ეპიდიდიმიტი

დაავადების აღწერა

ეპიდიდიმიტი სათესლის უკანა ნაწილში არსებული დავეული მილის(ეპიდიდიმისის) ანთებას ნიშნავს. ეპიდიდიმისი ინახავს და ატარებს სპერმას. ნებისმიერი ასაკის მამაკაცს შესაძლოა განუვითარდეს ეპიდიდიმიტი.

ეპიდიდიმიტის ყველაზე ხშირი მიზეზია ბაქტერიული ინფექცია, მათ შორის სქესობრივად გადამდები ინფექციები, როგორიცაა გონორეა და ქლამიდია. ზოგჯერ, შესაძლოა თანდართული იყოს სათესლის ანთება. ამ მდგომარეობას ეპიდიდიმო-ორქიტს უწოდებენ.

გამომწვევი მიზეზი

ეპიდიდიმიტის მიზეზები:

  • სქესობრივად გადამდები ინფექციები. გონორეა და ქლამიდია ეპიდიდიმიტის ყველაზე ხშირი მიზეზებია ახალგაზრდა, სქესობრივად აქტიურ მამაკაცებში.
  • სხვა ინფექციები. სქესობრივად არააქტიურ მაკაცებში, ეპიდიდიმიტი შეიძლება გამოიწვიოს არასქესობრივი გზით გადამდებმა ბაქტერიებმა. საშრადე გზების ან პროსტატის ინფექციის მქონე მამაკაცებში ბაქტერია შეიძლება გავრცელდეს ეპიდიდიმისში.
  • ამიოდარონი. ეპიდიდიმისის ანთბა შესაძლოა გულის მედიკამენტმა გამოიწვიოს.
  • შარდი ეპიდიდიმისში(ქიმიური ეპიდიდიმიტი). ეს მდგომარეობა ვითარდება მაშინ, როდესაც შარდი მიედინება უკან, ეპიდიდიმისისკენ. ეს მდგომარეობა ძირითადად გამოწვეულია სიმძიმეების აწევით და დაჭიმულობით.
  • ტრავმული დაზიანება. საზარდულის ტრავმულმა დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს ეპიდიდიმიტი.
  • ტუბერკულოზი. იშვიათად, ეპიდიდიმიტი ტუბერკულოზის ინფექციის შედეგად ვითარდება.

სიმპტომები

ეპიდიდიმიტის სიმპტომები:

  • შესიება, სიწითლე ან სითბო სათესლე პარკის არეში
  • სათესლის ტკივილი, როგორც წესი ცალ მხარეს
  • მტკივნეული შარდვა ან შარდვის ხშირი სურვილი
  • გამონადენი პენისიდან
  • ტკივილი ეაკულაციის ან სქესობრივი კავშირის დამაყრების დროს
  • ამობურცულობა სათესლეზე
  • გადიდებული ლიმფური კვანძები საზარდულის არეში
  • დისკომფორტი ან ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში ან მენჯის არეში
  • სპისხლიანი სპერმა
  • იშვიათ შემთხვევებში სიცხე



ქრონიკული ეპიდიდიმიტი

6 კვირაზე ხანგრძლივად მიმდინარე ეპიდიდიმიტი ქრონიკულად ითვლება. ქრონიკული ეპიდიდიმიტის სიმპტომები თანდათანობით ვითარდება. ქრონიკული ეპიდიდიმიტის მიზეზები, ზოგჯერ, უცნობია.

როდის მივმართოთ ექიმს

ყოველთვის მიაქციეთ ყურადღებას სათესლე პარკის ტკივილსა და შესიებას. სათესლე პარკის ტკივილი შესაძლოა გამოიწვიოს ბევრმა დაავადებამ, რომლებიდანაც რამოდენიმეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.

თუ სათესლე პარკის ტკივილი ძალიან ძლიერია, მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაშიც, თუ გაქვთ გამონადენი პენისიდან ან აღინიშნება ტკივილი შარდვის დროს.