ფეოქრომოციტომა
დაავადების აღწერა
ფეოქრომოციტომა იშვიათი, ძირითადად კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ყალიბდება თირკმელზედა ჯირკვლის ცენტრალურ ნაწილს. ადამიანის ორგანიზმში ორი თირკმელზედა ჯირკვალია, რომელიც თითოეული თირმკლის თავზეა მოთავსებული. თირკმელზედა ჯირკვლები წარმოქმნიან ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებენ სხეულის ყველა ორგანოსა და ქსოვილს.
ფეოქრომოციტომის დროს, თირკმელზედა ჯირკვალი გამოყოფს ჰორმონს, რომელიც იწვევს სიხლის წნევის მუდმივ ან პერიოდულ გაზრდას. სამედიცინო ჩარევის გარეშე ფეოქრომოციტომამ შესაზლოა გამოიწვოს სიცოცხლისთვის საშიში ზიანი ორგანიზმის სხვადასხვა სისტემებზე, განსაკუთრებით კი გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
ფეოქრომოციტომა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირია 20-50 წლის ასაკის პაციენტებში. ქირურგიული ამოკვეთა, როგორც წესი, სისხლის მაღალ წნევას ნორმისკენ აბრუნებს.
გამომწვევი მიზეზი
ფეოქრომოციტომის განვითარების ზუსტი მიზეზები მკლვევარებისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია. მეცნიერებმა იციან, რომ სიმსივნე ყალიბდება კონრეტულ უჯრედებში, რომლებსაც ქრომაფინის უჯრედებს უწოდებენ. ქრომაფინის უჯრედები მოთავსებულაი თირკმელზედა ჯირკვლის ცენტრალურ ნაწილში. ეს უჯრედები წარმოქმნიან და ათავისუფლებენ ზოგიერთ ჰორმონს, მეტწილად ადრენალინს(ეპინეფრინი) და ნორადრენალინს(ნორეპინეფრინი).
ჰორმონების როლი
ადრენალინი და ნორადრენალინი არიან ჰორმონები, რომლებსაც ხიფათის არსებობის შემთხვევაში ორგანიზმი თავდაცვით მდგომარეობაში გადაყავთ. ჰორმონები იწვევენ სისხლის წნევის გაზრდას, გულისცემის აჩქარებას და სხეულის სისტემების ენერგიით მომარაეგბას, რათა ადამიანს შეეძლოს სწრაფად რეაგირება. ფეოქრომოციტომა იწვევს ჰორმონების არარეგულარულ და ჭარბ გამოყოფას.
დაკავშირებული სიმსივნეები
ქრომაფინის უჯრედების უმეტესი ნაწილი მდებარეობს თირკმელზედა ჯირკვლებში, თუმცა უჯრედების მცირე გროვები გვხვდება გულში, თავში, კისერში, შარდის ბუშტში, მუცლის უკანა კედელში და ხერხემლის გაყოლებაზე. ამ ქრომაფინულ უჯრედებში ჩამოყალიბებულ სიმსივნეებს პარაგანგლიომები ეწოდებათ. პარაგანგლიომები ორგანიზმში ფეოქრომოციტომის მსგავს ეფექტებს იწვევენ.
სიმპტომები
ფეოქრომოციტომის სიმპტომები:
- სისხლის მაღალი წნევა
- სწრაფი ან ძლიერი გულისცემა
- ოფლის გაძლიერებული გამოყოფა
- ძლიერი თავის ტკივილი
- კანკალი
- სიფერმკრთალე სახეზე
- სუნთქვის უკმარისობა
ფეოქრომოციტომის იშვიათი სიმპტომები:
- შფოთვა და სიკვდილის შიში
- ტკივილი მუცლის არეში
- ყაბზობა
- წონაში კლება
სიმპტომების გამოვლინება, როგორც წესი, 15-20 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს. ასეთი გამოვლინებები დღეში რამოდენიმეჯერ ან უფრო იშვიათად ვითარდება. გამოვლინებებს შორის სისხლის წნევა შესაძლოა იყოს ნორმის ფარგლებში ან მომატებული.
სიმპტომების ეპიზოდური გამოვლინებების გამომწვევი მიზეზები
გამოვლინებები შესაძლოა განვითარდეს სპონტანურად ან იყოს გამოწვეული შემდეგი ფაქტორებით:
- ფიზიკური დატვირთვა
- შფოთვა ან სტრესი
- სხეულის პოზიციის ცვლილებები
- დეფეკაცია
- მშობიარობა
თირამინით მდიდარი საკვები. თირამინი ზემოქმედებს სისხლის წნევაზე და შესაძლოა გამოიწვიოს სიმპტომის ეპიზოდური გამოვლინება. თირამინს ხშირად შეიცავს ფერმენტირებული, დაძველებული, დამწნილებული, გადამწიფებული ან გაფუჭებული საკვები. ასეთი საკვები შეიძლება იყოს:
- ზოგიერთი ყველი
- ზოგიერთი ლუდი და ღვინო
- გამომშრალი ან შებოლილი ხორცი
- ავოკადო, ბანანი და თეთრი, მსხვილი ლობიო
- დამწნილებული თევზი
- მჟავე კომბოსტო ან კიმჩი
ზოგიერთი მედიკამენტი ასევე იწვევს სიმპტომების ეპიზოდურ გამოვლინებებს:
- ცხვირის გამწმენდი საშუალები
- მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა ფენელზინი(ნარდილი), ტრანილციპრომინი(პარნატი) და იზოკარბოქსაზიდი(მარპლანი)
- სტიმულანტები, როგორიცაა ამფეტამინი ან კოკაინი
როდის მივმართოთ ექიმს
ფეოქრომოციტომის სიმპტომებს სხვადასხვა მდგომარეობა იწვევს. შესაბამისად აუცილებელია დროული დიაგნოზი.
მიუხედავად იმისა, რომ სისხლის მაღალი წნევა ფეოქრომოციტომის პირველი ნიშანია, მაღალი წნევის მქონე ადამიანების უმრავლესობას თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე არ აღენიშნება. მიმართეთ ექიმს შემდეგი მდგომარეობების არსებობის შემთხვევაში:
- სისხლის მაღალი წნევის უშედეგო მკურნალობა
- ფეოქრომოციტომის ოჯახური ისტორია
ოჯახური ისტორია შემდეგი გენეტიკური დაავადებებისა, რომელიც უკავშირდება თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე: მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზია, ტიპი 2, ვონ ჰიპელ-ლინდოს დაავადება, ოჯახური პარაგანგლიომა ან ნეიროფიბრომატოზი 1.