ფიბრომიალგია

დაავადების აღწერა

ფიბრომიალგია არის დაავადება, რომელიც ხასიათდება ორგანიზმში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფართოდ გავრცელებული ტკივილით და თან ახლავს დაღლილობა, ზილის, მეხსიერებისა და ხასიათის პრობლემები. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ფიბრომიალგია აძლიერებს მტკივნეულ შეგრძებებს თავის ტვინში აღქმული ტკივილის შეგრძნებების შეცვლის საშუალებით.

სიმპტომები, ზოგიერთ შემთხვევაში, იწყება ფიზიკური ტრავმის, ქირურგიული ოპერაციის, ინფექციის ან სერიზოული ფსიქოლოგიური სტრესის შემდგომ. სხვა შემთხვევებში, სიმპტომები ეტაპობრივად გრვოდება თვალსაჩინო მიზეის გარეშე.

ფიბრომიალგია უფრო ქალებში გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. ფიბრომიალგიის მქონე პაციენტებს ასევე აღენიშნებათ თავის ტკივილი, ტემპორომანდიბულარული სახსრის დაავადებები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, შფოთვა და დეპრესია.

ფიბრომიალგიის განკურნება შეუძლებელია, თუმცა მედიკამენტების საშუალებით სიმპტომების კონტროლი შესაძლებელია. ვარჯიში, რეალაქსაცია და სტრესის შემცირება ასევე ხელს უწყობს მდგომარეობის გაუმჯობესებას.

გამომწვევი მიზეზი

ფიბრომიალგიის მიზეზები ექიმებისათვის უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ მრავალი ფაქტორი იღებს დაავადების განვითარებაში მონაწილეობას. ეს ფაქტორებია:

  • გენეტიკა. ფიბრომიალგიას ახასიათებს მემკვიდრულად გადაცემა, ასე რომ შესაძლებელია დაავადების განვითარებაში კონკრეტული გენების მუტაცია იღებდეს მონაწილეობას.
  • ინფექციები. ზოგიერთი დაავადება იწვევს ან ამძიმებს ფიბრომიალგიის მდგომარეობას.
  • ფიზიკური ან ემოციური ტრავმა. პოსტ-ტრავმატუი სტრესის დაავადება ასევე უკავშირდება ფიბრომიალგიას



რატომ იწვევს ტკივილს ფიბრომიალგია?

მკლევარები მიიჩნევენ, რომ ნერვის განმეორებითი სტიმულაცია ფიბრომიალგიის მქონე პაციენტებში იწვევს თავის ტვინში ცვლილებებს. ეს ცვლილებები განაპირობებს თავის ტვინში ზოგიერთი ქიმიური ნივთიერებების არანორმალურ მატებას. ეს ნივთიერებები ტკივილის აღქმაში იღებენ მონაწილეობას(ნეიროტრანსმიტერები). თავის ტვინში არსებული ტკივილის რეცეპტორები ასევე აყალიბებენ ტკივილის გარკვეული ტიპის მახსოვრობას და ხდებიან უფრო მგრძნობიარენი. ეს მდგომარეობა იწვევს ტკივილის სიგნალებზე გაძლიერებულ რეაქციას.

სიმპტომები

ფიბრომიალგიის სიმპტომები:

  • ფართოდ გავრცელებული ტკივილი. ფიბრომიალგიასთან დაკავშირებული ტკივილი ხშირად აღიწერება, როგოც მუდმივი ყრუ ტკივილი, რომელიც უკვე სამი თვეა მიმდინარეობს. რომ ჩაითვალოს ფართოდ გავრცელებულად, ტკივილი უნდა აღინიშნებოდეს სხეულის ორივე მხარეს და წელის როგორც ზედა, ასევე ქვედა ნაწილებში.
  • დაღლილობა. ფიბრომიალგიის მქონე პაციენტები მიუხედავად ხანგრძლივი ძილისა, გაღვიძებისას თავს დაღლილად გრძნობენ. ტკივილი ხელს უშლის დაძინებას. პაციენტებს ძილის სხვა პრობლემებიც აღენიშნებათ, მაგალითად მოუსვენარი ქვედა კიდურების სინდრომი და ძილის აპნოე.
  • ცნობიერების პრობლემები. დაავადება ხელს უშლის პაციენტებს ყურადღების ფოკუსირებაში და კონცენტრაციაში.
  • სხვა პრობლემები. ფიბრომიალგიის მქონე ბევრ პციენტში აღინიშნება დეპრესია, თავის ტკივილი, კრუნჩხვები ან ტკივილი მუცლის არეში.