ეპიდერმული კისტები

დაავადების აღწერა

ეპიდერმული კისტები კეთილთვისებიანი კანქვეშა გროვებია. ეპიდერმული კისტები შესაძლოა გაჩნდეს კანის ნებისმიერ წერტილში, თუმცა ხშირია სახის, კისრის და ზედა ტანის არეებში.

ეპიდერმული კისტები ნელა მზარდი და უმტკივნეულო გროვებია, თუმცა სამედიცინო ჩარევის გარეშე მათ შესაძლოა პრობლემები შექუმნან პაციენტს. თქვენ შეგიძლიათ ქირურგიუალდ მოიშოროთ კისტა თუ არ მოგწონთ მისი შესახედაობა ან თუ არის მტკივნეული, ამოხეთქილი ან ინფიცირებული.

ეპიდერმულ კისტებს ხშირად უწოდებენ ცხიმოვან კისტებს, თუმცა ცხიმოვანი კისტები განსხვავებულია. ნამდვილი ცხიმოვანი კისტა ძალიან იშვიათია. ისინი ყალიბდებიან ჯირკვლებში, რომლებიც წარმოქმნიან ცხიმოვან ნივტიერებებს და ახდენენ კანისა და თმების ლუბრიკაციას.

გამომწვევი მიზეზი

კანის ზედაპირი(ეპიდერმისი) შედგება უჯრედების თხელი, დამცავი ფენისგან, რომელსაც ორგანიზმი მუდმივად იშორებს და აღადგენს. ეპიდერმული კისტების უმრავლესობა ვითარდება მაშინ, როდესაც ეს უჯრედები გადაადგილდებიან სიღრმისეულად კანში და მრავლდებიან იმის მაგივრად, რომ აიქერცლონ და ჩამოცვივდნენ.

ეპიდერმული უჯრედები აყალიბებენ კისტის კედელს და შემდგომ გამოყოფენ ცილა კერატინს კისტს შიგნით. კერატილი სქელი, ყვითელი ნივთიერებაა, რომელიც, ზოგჯერ, გადმოდის კისტიდან. უჯრედების ეს არანორმალური ზრდა შეიძლება გამოწვეული იყოს თმის ფოლიკულის ან საცხიმე ჯირკვლის დაზიანებით კანში.

ეპიდერმულ კისტებს ხშირად უწოდებენ ცხიმოვან კისტებს, თუმცა ცხიმოვანი კისტები განსხვავებულია. ნამდვილი ცხიმოვანი კისტა ძალიან იშვიათია. ისინი ყალიბდებიან ჯირკვლებში, რომლებიც წარმოქმნიან ცხიმოვან ნივტიერებებს და ახდენენ კანისა და თმების ლუბრიკაციას.

სიმპტომები

ეპიდერმული კისტების სიმპტომები:

  • მცირე ზომის, მრგვალი ამობურცულობა კანქვეშ, ძირითადად კისრის, სახის ან ზედა ტანის არეში
  • მცირე ზომის შავი წერტილი კისტის ცენტრალურად
  • სქელი, ყვითელი, უსიამოვნო სუნის მატარებელი ნივთიერება, რომელიც შესაძლოა გადმოდიოდეს კისტიდან
  • სიწითლე, შესიება და ტკივილი კისტის არეში ანთების ან ინფექციის შემთხვევაში



როდის მივმართოთ ექიმს

ეპიდერმული კისტების უმრავლესეობა არ იწვევს გართულებებს და არ საჭიროებს მკურნალობას. მიმართეთ ექიმს, თუ კისტა:

  • იზრდება სწრაფად
  • ამოხეთქავს, არის მტკივნეული ან ინფიცირებული
  • ჩნდება იმ ადგილში, რომელიც მუდმივად ღიზიანდება
  • გაწუხებთ კოსმეტიკური მიზეზების გამო