ფებრილური გულყრა

დაავადების აღწერა

ფებრილური გულყრა ვითარდება ბავშვებში კრუნჩხვის სახით და გამოწვეულია სხეულის ტემპერატურის სწრაფი ავარდნით, ხშირად ინფექციის გამო. ფებრილური გულყრა, მიუხედავად იმისა, რომ წუთების განმავლობაში გრძელდება, ძალიან საგანგაშო შეიძლება იყოს.

ფებრილური გულყრა წარმოადგენს ბავშვის თავის ტვინის ერთადერთ პასუხს სიცხეზე, ძირითადად მაღალი ტემპერატურის პირველ დღეს. საბედნიეროდ, მდგომარეობა უხიფათოა და არ მიუთითებს მუდმივ დააადებაზე. საჭიროა ბავშვის უსაფრთხოდ მოთავსება გულყრის დროს და მისი მოვლა და კომფორტის შექმნა შეტევის შემდგომ.

გულყრის განვითარების შემდეგ მიმართეთ ექიმს, რაც შეიძლება სწრაფად.

გამომწვევი მიზეზი

ფებრილური გულყრების გამომწვევი ფაქტორი არის მაღალი სიცხე.

ინფექცია

გულყრის გამომწვევი მიზეზი, როგორც წესი, ვირუსული ინფექციით გამოწვეული მაღალი ტემპერატურაა. იშვიათ შემთხვევებში, მდგომარეობას ბაქტერიული ინფექციაც იწვევს. ვირუსულ ინფექციას, როგორიცაა გრიპი ან როზეოლა, თან ახლავს მაღალი სიცხე, რაც უკავშირდება ფებრილური გულყრების უმეტეს შემთხვევას.

იმუნიზაციის შემდგომი გულყრები

ფებრილური გულყრის რისკი იზრდება ბავშვობის ზოგიერთი იმუნიზაციის შემდგომ, მაგალითად დიფტერიაზე, ტეტანუსზე, ყივანახველაზე ან სახადებზე ვაქცინაციის შემდგომ. ვაქცინაციის შემდგომ ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს მაღალი ტემპერატურა. გულყრას არა ვაქცინაცია, არამედ სიცხე იწვევს.

სიმპტომები

ფებრილური გულყრის სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი ფორმის, მაგალითად გაშტერება ერთ ადგილას, ასევე მძიმე ფორმებითაც, როგორიცაა ძლიერი კანკალი ან კუნთების დაჭიმულობა.

ფებრილური კრუნჩხვის მქონე ბავშვს შესაძლოა:

  • ჰქონდეს 38.0 C გრადუსზე მაღალი სიცხე
  • ცნობიერების დაკარგვა
  • ზედა და ქვედა კიდურების კანკალი



ფებრილური გულყრები იყოფა მარტივ და კომპლექსურ კატეგორიებად:

  • მარტივი ფებრილური გულყრები. ეს გულყრის უფრო ხშირი ფორმაა და გრძელდება რამოდენიმე წამიდან 15-იოდე წუთის განმავლობაში. უბრალო ფებრილურ გულყრებს არ ახასიათებთ განმეორებითობა 24 საათის განმავლობაში და არიან გენერალიზებული, ანუ არ მოქმედებენ სხეულის რომელიმე კონკრეტულ ნაწილზე.
  • კომპლექსური ფებრილური გულყრები. გულყრის ეს ფრომა გრძელდება 15 წუთზე ხანგრძლივად, გვხვდება 1-ზე მეტჯერ 24 საათის განმავლობაში და ახასიათებს ბავშვის სხეულის ერთ მხარეს მოქმედება.



ფებრილური გულყრები ვითარდება სიცხის დაწყებიდან 24 საათის ფარგლებში და შესაძლოა იყოს პირველი ნიშანი იმისა, რომ ბავშვი არის ავად.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს პირველი ფებრილური გულყრის დაწყებიდან რაც შეიძლება სწრაფად, თუნდაც იგი რამოდენიმე წამის განმავლობაში გრძელდებოდეს. გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან მიიყვანეთ ბავშვი სააგნგებო სამედიცინო დაწესებულებაში თუ გულყრა გრძელდება 10 წუთზე ხანგრძლივად და თან ახლავს:

  • ღებინება
  • კისრის გაშეშება
  • სუნთქვის პრობლემები
  • ძლიერი ძილიანობა