ფეხის ფრჩხილის ჩაზრდა

დაავადების აღწერა

ფეხის ფრჩხილის ჩაზრდა გავრცელებული მდგომარეობაა, რომლის დროსაც ხდება ფეხის ფრჩხილის ფირფიტის გვერდითი ნაპირის ჩაზრდა ფრჩხილის მორგვის ქვეშ. ამის შედეგად ვითარდება ტკივილი, სიწითლე, შესიება და ხანდახან ინფექცია. ჩაზრდილი ფრთხილი ყველაზე ხშირად ფეხის ცერა თითზე გვხვდება.

ხშირად თქვენით შეგიძლიათ უმკურნალოთ ჩაზრდილ ფრჩხსილს. თუ ტკივილი ძლიერდება ან ვრცელდება, მიმართეთ ექიმს, რომელიც დაგეხმარებათ ტკივილის შემსუბუქებაში და გართულებების თავიდან აცილებაში.

თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი ან სხვაა დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლის მიმოქცევის ნაკლებობა ფეხებში, თქვენ ფრჩხილის ჩაზრდის გაზრდილი რისკი გაქვთ.

გამომწვევი მიზეზი

ფეხის ფრჩხილის ჩაზრდის ხშირი მიზეზებია:

  • ვიწრო ფეხსაცმლის ჩაცმა
  • ფეხის ფრჩხილების ძალიან მოკლედ ან არათანაბრად მოჭრა
  • ფეხის ფრჩხილის დაზიანება
  • უჩვეულოდ მოხრილი ფორმის ფრჩხილის არსებობა

სიმპტომები

ფეხის ფრჩხილების ჩაზრდის სიმპტომებია:

  • ტკივილი და მგრძნობელობის მომატება ფრჩხილის ერთ ან ორივე მხარეს
  • სიწითლე ფრჩხილის გარშემო
  • ფრჩხილის გარშემო შეშუპება
  • ფრჩხილის გარშემო ქსოვილის ინფექცია



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ:

  • ფეხის თითში განიცდით მწვავე ტკივილს ან გაქვთ ჩირქი და სიწითლე, რომელიც გარშემო ვრცელდება.
  • გაქვთ დიაბეტი ან სხვა დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლის მიმოქცევის ნაკლებობა ფეხებში ან გაქვთ ფეხის ტკივილი ან ინფექცია