ეპიგლოტიტი
დაავადების აღწერა
ხორხსარქვლის ანთება პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა. მდგომარეობა ვითარდება მაშინ, როდესაც სასულის დამფარავი ხორხსარქველი სივდება და ბლოკავს ჰაერის ნაკადს ფილტვების მიმართულებით.
ხორხსარქვლის შესიებას ბევრი მიზეზი აქვს: ცხელი სითხეებით გამოწვეული დამწვრობა, ყელის პირდაპირი, ტრავმული დაზიანება და სხვადასხვა ინფექციები. ხორხსარქვლის ანთბის ყველაზე ხშირი მიზეზი ბავშვებში უწინ ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი B-თი ინფექცია იყო. ეს ბაქტერია ასევე იწვევს პნევმონიას, მენინგითს და სისხლის ინფექციებს. ხორხსარქვლის ანთბა ნებისმიერ ასაკში გვხვდება.
ჰემოფილუს ინფლუენცაზე ჩატარებულმა რუტინულმა ვაქცინაციებმა შეამცირი ამ მიზეზით გამოწვეული ხორხსარქვლის ანთების რიცხვი. თუმცა დაავადება მაინც ყურადღებას იმსახურებს დღემდე. თუ თქვენ ამჩნევთ, რომ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს განუვითარდა ხორხსარქვლის ანთება, მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება სასწრაფოდ. დროული მკურნალობა პაციენტს თავიდან აარიდებს სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს.
გამომწვევი მიზეზი
ხორხსარქვლის ანთბა გამოწვეულია ტრავმით ან ინფექციით
ინფექცია
ხორხსარქვლის და მისი მიმდებარე ქსოვილების შესიებისა და ანთების ხშირი გამომწვევი მიზეზია ჰემოფილუს ინფლუენსა ტიპი B-თი ინფექცია. ბაქტერია იწვევს სერიოზულ დაავადებებს, რომლებიდანაც ყველაზე ხშირი მენინგიტია.
ჰემოფილუს ინფლუენცა ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. ადამიანს შესაძლოა პირის ღრუსა და ყელში ჰქონდეს ბაქტერია და არ იყოს ავად. თუმცა ამ შემთხვევაში ადამინს შეუძლია ეს ბაქტერია სხვებზე გაავრცელოს.
ხორხსარქვლის ანთებას სხვა ბაქტერიები და ვირუსებიც იწვევენ:
- სტრეპტოკოკუს პნევმონია(პნევმოკოკი) ბაქტერიაა, რომელიც აგრეთვე იწვევს მენინგიტს, ფილტვების ანთებას(პნევმონია), ყურის ინფექციებსა და სისხლის ინფექციას(სეპტიცემია).
- სტრეპტოკოკუს A, B და C ბაქტერიათა ჯგუფია, რომელიც იწვევს მრავალ დაავადებას, მათ შორის ყელისა და სისხლის ინფექცეიბს.
ტრავმული დაზიანება
ფიზიკური ტრავმა, მაგალითად პირდაპირი, მექანიკური ტრავმული დაზიანება ყელისა, იწვევს ხორხსარქვლის ანთებას. ანთებას იწვევს აგრეთვე ძალიან ცხელი თხევადი ნივთიერებების მიღება.
ხორხსარქვლის ანთების სიმპტომები შესაძლოა განვითარდეს მაშინ, როდესაც თქვენ:
- გადაყლაპავთ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც იწვევს ყელის დამწვრობას
- გადაყლაპავთ უცხო სხეულს
- ეწევით ნარკოტიკს, მაგალითად კრეკს.
სიმპტომები
სიმპტომები ბავშვებში
ბავშვებში ხორხსარქვლის ანთების სიმპტომები ვითარდება რამოდენიმე საათში:
- სიცხე
- ყელის ძლიერი ტკივილი
- არანორმალური, მაღალი სიხშირის ხმა ჩასუნთქვისას(სტრიდორი)
- გაძნელებული და მტკივნეული ყლაპვა
- დორბლიანობა
- შფოთვა და მოუსვენარი ქცევა
- წამოჯდომისას ან წინ გადახრისას უფრო კომფორტულად ყოფნა
სიმპტომები ზრდასრულებში
ზრდასრულებში სიმპტომები ვითარდება უფრო ნელა, დღეების განმავლობაში:
- ყელის ძლიერი ტკივილი
- სიცხე
- ჩახლეჩილი ხმა
- არანორმალური, მაღალი სიხშირის ხმა ჩასუნთქვისას(სტრიდორი)
- გაძნელებული სუნთქვა
- გაძნელებული ყლაპვა
როდის მივმართოთ ექიმს
ხორხსარქვილს ანთება სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. თუ თქვენ ან თქვენს გარშემო მყოფს უცბად განუვითარდა სუნთვის ან ყლაპვის პრობლემა, მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან გემგზავრეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. უზრუნველყავი პაციენტის ჩუმად ყოფნა და გამართულად ჯდომა, რადგან ამ პოზიციაში ადამიანისთვის სუნთვა უფრო მარტივია. ნუ შეეცდებით პაციენტის ყელის თავად გასინჯვას. ამან შეასძლოა მდგოამრეობა გააუარესოს.