ეშერიხია კოლი

დაავადების აღწერა

ეშერიხია კოლი ბაქტერიაა, რომელიც ნორმალურ პირობებში ცხოვრობს ადამიანებისა და ცხოველების ნაწლავებში. ეშერიხია კოლის უმეტესი ფორმა უვნებელია და იწვევს მხოლოდ ხანმოკლე ფაღარათს. თუმცე რამოდენიმე ფორმა, როგორიცაა ეშერიხია კოლი O157:H7 იწვევს მუცლის ძლიერ სპაზმებს, სისხლიან ფაღარათსა და ღებინებას.

ეშერიხია კოლის გადაცემა ხდება დაბინძურებული წყლითა და საკვებით – განსაკუთრებით უმი ბოსტნეულითა და საქონლის ფარშირებული ხორცით. ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანში ეშერიხია კოლი O157:H7-ით გამოწვეული ინფექცია დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში გრძელდება. თუმცა ბავშვებში და მოხუცებში დიდი რისკია თირკმლის უკმარისობით ან ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომით გამოწვეული სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის განვითარება.

გამომწვევი მიზეზი

ეშერიხია კოლის ბევრი ფორმებიდან მხოლოდ რამოდენიმე იწვევს ფაღარათს. ეშერიხია კოლის რამოდენიმე ფორმა, მაგალითად O157:H7 წარმოქმნის ძლიერ ტოქსინს, რომელსაც შეუძლია წვრილი ნაწლავების კედლების დაზიანება, რაც იწვევს სისხლიან ფაღარათს. ეშერიხია კოლით ინფექცია ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანი გადაყლაპავს ბაქტერიის ამ ტიპს.

დაავადების გამომწვევი სხვა ბაქტერიებისგან განსხვავებით, ეშერიხია კოლის მცირე რაოდენობით მოხვედრამ ორგანიზმში შესაძლოა გამოიწვიოს ინფექცია. ასე რომ, ეშერიხია კოლით დაავადება შესაძლებელია ოდნავ უმი ჰამბურგერის მირთმევით ან დაბინძურებული ბასეინის წყლის გადაყლაპვითაც.

ბაქტერიის გადაცემის პოტენციური წყაროები: დაბინძურებული საკვების, წყლის მიღება და პირდაპირი ქონტაქტი ადამიანებს შორის.

დაბინძურებული საკვები

უმეტესობა ადამიანებს ეშერიხია კოლის ინფექცია ემართებათ დაბინძურებული საკვების მიღების შემდგომ, როგორებიცაა:

  • საქონლის ფარშირებული ხორცი. საქონლის ხორცის დამუშავების შემდეგ, ეშერიხია კოლის მათი ნაწლავებიდან ხორცზე გადასვლა შეუძლიათ. საქონლის ფარშირებული ხორცი შეიცავს ბევრი ცხოველის ხორცს, რაც ზრდის დაბინძურების რისკს
  • არაპასტერიზირებული რძე. ძროხის ცურებზე ან მოსაწველ ხელსაწყოებზე არსებული ეშერიხია კოლი შესაძლოა გადავიდეს რძეში.
  • ახალი ხილი და ბოსტნეული. საქონლის ფერმებში წყალდიდობის მოსვლამ შესაძლოა დააბინძუროს მინდვრები, სადაც მოდის მოსავალი. ზოგიერთი ბოსტნეული, როგორიცაა ისპანახი და სალათის ფურცელი, განსაკუთრებით მიდრეკილია ასეთი ტიპის დაბინძურებისადმი.



დაბინძურებული წყალი

ადამიანის და ცხოველის ფეკალიებმა შესაძლოა დააბინძურონ მიწა და წყლის ზედაპირი, მათ შორის წყაროები, მდინარეები, ტბები და მოსავლის სარწყავი წყლები. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადო წყლის სისტემებში იყენებენ ქრორს, ულტრაიისფერ სხივებს ან ოზონს, რათა გაანადგურონ ეშერიხია კოლი, მაინც არსებობს ეშერიხია კოლით მუნიციპალური წყლის დაბინძურების შემთხვევები.

დეზინფექციური სისტემის არარსებობის გამო, ჭაში წყლის დაბინძურება გაცილებით უფრო იოლია. სასოფლი წყლის მარაგების დაბინძურება ყველაზე ხშირია. ზოგიერთი ადამიანი ინფიცირდება ფეკალიებით დაბინძურებულ ტბებში ან ბასეინებში ცურვის დროს.

ადამაინთა შორის კონტაქტი

ეშერიხია კოლის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე ადვილად ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდეასც ინფიცირებული ზრდასრულები და ბავშვები სათანადოდ არ იბანენ ხელებს. ინფექციით დაავადებული პატარა ბავშვის ოჯახის წევრები ბაქტერიის გადადების თვალსაზრისით ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან. ბავშვებში ინფექციის შემთხვევები აგრეთვე უკავშირდება ზოოპარკში, ცხოველთა ფარდულში ან ბაზრობაზე სიარულს.

სიმპტომები

ეშერიხია კოლი O157:H7-ით განპირობებული სიმტპმები თავს იჩენს ბაქტერიის ორგანზმში მოხვედრიდან 3-4 დღის შემდეგ. თუმცა შესაძლებელია ბაქტერიასთან კონტაქტის დღესვე ან თუნდაც 1 კვირის შემდეგ განვითარება სიმპტომებისა. სიმპტომები:

  • ფაღარათი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც თხიერი და მსუბუქი, ასევე მძიმე და სისხლიანი
  • სპაზმები და ტკივილი მუცლის არეში
  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება



როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ აღნიშნავთ ძლიერ, სისხლიან ფაღარათს, მიმართეთ ექიმს.