ფერების ცუდი გარჩევადობა
დაავადების აღწერა
ფერების ცუდი გარჩევადობა განსხვავდება ფერების აღქმის სრული უუნარობისგან, რაც ძალიან იშვიათია.
ფერების ცუდეი გარჩევადობა, როგორც წესი, მემკვიდრული დაავადებაა. მდგომარეობა უფრო ხშირად მამაკაცებშია წარმოდგენილი. ფერების ცუდი გარჩევადობის მქონე პაციენტებს უჭირთ მწვანე და წითელი ფერის ზოგიერთი ჩრდილის განსხვავება ერთმანეთისგან. იშვიათ შემთხვევებში, დაავადების მქონე პაციენტებს უჭირთ ლურჯი და ყვითელი ფერის ჩრდილებს შორის განსხვავების აღქმა.
თვალის ზოგიერთი დაავადება და რამოდენიმე მედიკამენტი ასევე იწვევს მსგავს მდგომარეობას.
გამომწვევი მიზეზი
სინათლის სპექტრის გასწვრივ ფერების დანახვა შესაძლებელია მაშინ, როდესაც თვალებს ეძლევათ უნარი, გაარჩიონ პირველადი ფერები:წითელი, ლურჯი და მწვანე.
სინათლე თვალში ხვდება რქოვანას გავლით და შემდგომ გადის ლინზას და გამჭვირვალე, ჟელესებრ ქსოვილს თვალში(მინისებრი სხეული), რის შედეგადაც აღწევს სინათლისადმი მგრძნობელ უჯრედებამდე(კოლბები) თვალის უკანა ნაწილში – ბადურაში. კოლბებში არსებული ქიმიური ნივთიერებები არჩევენ ფერებს და აგზავნიან ინფორმაციას მხედველობის ნერვის გავლით თავის ტვინში.
თუ თქვენი თვალები ჯანმრთელია, თქვენ შეგიძლიათ გაარჩიოთ სხვადასხვა ფერები. თუმცა კოლბების რომელიმე ერთი ან მეტი სინათლეზე მგრძნობიარე ქიმიური ნივთიერების ნაკლებობის შემთხვევაში, შესაძლოა თქვენ მხოლოდ ორ პირველად ფერს აღიქვამდეთ.
ფერების ცუდი გარჩევადობის მიზეზები:
- მემკვიდრული დაავადება. დაავადების მემკვიდრული ფორმა უფრო ხშირად კაცებშია წარმოდგენილი. ფერის აღქმის ნაკლებობა უმეტესად წითელი-მწვანე ფერების გარჩევადობის შეზღუდვითაა გამოვლენილი. ლურჯი-ყვითელი ფერების გარჩევის გაძნელება უფრო იშვიათია.
მემკვიდრეობით გადაცემული დაავადება შესაძლოა იყოს მსუბუქი, საშუალი ან ძლიერი სიმძიმის. მემკვიდრული ფორმა, როგორც წესი, ორივე თვალს აზიანებს მდგომარეობის სიმძიმე არ იცვლება სიცოცხლის განმავლობაში.
- დაავადებები. ზოგიერთი დაავადება იწვევს ფერების აღქმის დაქვეითბას:დიაბეტი, გლაუკომა, მაკულის დეგენერაცია, ალცჰეიმერის დაავადება, პარკინონის დაავადება, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ლეიკემია და ნამგლისებრი ანემია. შესაძლოა ერთი თვალი მეტად იყოს დაზიანებული რომელიმე დაავადების დროს. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემის გამომწვევი დაავადება განკურნებადია, შესაძლებელია, რომ თვალის მდგომარეობაც გამოსწორდეს.
- ზოგიერთი მედიკამენტი. ზოგიერთი მედიკამენტი იწვევს ფერის გარჩევადობის შეცვლას. ასეტი წამლები შესაძლოა გამოიყეყენებოდეს:გულის პრობლემების, სისხლის მაღალი წნევის, ერექციის დისფუნქციის, ინფექციების, ნერვული სისტემის დაავადებებისა და ფსიქოლოგიური პრობლემების დროს.
- ასაკის მატება. ასაკის მატებასთან ერთად ფერების გარჩევადობის უნარი ნელ-ნელა ქვეითდება.
- ქიმიკატები. სამსახურში ქიმიკატებთან შეხება, მაგალითად ნახშირბადის დისულფიდთან, შესაძლოა გახდეს ფერების ცუდი გარჩევადობის მიზეზი.
სიმპტომები
თქვენ შესაძლოა აღგენიშნებოდეთ ფერების ცუდი გარჩევადობა და არ იცოდეთ ამის შესახებ. ადამიანების ნაწილი საკუთარ მდგომარეობას ხვდება კონკრეტული დამაბნეველი სიტუაციების პირობებში, როგორიცაა შუქნიშანზე ფერების გარჩევის გაძნელება და ა.შ.
პაციენტები შესაძლოა ვერ არჩევდნენ:
- წითელი და მწვანე ფერების სხვადასხვა ჩრდიელბს
- ლურჯი და ყვითელი ფერის სხვადასხვა ჩრდილებს
- ნებისმიერ ფერს
ფერების აღქმის ყველაზე ხშირი დარღვევაა წითელი და მწვანე ფერების ჩრდილების გარჩევის უუნარობა. ხშირად, ასეთი ტიპის პაციენტები ორივე ფერის მიმართ სრულად არასენსიტუირები არ არიან. დეფეტქი შეძლაო იყოს მსუბუქი, საშუალო და ძლიერი სიმძიმის.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ თქვენ ეჭვობთ, რომ გაქვთ ფერებვის გარჩევადობის პრობლემები, მიმართეთ ექიმს ტესტირებისათვის. ბავშვებისთვის აუცილებელაი თვალის სხვადასხვა ტესტების ჩატარება სკოლის დაწყებდამდე, როგორიცაა ფერების გარჩევადობის ტესტი.
ფერების ცუდი გარჩევადობის მემკვიდრული ფორმა უკურნებელია. თუმცა თვალის ტრავმული დაზიანებით ან რაიმე სხვა დაავადებით გამოწვეული იგივე დაავადება შესაძლოა ექვემდებარეობდეს მკურნალობას.