ენის მოკლე ლაგამი

დაავადების აღწერა

ენის მოკლე ლაგამი არის თანდაყოლილი მდგომარეობა, რომელიც ზღუდავს ენის მოძრაობის დიაპაზონს.

ენის მოკლე ლაგამის დროს, მოკლე ლაგამი იწვევს ენის წვერის მიმაგრებას პირის ძირთან. მოკლე ლაგამის მქონე ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს ენის გამოყოფა. მოკლე ლაგამი აგრეთვე ზეგავლენას ახდენს ბავშვის ჭამის, ლაპარაკის და ყლაპვის მანერაზე და ხელს უშლის ძუძუთი კვებას.

ხანდახან ენის მოკლე ლაგამმა შეიძლება არ გამოიწვიოს პრობლემები. ზოგჯერ საჭირო ხდება მარტივი ოპერაციის ჩატარება.

გამომწვევი მიზეზი

ნორმაში, ენის ლაგამი დაბადებამდე შორდება ენის ძირს, რაც აძლევს თავისუფლად მოძრაობის საშუალებას. ენის მოკლე ლაგამის დროს, ლაგამი მიმაგრებული რჩება ენის ძირზე. უცნობია რატომ ხდება ეს, თუმცა ენის მოკლე ლაგამის ზოგიერთი შემთხვევა დაკავშირებულია გენეტიკურ ფაქტორებთან.

სიმპტომები

ენის მოკლე ლაგამის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ენის ზემო კბილებთან მიტანის ან გვერდზე გაწევის გაძნელება
  • ენის ქვედა კბილებზე წინ გამოწევის გაძნელება
  • გულის ფორმის ენა გამოწევისას



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • ბავშვს აქვს მოკლე ლაგმის ნიშნები, რომლებიც იწვევენ პრობლემებს, მაგალითად ძუძუთი კვების გაძნელებას
  • ლოგოპედი თვლის, რომ თქვენს ბავშვს აქვს ენის მოკლე ლაგამი
  • თქვენი უფროსი შვილი უჩივის ენის პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლის ჭამაში, ლაპარაკში და უკანა კბილების შეხებაში.
  • თქვენ გაწუხებთ ენის მოკლე ლაგამის სიმპტომები