ფეხის ქუსლის დეზი (პლანტარული ფასციიტი)
დაავადების აღწერა
ფეხის ქუსლის დეზი ქუსლის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია. მდგომარეობა იწვევს სქელი ქსოვილსი გროვის ანთებასა და ტკივილს. ამ ქსოვილს პლანტარული ფასცია ეწოდება.პლანტარული ფასცია ფეხის ქვედა ნაწილში მდებარეობს და ქუსლის ძვალს აერთებს ფეხის თითებთან.
პლანტარული ფასციიტი, ხშირად, იწვევს გამჭოლ ტკივილს, რომელიც ვითარდება, ძირითადად, დილით პირველი ნაბიჯების გადადგმის დროს. ტერფის ზემოდ აწევის დროს ტკივილი, როგორც წესი, მსუბუქდება. თუმცა ტკივილი ბრუნდება ხანგრძლივად დგომის ან მჯდომარე პოზიციიდან ადგომის შემდგომ.
პლანტარული ფასციიტი განსაკუთრებით ხშირია მორბენლებში. ამასთან ერთად, ჭარბწეონიან და უხარისხო ფეხსაცმლის მატარებელ ადამიანებს ასევე უვითარდებად პლანტარული ფასციიტი.
გამომწვევი მიზეზი
ნორმალურ პირობებში, პლანტარულ ფასციას ზეწოლისა და ტკივილის შემამსუბუქებელი ფუნქცია აქვს და ამყარებს ტერფის თაღს. ძლიერი დაჭიმულობის ან ზეწოლის პირობებში ფასცია შესაძლოა მცირე ზომით გაიხეს რამოდენიმე წერტილში. განმეორებითი დაჭიმულობა და გახევა იწვევს გასციის გაღიზიანებასა დაანთებას.
სიმპტომები
ფეხის ქუსლის დეზი იწვევს გამჭოლ ტკივილს ტერფის ქვედა ნაწილში, ქუსლთან ახლოს. ტკივილი ყვეწლაზე ძლიერია გაღვიძების შემდეგ პირველი ნაბიჯების გადადგმის დროს, თუმცა ტკივილი შესაზლოა განვითარდეს ხანგრძლივად დგომის ან მჯდომარე პოზიციიდან ადგომის შემდგომ.