ენის კიბო
დაავადების აღწერა
ენის კიბო არის სიმსივნე, რომელიც ვითარდება ენის უჯრედებიდან.
არსებობს ენის კიბოს ბევრი ფორმა, თუმცა იგი ყველაზე ხშირად ენის ზედაპირზე არსებული თხელი, ბრტყელი უჯრედებიდან იწყება. მკურნალობა და პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე, თუ ენის რომელი უჯრედიდანაა განვითარებული სიმსივნე.
აგრეთვე მნიშვნელოვანია ენის რა ნაწილში არის კიბო. ენის კიბო შეიძლება იყოს:
- პირში, სადაც უფრო დიდი შანსია მისი შეგრძნების და დანახვის. ენის კიბოს ამ ფორმის აღმოჩენა უფრო ხშირად ხდება ადრეულ სტადიაზე, რაც აადვილებს მის ქირურგიულ მოშორებას.
- ყელში, ენის ფუძეზე, სადაც კიბო შეიძლება განვითარდეს ნიშნებისა და სიმპტომების გარეშე. ენის ფუძის კიბოს აღმოჩენა ხშირად გვიან სტადიაზე ხდება, რომლის დროსაც სიმსივნე დიდია და გავცრელებულია კისრის ლიმფურ კვანძებში.
ენის ფუძის კიბო დაკავშირებულია ადამიანის პაპილომავირუსთან, რომელსაც დიდი ზეგავლენა აქვს კიბოს მკურნალობასა და პრობნოზზე.
ენის კიბოს სამკურნალოდ ძირითადად სიმსივნის ამოკვეთის ოპერაცია ტარდება. აგრეთვე შეიძლება ჩატარდეს ქიმიოთერაპია და რადიაციული თერაპია.
გვიანი სტადიის კიბოს მკურნალობამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ლაპარაკის და ჭამის უნარზე. ამ დროს მნიშვნელოვანია პროფესიონალ რეაბილიტაციის სპეციალისტებთან ერთად მუშაობა.