ექტროპია

დაავადების აღწერა

ექტროპია ეწოდება მდგომარეობას, რომლის დროსაც ქუთუთო, ძირითადად, ქვედა ქუთუთო ბრუნდება. შედეგად ქუთუთოს შიდა ნაწილის ზედაპირი გარემოსთან პირდაპირ კონტაქტში მოდის და მისი გაღიზიანება ადვილია. ექტროპია ხშირია მოხუცებში.

მძიმე ექტროპიის დროს, მთელი ქუთუთოა ამობრუნებული. მსუბუქი შემთხვევების დროს კი მხოლოდ ქუთუთოს ნაწილი შეიძლება იყოს გადმოკიდებული თვალიდან.

ხელოვნურმა ცრემლება შესაძლოა შეამსუბუქონ ექტროპიით გამოწვეული სიმპტომები ქირურგიულ ჩარევამდე.

გამომწვევი მიზეზი

ექტროპია რამოდენიმე განსხვავებული მიზეზი აქვს:

  • კუნთის სისუსტე. ასაკის მატებასთან ერთად, თვალის ქვეშ არსებული კუნთები სუსტდება მყესების მოდუნებასთან ერთად. ეს კუნთები და მყესები პასუხს აგებენ ქუთუთოების თვალებთან მჭიდრო მიმაგრებაზე. მათი მოდუნების შედეგად კი ქუთუთო იწყებს მოშვებასა და ამობრუნებას.
  • სახის პარალიზი. როდესაც პარალიზდება სახის ზოგიერთი კუნთი და ნერვი, როგორც ბელის დამბლის ან ზოგიერთი სიმსივნის დროს, ხდება ქუთუთოს კუნთების დაზიანება, რაც განაპირობებს ექტროპიას.
  • ნაწიბურები ან კანის პრობლემები. სახის დამწვრობამ ან ტრავმულმა დაზიაზნებებმა შესაძლოა გამოიწვიონ ექტროპია.
  • წანაზარდები ქუთუთოზე. კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წანაზარდები ქუთუთოზე, ზოგჯერ, იწვევენ ქუთუთოს ამობრუნებას.
  • ქირურგიული ჩარევა, დასხვიება ან კოსმეტიკური პროცედურები წარსულში. წარსულში ქირურგიულმა ჩარევამ ქუთუთოზე(ბლეფაროპლასტიკა) შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული პერიოდის შემდეგ ექტროპიისგანვითარება, განსაკუთერბით მაშინ, როდესაც ოპერაციის დროს ქუთუთოდან დიდი ზომის კანი იქნა მოცილებული. ავთვისებიანი წანაზარდის დროს ქუთუთოს დასხივება აგრეთვე იწვევს ექტროპიას. კოსმეტიკურ ლაზერულ საშუალებებსაც კი შეუძლიათ ქუთუთოს შეჭმუხვნა, რაც იწვევს მის დაშორებას თვალისაგან და ვითარდება ექტროპია
  • თანდაყოლილი ექტროპია. იშვიათ შემთხვევებში, ექტროპია გვხვდება დაბადებისას(კონგენიტალური). ასეთი შემთხვევები დაკავშირებულია გენეტიკურ დაავადებებთან, როგორიცაა დაუნის სინდრომი.
  • რეაქცია წამლებზე. ზოგიერთი მედიკამენტი, როგორიცაა გლაუკომის სამკურნალო წვეთები, ზოგ შემთხვევაში, იწვევენ ექტროპიას.

სიმპტომები

ნორმალურ პირობებში თვალების დახამხამების დროს, ქუთუთო თვალის ზედაპირზე ანაწილებს ცრემლს. ცრემლები გაიწოვებიან ქუთუთოების შიდა ნაწილში არსებულ მცირე ზომის ხვრელებში. ექტროპიის დროს, ხდება ქუთუთოს თვალისგან დაშორება, რის შედეგადაც არ ხდება ცრემლების სათანადო დრენაჟი. სიმპტომები:

  • გაღიზიანება. ჩამდგარი ცრემლები ან სიმშრალე იწვევს თვალების გაღიზიანებას, რაც განაპირობებს წვის შეგრძნებასა და სიწითლეს ქუთუთოების და თვალის თეთრ არეებში. ჩამდგარმა ცრემლებმა და სიმშრალემ შესაძლოა გამოიწვიონ რქოვანას ზედაპირის გაღიზიანება, რის შედეგადაც ვითარდება სინათლეზე მგრძნობელობა.
  • ჭარბი ცრემლდენა. არასათანადო დრენაჟის შედეგად, ცრემლები შესაძლაო დაგროვდნენ თვალებში და მუდმივად ჩაედინებოდნენ ქუთუთოსკენ. ექტროპიის მქონე ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ აქვთ ჭარბცრემლიანი, სველი თვალები.
  • ძლიერი სიმშრალე. ექტროპიის დროს, პაციენტს შეიძლება ჰქონდეს სიმშრალის და ქვიშიანობის შეგრძნება.



როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ ამჩნევთ, რომ თვალები მუდმივად გიცრემლიანდებათ და გიღიზიანდებათ, შესაძლოა ეს ქუთუთოს ჩამოკიდების ბრალი იყოს და აუციებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ თქვენ იცით, რომ გაქვთ ექტროპია, ფხიზლად იყავით სიმპტომებზე:რქოვანას გაღიზიანება ან წყლულები, სწრაფად მზარდი სიწითლე, ტკივილი, სინათლეზე მგრძნობელბოა ან დაქვეითებული მხედველობა. მიმართეთ ოფთალმოლოგს, თუ თვლით, რომ გაქვტ მხედველობისთვის საშიში რომელიმე ხსენებული სიმპტომი.