ფეხის თითებზე სიარული ბავშვებში

დაავადების აღწერა

ფეხის თითებზე სიარული ხშირია ბავშვებში, რომლებიც სიარულს სწავლობენ. ბავშვების უმეტესობას თავისით გადაეჩვევა ფეხის თითებზე სიარულს. ბავშვები, რომლებიც აგრძელებენ ფეხის თითებზე სიარულს, ამას უმეტესად ჩვევის გამო შვებიან. თუ თქვენ ბავშვი ნორმალურად იზრდება და ვითარდება, ფეხის თითებზე სიარული არ არის შეშფოთების მიზეზი.

ფეხის თითებზე სიარული შეიძლება იყოს ცერებრალური დამბლის, კუნთოვანი დისტროფიის ან ნერვებისა და კუნთების სხვა გენერალიზებული დაავადების შედეგი. აუტისტი ბავშვები აგრეთვე შეიძლება დადიოდნენ ფეხის თითების თითებზე.

გამომწვევი მიზეზი

ფეხის თითებზე სიარული ბავშვების უმეტესობაში უბრალოდ ჩვევაა, ზოგ შემთხვევაში კი იგი გამოწვეულია სხვა მდგომარეობით:

  • მოკლე აქილევსის მყესი. ეს მყესი აკავშირებს ფეხის ქვედა ნაწილის კუნთებს ქუსლის უკანა ნაწილთან. მოკლე აქილევსის მყესის მქონე ბავშვები შეიძლება ქუსლს ვერ დგავდნენ ძირს.
  • ცერებრალური დამბლა. ფეხის თითებზე სიარული შეიძლება გამოიწვიოს ცერებრალურმა დამბლამ. ცერებრალური დამბლა არის მოძრაობის, კუნთების ტონუსის და დგომის პათოლოგია, რომელიც გამოწვეულია ტვინის იმ ნაწილების დაზიანებით ან განუვითარებლობით, რომლებიც განაგებენ კუნთების ტონუსს.
  • კუნთოვანი დისტროფია. ფეხის თითებზე სიარული ხანდახან გვხვდება კუნთოვანი დისტროფიის დროს. კუნთოვანი დისტროფია არის გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც კუნთოვანი ბოჭკოები დროთა განმავლობაში სუსტებიან და ზიანდებიან. ეს დიაგნოზი უფრო სავარაუდოა იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი თავიდან ნორმალურად დადიოდა და შემდეგ დაიწყო ფეხის თითებზე სიარული.
  • აუტიზმი. ფეხის თითებზე სიარული დაკავშირებულია აუტიზმთან. აუტიზმი არის დარღვევათა სფექტრი, რომელიც ზეგავლენას ახდენს ბავშვის კომუნიკაციისა და სხვებთან ურთიერთობის უნარზე.

სიმპტომები

როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენი ბავშვი ფეხის თითებზე დადის 2 წლის ასაკის შემდეგ, უთხარით ექიმს. დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი თუ ფეხის თითებზე სიარულს თან ერთვის ფეხის კუნთების დაჭიმვა, აქილევსის მყესის ტკივილი ან კუნთების კოორდინაციის დაკარგვა.