ენკოპრეზი

დაავადების აღწერა

ენკოპრეზი ვითადება მაშინ, როდესაც ბავშვი რეზისტენტულია დეფეკაციის მიმართ, რაც იწვევს განავალის კოლინჯში და მსხვილ ნაწლავში დაგროვებას. როდესაც ბავშვის კოლინჯი გატენილია განავლით, მის გარშემო იჟონება თხევადი განავალი და გამოდის ანალური ხვრელიდან და სვრის ბავშვის საცვლებს.

ენკოპრეზი, ძირითადად, ვითარდება 4 წლის შემდგომ, როდესაც ბავშვს უკვე ნასწავლი აქვს თავად სიარული ტუალეტში. უმეტეს შემთხვევაში, ენკოპრეზი ქრონიკული ყაბზობის სიმპტომია. იშვიათ შემთხვევებში მდგომარეობის გამომწვევიმ იზეზი ემოციური ან განვითარების პრობლემებია.

ექიმები ენკოპრეზზ პირველად და მეორად კატეგორიებად ყოფენ. პირველადი ენკოპრეზი ვითარდება ბავშვებში, ვისაც არ უსწავლია უნიტაზის დამოუკიდებლად გამოყენება. მეორადი ენკოპრეზის დროს ბავშვს დაავადება უვითარდება მას შემდეგ, რაც ნასწავლი აქვს უნიტაზის დამოუკიდებლად გამოყენება.

ენკოპრეზი უხერხულობას ქმნის ბავშვისთვის. თუმცა მოთმინება და მკურნალობა, ძირითადად, წარმატებით მთავრდება.

გამომწვევი მიზეზი

ენკოპრეზის რამოდენიმე მიზეზი არსებობს:

  • ყაბზობა. ენკოპრეზი, როგორც წესი, ქრონიკული ყაბზობის შედეგია. ყაბზობის დროს, ბავშვის განავალი არის გამაგრებული, მშრალი და მისი გამოყოფა შეიძლება იყოს მტკივნეული. შედეგად, ბავშვი ცდილობს თავიდან აირიდოს დეფეკაცია. რაც უფრო დიდ ხანს გაჩერდება განავალი მსხვილ ნაწლავსი, მით უფრო რთულდება ბავშვისთვის მისი გამოყოფა. მსხვილი ნაწლავი იჭიმება, აწვება ნერვებს და იძლევა სიგნალს, რომ უნიტაზის გამოყენების დროა. მსხვილი ნაწლავის გადავსების შემდეგ რბილი ან თხევადი განავალი შესაძლოა გაიჟონოს ანალური ხვრელიდან.

    ყაბზობის ხშირი მიზეზია განავლის შეკავება დეფეკაციის შიშით(განსაკუთერბით სახლის გარეთ). ყაბზობა ვითარდება მაშინაც, როდესაც ბავშვს არ სურს თამაშის შეწყვეტა, იღებს მცირე რაოდენობით საკვებს ან სასმელს. ზოგჯერ, ძროხის რძეზე ალერგია ან ძროხის რძის დიდი რაოდენობით მიღება იწვევს ყაბზობას. თუმცა ძროხის რძე უფრო ხშირად ფაღარათს იწვევს.

  • ემოციური პრობლემები. ემოციური სტრესი ზოგჯერ ენკოპრეზს იწვევს. სტრესის მიზეზი შეიძლება იყოს უნიტაზის გამოყენების ნაადრევი სწავლა ან მნიშვნელოვანი ცვლილებები ცხოვრებაში, როგორიცაა მშობლების გაყრა და დის ან ძმის დაბადება.

სიმპტომები

ენკოპრეზის სიმპტომები:

  • განავლის ან თხიერი განავლის გაჟონვა ბავშვის საცვლებში. თუ გაჟონილი განავალის რაოდენობა დიდია, შესაძლოა მშობელს მდგომარეობა ფაღარათში აერიოს.
  • ყაბზობა მშრალი, გამაგრებული განავლით.
  • დიდი ზომის განავლის გამოყოფა, რომელიც თითქმის ახშობს უნიტაზს.
  • დეფეკაციისგან თვის არიდება.
  • დეფეკაციებს შორის ხანგრძლივ პაუზები, ზოგჯერ ერთი კვირაც კი.
  • უმადობა,
  • ტკივილი მუცლის არეში.
  • საშარდე გზების განმეორებითი ინფექციები.



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ თვენმა შვილმა უკვე ისწავლა უნიტაზის დამოუკიდებლად გამოყენება და აღენიშნება რომელიმე ხსენებული სიმპტომი