ფეხის მოტეხილობა

დაავადების აღწერა

ფეხის მოტეხილობა ვითარდება ფეხის რომელიმე ძვლის გაბზარვის ან მოტეხვის დროს. მოტეხილობების ხშირი მიზეზია წაქცევა, საგზაო შემთხვევები, სპორტული ტრავმები

ფეხის მოტეხილობის მკურნალობა დამოკიდებულია მოტეხილობის ადგიმლდებარეობასა და სიმძიმეზე. მძიმედ მოტეხილი ფეხი შესაძლოა საჭიროებდეს ქირურგიულ ჩარევას, რაც გულისხმობს იმპლანტების ჩადგმას, რათა მოშუშების პერიოდში ძვალმა ნორმალური პოზიცია შეინარჩუნოს. ასეთი ტიპის ტრავმები შესაძლოა მოშუშდეს არტაშანის დადებით. ყოველ შემთხვევაში, სწრაფი დიაგნოსტირება და მკურნალობა გადამწყვეტია სრული მოშუშებისთვის

გამომწვევი მიზეზი

ფეხის მოტეხვის რამოდენიმე მიზეზი არსებობს:

  • წაქცევები. უბრალო წაქცევის შედეგად შესაძლებელია ერთი ან ორივე ფეხის ქვედა ნაწილის ძვლების მოტეხვა. თუმცა, მხოლოდ წაქცევის შედეგად ბარძაყის ძვლის მოტეხილობა ძალიან იშვიათია.
  • სატრანსპორტო უბედური შემთხვევები. სატრანსპორტო უბედური შემთხვევის შედეგად შესაძლოა განვითრდებს ფეხის სამივე ძვლის მოტეხილობა. შეჯახების დროს, მუხლები შეიძლება შეასკდეს მართვის პანელს და განვითარდეს მოტეხილობა.
  • სპორტული ტრავმები. კონტაქტური სპორტში მონაწილეობისას ფეხის ზედმეტად გაშლამ შესაძლოა მოტეხილობა გამოიწვიოს. მოტეხილობას ასევე იწვევს პირდაპირი მექანიკური დაზიანებები- როგორიცაა ჰოკეის ჯოხის მოხვედრა ან ოპონენტის სხეულთან შესკდომა.
  • ძალადობა ბავშვზე. ბავშვებში, ფეხის მოტეხილობის მიზეზი შეიძლება იყოს ძალადობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაზიანება იქამდე ვითარდება, სანამ ბავშვი სიარულის დაწყებას შეძლებს.
  • ჭარბი დატვირთვა. ზეწოლის შედეგად განვითარებული მოტეხილობა ხშირია სიმძიმის მატარებელ ძვლებში, მათ შორის წვივის მცირე ძვალში. ეს მცირე მოტეხილობები ხშირად გამოწვეულია განმეორებითი ჭარბი დატვირთვით, როგორიცაა დიდ მანძილზე სირბილი. თუმცა ასეთი ტიპის მოტეხილობები ნორმალური დატვირთვის პირობეშიც შეიძლება განვითარდეს თუ ძვალი დასუსტებულია რაიმე მდგომარეობით, როგორიცაა ოსტეოპოროზი.

სიმპტომები

სხეულში ყველაზე ძლიერი ძვლის- ბარძაყის ძვლის მოტეხილობა- ხშირად თვალსაჩინოა იმის გამო, რომ მისი მოტეხვა ძალიან რთულია. თუმცა ფეხის ქვედა არეში წონის მთავარი მზიდავი ძვლის – წვივის დიდი ძვლის და მის გვერდზე მდებარე წვივის მცირე ძვლის მოტეხილობა შესაძლოა შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს.

ფეხის მოტეხილობების შესაძლო სიმპტომები

  • ძლიერი ტკივილი, რომელიც უარესდება მოძრაობასთან ერთად
  • შეშუპება
  • ტკივილი შეხებაზე
  • ჩალურჯება
  • თვალსაჩინო დეფორმაცია ან დამოკლება მოტეხილი ფეხისა
  • სიარულის სრული შეზღუდვა
  • ფეხის მოტეხილობის დროს ბავშვებმა შესაძლოა უბრალოდ შეწყვიტონ სიარული. ზოგჯერ ისინი ვერ ხვდებიან, რომ სიარულის შეწყვეტის მიზეზი მათი ფეხის მოტეხილობაა. ბავშვის აუხსნელი ტირილი შესაძლოა იყოს მოტეხილი ფეხის სიმპტომი



როდის მივმართოთ ექიმს

  • თუ თქვენს შვილს აღენიშნება მოტეხილი ფეხის მიმანიშნებელი რაიმე სიმპტომი, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. დიაგნოსტირების და მკრუნალობს დაგვიანება შემდგომში იწვევს გართულებებს, როგორიცაა არასწორი შეხორცება
  • მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ ფეხის ნებისმიერი ძვლის მოტეხილობა გამოწვეულია ძლიერი ტრავმით, როგორიცაა საგზაო შემთხვევა მოტოციკლის ან მანქანის ტარებისას. ბარძაყის ძვლის მოტეხილობა მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში ტრავმული დაზიანებაა, რომელიც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო სერვისს, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხეულის შემდგომი დაზიანება და პაციენტი გადაყვანილ იქნას ადგილობრივ საავადმყოფოში.