ფიბროკისტური სარძევე ჯირკვალი
დაავადების აღწერა
ფიბროკისტური სარძევე ჯირკვალი შედგება ქსოვილისაგან, რომელსაც გროვებისმაგვარი ტექსტურა აქვს. ექიმები ასეთ ქსოვილს ნოდულარულ ან ჯირკვლოვან ქსოვილს უწოდებენ.
ფიბროკისტური ქსოვილი არ არის იშვიათი. ქალების ნახევარზე მეტს აქვს მსგავსი ქსოვილი ცხოვრების განმავლობაში. ექიმებმა შეცვალეს ტერმინი და ფიბროკისტური სარძევე ჯირკვლის დაავადების მაგივრად ამ მდგომარეობას მხოლოდ ფიბროკისტურ ქსოვილს უწოდებენ, რადგან სიტყვა “დაავადებას” შეცდომაში შეყავს პაციენტი. ეს მდგომარეობა დაავადება არ არის.
ფიბროკისტური ცვლილებები მავნებელი არ არის, მაგრამ ზოგჯერ იწვევს ტკივილს, მტკივნეულობას ან გროვების შეგრძნებას, განსაკუთრებით ძუძუს ზედა, გარეთა ნაწილებში. სიმპტომები მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე უარესდება. მარტივი რჩევების გათვალისწინებით, დისკომფორტის შემსუბუქება შესაძლებელია.
მნიშვნელოვანია სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა ტკივილის არსებობის, გაუარესების ან გავრცელების შემთხვევებში. თუ გაჩნდა ახალი გროვები, რომლებიც მენსტრუალურ ციკლთან ერთად არ პატარავდება, მიმართეთ ექიმს. ექიმი გამორიცხავს სხვა მიზეზებს და გამოიკვლევს სარძევე ჯირკვლის ცვლილებებს.
გამომწვევი მიზეზი
ფიბროკისტური ცვლილებების ზუსტი მიზეზები უცნობია, მაგრამ ექსპერტები თვლიან, რომ რეპროდუქციული ჰორმონები, განსაკუთრებით ესტროგენი თამაშობს გარკვეულ როლს.
თუ არ გაქვთ მენოპაუზა, დისკომფორტი შესაძლოა ჰორმონული ცვლილებებით იყოს გამოწვეული, მენსტრუალური ციკლის პარალელურად. ეს ცვლილებები ჯირკვლის გარკვეული ნაწილების გასქელებას, მტკივნეულობას, შესიებას იწვევს.ფიბ როკისტური ცვლილებების სიმპტომური გამოვლინება უარესდება ციკლის დაწყებამდე და ქრება ციკლის დაწყების შემდეგ.
მიკროსკოპული გამოკვლევისას, ფიბროკისტური ქსოვილებისათვის დამახასიათებელი კომპონენტებია:
- სითხით სავსე მრგვალი ან ოვალური კისტები
- ნაწიბურის მსგავსი ქსოვილები (ფიბროზი)
- უჯრედების ზრდა (ჰიპერპლაზია), რომლებიც ამოფენენ სარძევე სადინრებსა და რძის წარმომქმნელ ქსოვილებს (წილაკებს)
- ჯირკვლის წილაკების გადიდება (ადენოზი)
სიმპტომები
ფიბროკისტური ცვლილებების ნიშნები და სიმპტომებია:
- გროვები სარძევე ჯირკვალში, გასქელება
- ზოგადი ტკივილი სარძევე ჯირკვალში ან მტკივნეულობა
- ჯირკვლის გროვების ზომის ცვლილებები
- მწვანე ან მუქი ყავისფერი, უსისხლო გამონადენი ძუძუსთავიდან, რომელიც დაწოლის გარეშეც გამოიდინება
- ცვლილებები, რომლებიც ვრცელდება ორივე ჯირკვალში
- თვიური ცვლილებები სარძევე ჯირკვლის ზომაში, ზომის მომატება ოვულაციიდან მენსტრუალურ ციკლამდე
ფიბროკისტური ცვლილებები ყველაზე ხშირად 20–50 წლამდე ქალებში გვხვდება. ცვლილებები იშვიათია პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებში, თუ ისინი არ იყენებენ ჰორმონულ ჩანაცვლებით თერაპიას.
როდის მივმართოთ ექიმს
ფიბროკისტური ცვლილებები დაავადებას არ წარმოადგენს. თუ აღმოაჩენთ, რომ გაქვთ ახალი გროვა სარძევე ჯირკვალში, რომელიც მენსტრუალური ციკლის შემდეგ არ ქრება, მიმართეთ ექიმს.