ფიბროადენომა

დაავადების აღწერა

ფიბროადენომა არის მყარი, კეთილთვისებიანი სიმსივნე სარძევე ჯირკვალში, რომელიც ყველაზე ხშირად მოზარდ გოგონებსა და 30 წლამდე ქალებში გვხვდება.

ფიბროადენომა მყარი, გლუვი, რეზინისებრი მასაა, განსაზღვრული კიდეებით. ძირითადად, ფიბროადენომა არ იწვევს ტკივილს და ადვილად მოძრაობს შეხებისას. ფიბროადენომები განსხვავდება ზომით, შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირდეს კიდეც, სამედიცინო ჩარევის გარეშე.

ფიბროადენომა მკერდის ჯირკვალში არსებული მასების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია ახალგაზრდა ქალებში. მკურნალობა შესაძლოა მხოლოდ დაკვირვებით შემოიფარგლოს ან ჩატარდეს ბიოფსია და ქირურგიული ამოკვეთა.

გამომწვევი მიზეზი

ექიმებმა არ იციან, რა იწვევს ფიბროადენომას, მაგრამ ამ მასებს უკავშირებენ რეპროდუქციულ ჰორმონებს. ფიბროადენომა უფრო ხშირია რეპროდუქციულ ასაკში, დიდდება ორსულობის დროს ან ჰორმონული თერაპიის პარალელურად და შესაძლოა შემცირდეს მენოპაუზის პერიოდში, როცა ჰორმონების დონეები იკლებს.

სიმპტომები

ფიბროადენომა მყარი მასაა, რომელიც ძირითადად:

  • მრგვალია, განსაზღვრული კიდეებით
  • მარტივად მოძრაობს
  • გამაგრებულია, რეზინისებრია
  • უმტკივნეულოა



ფიბროადენომა მყარი ნივთიერების მსგავს შეგრძნებას წარმოქმნის. შესაძლებელია არსებობდეს ერთი ან რამდენიმე ფიბროადენომა. ფიბროადენომა შესაძლოა ძალიან მცირე ზომის იყოს, ან აღწევდეს 8 სმ დიამეტრით.

როდის მივმართოთ ექიმს

ჯანმრთელ ქალებში, სარძევე ჯირკვლის ქსოვილი ხშირად ტოვებს გროვების შეგრძნებას. თუ იპოვით ახალ მასას ან გროვას მკერდში ან გაიზრდება მანამდე ნაპოვნი მასები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.