ფეხის თითის მოტეხილობა

დაავადების აღწერა

ფეხის თითის მოტეხილობა ხშირი ტრავმული დაზიანებაა, რომელიც ძირითადად ფეხზე რაიმე საგნის დაცემით ან თითის მყარ საგანზე მირტყმის შედეგად ვითარდება

უმეტეს შემთხვევაში, ფეხის თითის იმობილიზაცია შესაძლებელია მის მეზობელ თითთან გადახვევის საშუალებით. თუმცა თუ მოტეხილობა მძიმეა- განსაკუთრებით მაშინ როდესაც ჩართულია ცერა თითი- თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ კორსეტის გაკეთება ან ქირურგიული ოპერაცია, რათა მოტეხილი თითი ადეკვატურად მოშუშდეს

ფეხის თითის მოტეხილობების უმრავლესობა ძირითადად კარგად ხორცდება, დაახლოებით 4-6 კვირაში. იშვიათ შემთხვევებში, იმის მიხედვით, თუ სად მდებარეობს მოტეხილობა და რა სიმძიმისაა იგი, თითში შესაძლოა შეიჭრას ინფექცია და შემდგომში უფრო მოწყვლადი იყოს ოსტეოართრიტისადმი.

გამომწვევი მიზეზი

უმეტეს შემთხვევებში, ფეხის თითის მოტეხილობა ფეხზე რაიმე საგნის დაცემით ან თითის რაიმე მყარ საგანზე მირტყმის შედეგად ვითარდება.

სიმპტომები

ფეხის თითის მოტეხილობის სიმპტომები:

  • ტკივილი
  • შეშუპება
  • ფერის შეცვლა



როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ ტკივილი, შეშუპება და ფერის შეცვლა გრძელდება რამოდენიმე დღეზე მეტ ხანს ან თუ მოტეხილოა ხელს გიშლით სიარულსა და ფეხსაცმლის ტარებაში.