ფარისებრი ჯირკვლის კვანძი

დაავადების აღწერა

ფარისებრი ჯირკვლის კვანძი არის მკვრივი ან სითხის სავსე გამობერილობა ფარისებრი ჯირკვალში. ფარისებრი ჯირკვალი არის პატარა ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს ყელის ბუძაში, მკერდის ძვლის ზემოთ.

ფარისებრი ჯირკვლის კვანძების უმეტესობა არაა სერიოზული და არ იწვევს ნიშნების და სიმპტომების გაჩენას. ფარისებრი ჯირკვლის კვანძების ძალიან მცირე პროცენტი არის სიმსივნური.

თქვენ შეიძლება არც იცოდეთ კვანძის არსებობის შესახებ სანამ ექიმი მას შემთხვევით არ აღმოაჩენს. ზოგიერთი კვანძი შეიძლება გაიზარდოს და თვალით ხილული გახდეს ან ხელი შეუშალოს ყლაპვას ან სუნთქვას.

მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ ფარისებრი ჯირკვლის კვანძის რომელი ფორმა გაქვთ.

გამომწვევი მიზეზი

ბევრი მდგომარეობა იწვევს ფარისებრ ჯირკვალში კვანძების გაჩენას:

  • იოდის დეფიციტი. საკვებში იოდის დეფიციტს შეუძლია გამოიწვიოს კვანების წარმოქმნა. იოდის დეფიციტი იშვიათია ა.შ.შ-ში რადგან იგი იოდს უმატებენ მარილს და სხვა საკვებს.
  • ნორმალური ქსოვილის ჭარბი ზრდა. ამ მდგომარეობას ხანდახნა ფარისებრი ჯირკვლის ადენომა ეწოდება. უცნობია რატომ ვითარდება იგი, თუმცა ასეთი სიმსივნე კეთილთვისებიანია და არ საჭიროებს მკურნალობას თუ იგი დიდი ზომის არაა. ზოგიერთი ადენომა წარმოქმნის ფარისებრ ჯირკვლებს და არ ექვემდებარება ჰიპოფიზის კონტროლს, რის გამოც ვითარდება ჰიპერთირეოზი.
  • ფარისებრი ჯირკვლის კისტა. სითხით სავსე ღრუ (კისტა) ხშირად ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის ადენომის უკუგანვითარების შედეგად. ხშირად ცისტა შეიცავს როგორც მყარ კომპონენტებს, ასევე სითხეს. კისტები როგორც წესი კეთილთვისებიანია, თუმცა ისინი იშვიათად შეიცავენ ავთვისებიან კომპონენტებს.
  • ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული ანთება (თირეოიდიტი). ჰაშიმოტოს დაავადება არის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, რომელიც იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ანთებას და მის კვანძოვან გაზრდას. ეს ხშირად დაკავშირებულია ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის დაქვეითებასთან (ჰიპოთირეოზი).
  • მრავალკვანძოვანი ჩიყვი. ტერმინი ჩიყვი გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერი ზრდის აღსანიშნავად, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს იოდის დეფიციტით ან ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიით. მრავალკვანძოვანი ჩიყვი შეიცავს მრავალ გამოკვეთილ კვანძს, თუმცა მისი მიზეზი უცნობია.
  • ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე. კვანძის ავთვისებიანობის რისკი ჩვეულებრივ მცირეა, თუმცა იგი იზრდება, თუ გაქვთ ფარისებრი ან სხვა ენდოკრინული სიმსივნის ოჯახური ისტორია, ხართ 30 წელზე ნაკლები ან 60 წელზე მეტი ასაკის ან თუ გქონიათ რადიაციული დასხივება, განსაკუთრებით თავის და კისრის არეში. კვანძი, რომელიც არის დიდი და მაგარი ან იწვევს ტკივილს და დისკომფორტს, შეიძლება ავთვისებიანი იყოს.

სიმპტომები

ფარისებრი ჯირკვლის კვანძების უმეტესობა არ იწვევს ნიშნებს და სიმპტომებს. იშვიათად, კვანძი იზრდება და იგი შეიძლება:

  • ხელით შეიგრძნოთ
  • დაინახოთ, ხშირ შემთხვევაში როგორც ყელის ფუძეში შეშუპება
  • დააწვეს საყლაპავს ან ტრაქეას და გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა ან ყლაპვის გაძნელება



ზოგ შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის კვანძები წარმოქმნიან თიროქსინს, რომელიც არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი. ჭარბი თიროქსინი იწვევს ჰიპერთირეოზის სიმპტომებს, რომელთა შორისაა:

  • წონაში უმიზეზი კლება
  • სიცხის აუტანლობა
  • კანკალი
  • ნერვიულობა
  • სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა



ფარისებრი ჯირკვლის კვანძი შეიძლება სიმსივნური (ავთვისებიანი) იყოს, თუმცა მათი გარჩევა მხოლოდ სიმპტომებით შეუძლებელია. ფარისებრი ჯირკვლის კვანძების უმეტსობა ნელა იზრდება და აღმოჩენისას პატარაა. ფარისებრი ჯირკვლის აგრესიული სიმსივნეები იშვიათია, თუმცა ამ დროს კვანძები შეიძლება იყოს მაგარი, მკვრივი, ფიქსირები და სწრაფად მზარდი.

როდის მივმართოთ ექიმს

მიუხედავად იმისა, რომ ფარისებრი ჯირკვლის კვანძების უმეტესობა კეთილთვისებიანია და არ იწვევს პრობლემებს, მაინც აჩვენეთ ექიმს ნებისმიერი უჩვეულო შესიება კისრის არეში, განსაკუთრებით თუ გიჭირთ სუნთქვა ან ყლაპვა. მნიშვნელოვანია კიბოს გამორიცხვა.

აგრეთვე მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ გაქვთ ჰიპერთირეოზის ნიშნები, მაგალითად:

  • უეცარი წონაში კლება ნორმალური ან მომატებული მადის ფონზე
  • გულისცემის გაძლიერება
  • უძილობა
  • კუნთების სისუსტე
  • ნერვიულობა ან გაღიზიანებულობა