია მოწყდეს თავდაპირველ ადგილმდებარეობას და გავრცელდეს ორგანიზმის სხვა მიდამეობში(მეტასტაზირება).
სიმპტომები
ენდომეტრიუმის სიმსივნის სიმპტომები:
- ვაგინალური სისხლდენა მენოპაუზის შემდგომ
- მენსტრუაციებს შორის სისხლდენა
- არანორმალური, წყლისმაგვარი ან ოდნავ სისხლიანი გამონადენი ვაგინიდან
- ტკივილი მენჯის არეში
- ტკივილი სექსუალური კავშირის დამყარების დროს
როდის მივმართოთ ექიმს
დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან, თუ თვლით რომ გაქვთ რომელიმე საგანგაშო სიმპტომი, მაგალითდ ვაგინალური სისხლდენა ან გამონადენი, რომელიც არ უკავშირდება მენსტრუაციას. მიმართეთ ექიმს აგრეთვე მენჯის ტკივილის დროს და სექსუალური კავშირის დამყარებისას ტკივილის შეგრძნების შემთხვევაში.