ეოზინოფილური ეზოფაგიტი

დაავადების აღწერა

ეოზინოფილური ეზოფაგიტის დროს, სისხლის თეთრი უჯრედის ერთ-ერთი ტიპი(ეოზინოფილი) გროვდება პირის ღრუსა და კუჭის დამაკავშირებელი მილის ამომფენ კედელში – საყლაპავში(ეზოფაგუსი). ეოზინოფილების მოგროვებამ, რომელიც გამოწვეულაი საკვებზე რეაქცებით, ალერგენებით ან კუჭის მჟავის რეფლუქსით, შესაძლოა გამოიწვიოს საყლაპავის ქსოვილის დაზიანება და ანთება. საყლაპავის დაზიანებული ქსოვილი იწვევს ყლაპვის გაძნელებას ან საკვების გაჩხერვას ყლაპვის დროს.

ეოზინოფილური ეზოფაგიტი იმუნური სისტემის ქრონიკული დაავადებაა. იგი აღმოჩენილ იქნა დაახლოებით 20 წლის წინ, თუმცა დღესდღეობით ითვლება საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაავადებად. დაავადების შესახებ მიმდინარეობს კვლევა, რათა გაუმჯობესებულ იქნას დიაგნოსტირება და მკურნალობა.

გამომწვევი მიზეზი

უწინ ექიმები მიიჩნევდნენ, რომ ეოზინოფილური ეზოფაგიტის სიმპტომები გამოწვეული იყო გასტროეზოფაგიალური რეფლუქსის დაავადებთ. თუმცა დღეს-დღეობით მიჩნეულია, რომ ეოზინოფილური ეზოფაგიტი განსხვავებული დაავადებაა განსხვავებული მიზეზებით. დაავადება წარმოადგენს ალერგიულ რეაქციას, რომლის დროსაც საყლაპავის ამომფენი გარსი რეაგირებს ალერგენებზე, როგორიცაა საკვები ან მტვერი.

ეოზინოფილი სისხლის თეთრი უჯრედების ტიპია, რომელიც მდებარეობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში. თუმცა ეოზინოფილური ეზოფაგიტის დროს, ისინი მრავლდებიან საყლაპავში. ეოზინოფილები გამოყოფენ ცილას, რომელიც იწვევს ანთებას. ამ პროცესის შედეგად შესაძლოა განვითარდეს საყლაპავის დანაწიბუროვანება, შევიწროება და ჭარბი ფიბროზული ქსოვილის ჩამოყალიბება. შედეგად პაციენტს უჭირს ყლაპვა(დისფაგია) ან ყლაპვისას ეჩხირება საკვები. აღინიშნება სხვა სიმპტომებიც.

ეოზინოფილური ეზოფაგიტის მქონე პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ ალერგია საკვებზე, აღენიშნებოდეთ ასთმა, ატოპიური დერმატიტი ან ქრონიკული სუნთქვითი დაავადება. ექიმები აგრეთვე მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი ადამიანი სხვებთან შედარებით გენეტიკურად უფროა მიდრეკილი დაავადების განვითარებისადმი.

უკანასკნელ ათწლეულში მნიშნველოვნად გაიზარდა ეოზინოფილური ეზოფაგიტის მქონე ადამიანების რიცხვი. თავდაპირველად მკვლევარები მიიჩნევდნენ, რომ ეს ზრდა განპირობებული იყო ენდოსკოპიური მეთოდების გაუმჯობესებით და სხვა პროცედურების დახვეწით. თუმცა კვლევები აჩვენებენ, რომ თავად დაავადების რიცხვი იმატებს, როგორც ასთმის და სხვა ალერგიების შემთხვევაში.

სიმპტომები

სიმპტომები:

ზრდასრულებში:

  • გაძნელებული ყლაპვა(დისფაგია)
  • საკვების გაჩხერვა საყლაპავში
  • ტკივილი მკერდის არეში, რომელიც ძირითადად ლოკალიზდება ცენტრალურად და არ რეაგირებს ანტაციდებზე
  • მუდმივი გულძმარვა
  • ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში
  • რეაქციის არქონა გასტრეოზოფაგიალური რეფლუქსის დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე
  • მოუნელებელი საკვების ამობრუნება(რეგურგიტაცია)



ბავშვებში:

  • კვების გაზნელება
  • ღებინება
  • ტკივილი მუცლის არეში.
  • გაძნელებული ყლაპვა(დისფაგია)
  • საკვების გაჩხერვა საყლაპავში
  • რეაქციის არქონა გასტრეოზოფაგიალური რეფლუქსის დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე
  • ზრდა-განვითარების პრობლემები(სიმაღლეში არასათანადო ზრდა, მალნუტრიცია და წონაში კლება)



როდის მივმართოთ ექიმს

მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ აღინიშნება მკერდის ტკივილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას თან ახლავს სხვა სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა ან ტკივილი ყბისა და მკლავის არეში. ეს სიმპტომები შესაძლოა გულის შეტევაზე მიუთითებდნენ.

დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან, თუ თვენ განიცდით ეოზინოფილური ეზოფაგიტის ხშირ სიმპტომებს. თუ თქვენ იღებთ ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს გულძმარვისათვის კვირაში 2-ზე მეტჯერ, მიმართეთ ექიმს.