ფილტვის არტერიის ემბოლია

დაავადების აღწერა

ფილტვის არტერიის ემბოლია წარმოადგენს ფილტვის ერთ-ერთი არტერიის დახშობა. უმეტეს შემთხვევაში, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია გამოწვეულია ქვედა კიდურებიდან (ღრმა ვენების თრომბოზი) და იშვიათ შემთხვევებში, სხეულის სხვა ნაწილებიდან ფილტვში მოხვედრილი სისხლის კოლტების შედეგად.

რადგანაც ფილტვის არტერიის ემბოლია თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია ღრმა ვენების თრომბოზთან, ექიმები ამ ორ მდგომარეობას ერთად ვენურ თრომბოემბოლიზმს უწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის ემბოლია, ფაქტორები, როგორიცაა უმოძრაობა, კიბო და ქირურგიული ოპერაცია ზრდიან დაავადების რისკს.

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიზმი შესაძლებელია გახდეს სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა დროული მკურნალობა სიკვდილიანობის რისკს საგრძნობლად ამცირებს. ქვედა კიდურებში სისხლის კოლტების ჩამოყალიბებისგან თავის ასარიდებელი ზომების მიღება ადამიანს დაიცავს ემბოლიის განვითარებისგან.

გამომწვევი მიზეზი

ფილტვის არტერიის ემბოლიზმი ვითარდება, როდესაც მატერიის გროვა, როგორც წესი სისხლის კოლტი, გაიჭედება ფილტვის არტერიაში. სისხლის ეს კოლტები, ძირითადად, ყალიბდება ქვედა კიდურების ღრმა ვენებში, თუმცა ისინი შესაძლოა აღმოცენდნენ ორგანიზმის სხვა ნაწილებში. ამ მდგომარეობს ღრმა ვენების თრომბოზიც ეწოდება.

იშვიათ შემთხვევებში, ფილტვის სისხლძარღვებს არა სისხლის კოლტები, არამედ სხვა ნივთიერებები ახშობენ:

  • ლულოვანი ძვლის მოტეხილობის შედეგად ძვლის ტვინიდან წამოსული ცხიმოვანი ნივთიერება
  • სიმსივნის ნაწილი
  • ჰაერის ბუშტი



იშვიათია ფილტვის არტერიის მხოლოდ ერთადერთი ემბოლია. უმეტეს შემთხვევაში, მდგომარეობა მოიცავს სისხლის მრავალ კოლტს, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა პერიოდში განვითარდეს. არტერიების დახშობა იწვევს ამ სისხლძარღვების მიერ საკვებითა და ჟანგბადით მანამდე მომარაგებული ფილტვის ქსოვილის კვდომას. ამ მდგომარეობას ფილტვის ინფარქტი ეწოდება. ამ პროცესის შედეგად ფილტვს უჭირს ჟანგბადით მოამარაგოს ორგანიზმი.

სიმპტომები

ფილტვის არტერიის ემბოლიის სიმპტომები განსხვაქვებულია და დამოკიდებულია ფილტვის ქსოვილის რაოდენობის ჩართულობაზე, სისხლის კოლტის ზომაზე და ზოგად ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ფილტვის ან გულის რაიმე დაავადების არსებობაზე.

ხშირი სიმპტომები:

  • სუნთქვის უკმარისობა. ეს სიმტპომი, როგორც წესი, ვითარდება სწრაფად და უარესდება ფიზიკური დატვირთვის პირობებში.
  • ტკივილი მკერდის არეში. პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს გულის შეტევის შეგრძნება. ტკივილი ძლიერდება ღრმად სუნთქვის, ხველის, კვების და წელში მოხრის შედეგად. ტკივილი გაძლიერდება ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად, თუმცა არ მსუბუქდება მოსვენების პერიოდში.
  • ხველა. ხველის შედეგად შესაძლოა ამოვიდეს სისხლიანი ნახველი.



ფილტვის არტერიის ემბოლიის სხვა სიმპტომები:

  • ქვედა კიდურების ტკივილი და შეშუპება ან ორივე, განსაკუთრებით წვივისა რეში
  • წებოვანი ან ფერშეცვლილი კანი (ციანოზი)
  • სიცხე
  • ჭარბი ოფლიანობა
  • სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა
  • გულის წასვლის შეგრძნება ან თავბრუსხვევა



როდის მივმართოთ ექიმს

ფილტვის არტერიის ემბოლიზმი შესაძლებელია აღმოჩნდეს სიცოცხლისთვის საშიში. მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ თქვენ აღგენიშნებათ სუნთქვის მოულოდნელი უკმარისობა, ტკივილი მკერდის არეში ან სისხლიანი ნახველი ხველის შედეგად.